Showing posts with label სამხედრო აღლუმი. Show all posts
Showing posts with label სამხედრო აღლუმი. Show all posts

დამოუკიდებლობის დღე, 2013 წლის 26 მაისი. ავიაცია.

Су-25 (ხედი კაბინიდან)
Ми-24
Су-25 (მფრინავი: ზვიად ბექაური)
Су-25 -ების ჯგუფი საქართველოს დროშის ფერებს გამოსახავს თბილისის თავზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ქუთაისში




საქართველოს პრეზიდენტს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, მიხეილ
სააკაშვილს პირადი შემადგენლობის აღლუმისათვის მზადყოფნა აღლუმის
ხელმძღვანელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის
უფროსმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ მოახსენა.
პატაკის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და აღლუმის პირადი შემადგენლობა
ერთმანეთს სამხედრო წესით მიესალმა.
სამხედრო საზეიმო მსვლელობას წინ უძღვოდა მუსიკალური შესავალი. "ნიაზ
დიასამიძე - „ჩვენ ავაშენებთ სახლს“, ნაციონალურმა ბალეტმა სამხედრო ფორმებში -
„ხორუმი“ და ზუმბამ სიმღერა „აფხაზეთო“ შეასრულეს.
შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი ანა ხანჩალიანისა და თავდაცვის სამინისტროს
სასულე ორკესტრის თანხლებით.
სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ თავდაცვის ეროვნული აკადემიის
კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ დადეს ფიცი. უმცროს ოფიცერთა ძირითადი
კურსის 76 მსმენელმა მუხლი მოიყარა და საჯაროდ დაიფიცა. ფიცის მიღების შემდეგ
მათ მიენიჭათ პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“. ხვალიდან ისინი
სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში
გააგრძელებენ.
შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. დაჯილდოებულებს შორის ქართული
სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისათვის იყვნენ ISAF-ის მისიის შესრულების
დროს დაჭრილი 31-ე ბატალიონის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე
ტუღუშის მშობლები თინა გოგუაძე და ზურაბ ტუღუში.
წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისათვის და
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
აღლუმის ხელმძღვანელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული
შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ გასცა საზეიმო მსვლელობის
დაწყების ბრძანება. ბრძანება გულისხმობს ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის
გადაწყობას, მოძრაობის მიმართულებას და დისტანციის დაცვას. მედროშეებმა
პირდაპირ, დანარჩენებმა კი მარჯვნისაკენ სწორებით დაიწყეს მსვლელობა.
სამხედრო მსვლელობას, წელს პირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სასულე ორკესტრთან ერთად აკომპანიმენტს უწევდა 5 მეგობარი ქვეყნის: ლიტვის,
ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების
ორკესტრები.
საზეიმო სამხედრო მსვლელობა დაიწყო
სამხედრო აღლუმი გახსნა მედროშეთა კოლოფმა, რომელსაც უძღვებოდა
გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი
კოლოფმა საქართველოს სახელმწიფო და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა
სახეობებისა და გვარეობების დროშები გამოიტანა. მედროშეთა კოლოფი
დაკომპლექტებულია სარიტუალო ასეულის შემადგენლობისგან.
მედროშეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები მოყვნენ.
კადეტები არიან საჯარო სკოლის მე-10-11 და მე-12 კლასების შესაბამისი ასაკის
მოსწავლეები, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად,
გაძლიერებულად სწავლობენ სამხედრო საქმეს და გადიან ფიზიკურ მომზადებას.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს წელს კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება
ექნება. ლიცეუმი გარკვეული პერიოდი არ ფუნქციონირებდა. 2010 წელს ის
საქართველოს პრეზიდენტისა და თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით აღდგა და
დღეს როგორც ქართველი, ისე პარტნიორი ქვეყნების ექსპერტების შეფასებით,
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება.
კადეტების შემდეგ სააზეიმო მსვლელობა გააგრძელა ეროვნული თავდაცვის
აკადემიის მსმენელებმა. აკადემიის სასწავლო სისტემის რეფორმირების შემდეგ მათ
პირველად მიიღეს აღლუმში მონაწილეობა.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
2011 წელს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ბაზაზე შეიქმნა. აკადემია
საქართველოში ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელია. თავდაცვის
აკადემიის საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსზე 134 მსმენელი სწავლობს. ისინი
ეროვნული გამოცდების ჩაბარების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტირების
გავლის შედეგად ჩაირიცხნენ. ბაკალავრიატში სწავლა 4 წლიანია. აკადემიის
კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო
წოდებას.
აკადემიაში ბაკალავრიატის გარდა ფუნქციონირებს მანევრის, საარტილერიო,
ლოჯისტიკის და პერსონალის კაპიტნის საკარიერო სკოლა, საშტაბო-სამეთაურო
კოლეჯი და ენობრივი მომზადების სკოლა.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა სარეგისტრაციო
მონაცემების მიხედვით, აკადემიის სამხედრო- საინჟინრო ფაკულტეტზე ყველაზე
მაღალი კონკურსია. ერთი ადგილისთვის 70 აბიტურიენტი იბრძვის.
აკადემიის მსმენელების შემდეგ გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების
ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული სააღლუმე
კოლოფი იყო.
საზეიმო მსვლელობაში სახმელეთო ჯარების საავიაციო ქვედანაყოფების სააღლუმე
კოლოფმა გააგრძელა. კოლოფს ხელმძღვანელობდა მაიორი ბახვა მუმლაძე
საავიაციო ქვედანაყოფებს მონაწილეობა აქვთ მიღებული 1992-93 წლებში
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ასევე 2008 წელს
მოწინააღმდეგის მოგერიების ოპერაციებში.
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ
„კრწანისის“ პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული სააღლუმე კოლოფი.
სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პირადი
შემადგენლობის დაწყებით საბრძოლო მომზადებას უზრუნველყოფს. ცენტრში
მიმდინარეობს სიმულაციურ სწავლებები, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების
საარტილერიო, სატანკო, კავშირგაბმულობის და სხვადასხვა სპეციალობებით
მომზადება. 2009 წლიდან სასწავლო ცენტრში ქართული ქვედანაყოფები ISAF-ის
ოპარაციის გადასროლისწინა მომზადების კურსს გადიან.
აღლუმის საზეიმო მსვლელობაზე გამოვიდნენ სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები
ქვეითი ბრიგადები სახმელეთო ჯარების ძირითადი შემადგენელი ნაწილებია და
მათი დანიშნულებაა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მაღალი
საბრძოლო მზადყოფნის მიღწევა და შენარჩუნება. ქვეითი ბრიგადების პირადი
შემადგენლობა მონაწილეობას იღებს ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო
ოპერაციაში.
I ქვეითი ბრიგადა
ბრიგადის მეთაურია მაიორი დავით მაყიშვილი. ბრიგადას გავლილი აქვს GTEP-ისა
(წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების
ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი
შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციაში კოსოვოს რეგიონში.
ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურეს მიღებული აქვს
მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციაში ,,IRAQI FREEDOM” (2007-2008 წლებში.
ბრიგადის მე-12 ბატალიონი ამჟამად გადასროლისწინა მომზადების კურსს გადის,
შემდგომში ISAF -ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად.
II ქვეითი ბრიგადა
ბრიგადის მეთაურია მაიორი ზვიად გაგუა. ბრიგადას გავლილი აქვს GTEP-ისა
(წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების
ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი
შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციაში კოსოვოს რეგიონში
და ერაყში.ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა 2009-2010 წლებში
მონაწილეობა მიიღო ISAF-ის ოპერაციაში ფრანგული კონტინგენტის
შემადგენლობაში. 23-ე ბატალიონმა, მიმდინარე წლის აპრილში, ავღანეთში
სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჩაანაცვლა მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი,
რომელიც 7 თვის განმავლობაში გააგრძელებს სამშვიდობო მისიის შესრულებას.
III ქვეითი ბრიგადა
ბრიგადის მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე. ბრიგადას გავლილი აქვს
GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა) და SSOP-ის (სტაბილურობის
შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები.
ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციაში
კოსოვოს რეგიონში და ერაყში. 2010 წლის ოქტომბრიდან III ქვეითი ბრიგადის 31-ე,
32-ე და 33-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონები ავღანეთის რესპუბლიკაში სამშვიდობო
ოპერაციებს აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან ერთად ასრულებდნენ. მიმდინარე წლის
მაისის თვეში 31-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა მეორე როტაცია დაასრულა
ავღანეთში. 32-ე ბატალიონი ამჟამად გადასროლისწინა მომზადების კურსს გადის,
შემდგომში ISAF -ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნულმა
ბატალიონებმა ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისთვის დაიმსახურეს არაერთი
როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური მადლობა - საერთაშორისო
საზოგადოებისგან, მსოფლიოს სამხედრო მაღალჩინოსნებისგან და პოლიტიკური
წრეებისაგან.
IV ქვეითი ბრიგადა
ბრიგადის მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ შამათავა. 2007 წელს ბრიგადის
პირადმა შემადგენლობამ გადასროლისწინა მომზადების კურსი გაიარა. სამხედრო
მოსამსახურეებმა მნიშნელოვანი წვლილი შეიტანეს 2008 წელს ქართული
ქვედანაყოფების მიერ მოწინააღმდეგის მოგერიების ოპერაციებში. პირადმა
შემადგენლობამ თავი გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმითა და საბრძოლო
მომზადებით. ბრიგადა მზადაა სრული სპექტრის საბრძოლო ოპერაციების
შესასრულებლად.
V ქვეითი ბრიგადა
მეთაური მაიორი გიორგი ხურციძე. ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა
მნიშნელოვანი წვლილი შეიტანეს 2008 წელს ქართული ქვედანაყოფების მიერ
მოწინააღმდეგის მოგერიების ოპერაციებში. პირადმა შემადგენლობამ თავი
გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმითა და საბრძოლო მომზადებით. ბრიგადა
მზადაა სრული სპექტრის საბრძოლო ოპერაციების შესასრულებლად.
ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი
ბატალიონის მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი ჯემალ თოდუა. ბატალიონი მზადაა
სრული სპექტრის საბრძოლო ოპერაციების შესასრულებლად. ქვედანაყოფის პირადი
შემადგენლობა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საზღვაო დესანტი.
ბატალიონის პირად შემადგენლობას მონაწილეობა აქვს მიღებული სამშვიდობო
ოპერაციებში კოსოვოს რეგიონში, ერაყსა და ავღანეთში. ამჟამად, ერთი ოცეულის
ზომის ქვედანაყოფი (2012 წლის იანვრიდან) მონაწილეობას იღებს ავღანეთის
სამშვიდობო მისიაში ქ. ქაბულში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში.
ცალკეული სამთო-სადაზვერვო ბატალიონი
ბატალიონის მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე. ბატალიონი მზადაა
სრული სპექტრის საბრძოლო ოპერაციების შესასრულებლად. ბატალიონის
სამხედრო მოსამსახურეებს გავლილი აქვთ ზაფხულისა და ზამთრის სამთო
სადაზვერვო მომზადების კურსები.პირადი შემადგენლობა გამოირჩევა მაღალი
მომზადების დონით და წარმატებით ასრულებს მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
სპეციალური ოპერაციების ძალები
მეთაური პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი. სპეციალური ოპერაციების ძალების
მთავარი დანიშნულებაა საბრძოლო ამოცანების შესრულება, მათ შორის, პირდაპირი
მოქმედებების, სპეციალური დაზვერვის, კონტრტერორისტული ოპერაციების და
არაკონვენციური საომარი მოქმედებების განხორციელება. ასევე ფსიქოლოგიური,
ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელებაში მონაწილეობის
მიღება.
აღლუმის შემადგენლობაში იყო ასევე საარტილერიო ქვედანაყოფების სამხედრო
მოსამსახურეები. საარტილერიო ბრიგადები წარმოადგენენ სახმელეთო ჯარების
ძირითად მხარდამჭერ ელემენტებს. მათი ამოცანაა - შეტევისა და თავდაცვით
ოპერაციებში უზრუნველყონ ქვეითებისა და მექანიზირებული ქვედანაყოფების
არაპირდაპირი და პირდაპირი საცეცხლე მხარდაჭერა;
I საარტილერიო ბრიგადა
ბრიგადის მეთაურია მაიორი ზურაბ თაბუკაშვილი. ბრიგადის პირადი
შემადგენლობა გამოირჩევა მაღალი საბრძოლო მომზადებით და
პროფესიონალიზმით. ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ მნიშნელოვანი წვლილი
შეიტანა 2008 წელს ქართული ქვედანაყოფების მიერ მოწინააღმდეგის მოგერიების
ოპერაციებში. 2010 წლიდან
ბრიგადის პირადი შემადგენლობა სისტემატიურად მონაწილეობს ISAF-ის
სამშვიდობო ოპერაციაში.
II საარტილერიო ბრიგადა
ბრიგადის მეთაურია ვიცე-პოკლოვნიკი კახა ტაბატაძე. ბრიგადის პირადი
შემადგენლობა გამოირჩევა მაღალი საბრძოლო მომზადებით და
პროფესიონალიზმით. ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანა 2008 წელს ქართული
ქვედანაყოფების მიერ მოწინააღმდეგის მოგერიების ოპერაციებში. 2010 წლიდან
პირადი შემადგენლობა სისტემატიურად მონაწილეობს ISAF-ის სამშვიდობო
ოპერაციაში.
საინჟინრო ბრიგადა
ბრიგადის მეთაურია მაიორი იოსებ ლოლაძე. ბრიგადის ძირითადი ამოცანებია:
საინჟინრო ფორტიფიკაციული ნაგებობების შექმნა, მოწინააღმდეგისთვის
საინჟინრო დაბრკოლებების აგება და საკუთარი ძალების მობილურობის
უზრუნველყოფა. ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჰუმანიტარული განაღმვის
ოპერაციების მომზადების კურსს გადის.
ეროვნული გვარდია
მეთაური პოლკოვნიკი მამუკა იოსავა. გვარდიის ქვედანაყოფებს მონაწილეობა აქვთ
მიღებული 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის
ბრძოლაში, ასევე 2008 წელს რუსული აგრესიის დროს. ამჟამად ეროვნული გვარდიის
დეპარტამენტი პასუხისმგებელია რეზერვისტთა მომზადებაზე. მისი მთავარი
ამოცანაა შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება,
სამობილიზაციო რესურსების მართვა, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და
განხორციელება, რეზერვის მობილიზაციის დაგეგმვა და მართვა, საჯარისო
მობილიზაციის ჩატარება სრული მოცულობით ნებისმიერ პირობებში. სამხედრო
ოპერაციების დროს, მხარდამჭერი და უსაფრთხოების (ზურგის ოპერაციები)
ოპერაციების ჩატარება, საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების
მხარდაჭერა.
აღლუმის საზეიმო მსვლელობა ქვეითად დახურა შეიარაღებული ძალების
გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადმა
შემადგენლობამ
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში
ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებზე რეაგირებას, პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა და
შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას,
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ
ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობის ქვედანაყოფებში შიდა აუდიტის ჩატარებას,
სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის
მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებასა და სამსახურეობრივი შემოწმების
ჩატარებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა
და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
აღლუმში მონაწილე ქვეითი პირადი შემადგენლობის შემდეგ საზეიმო მსვლელობა
განაგრძო შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკამ, საარტილერიო სისტემებმა
და საფრენმა აპარატებმა.
აღლუმის საზეიმო მსვლელობაში პირველად მონაწილეობდა მუხლუხოებიანი
ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, უპილოტო საჰაერო სისტემა და ზალპური
ცეცხლის რეაქტიული სისტემა. აღნიშნული სამხედრო ტექნიკა დამზადებულია
საქართველოში. მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში
დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ქართული წარმოების შეიარაღება
თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო
სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრის „დელტას“ ბაზაზე შეიქმნა.
ტექნიკის მსვლელობა დაიწყო საქართველოში წარმოებული
მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანით “ლაზიკა“
„ლაზიკა“ - დამზადებულია საქართველოში
”ლაზიკა” არის მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლის ჯავშანიც
კომბინირებულია და უზრუნველყოფს 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი
ტყვიებისგან დაცვას. „ლაზიკას” აქვს შეიარაღების დისტანციურად მართვის
მოდული, აღჭურვილია ცეცხლის მართვის სისტემით, რომელზეც დამონტაჟებულია
23 მმ კალიბრის ქვემეხი და 7, 62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი. მანქანა
აღჭურვილია სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით, უზრუნველყოფს
მანქანის შიგნიდან, დისტანციურად, სამიზნის აღმოჩენას, იდენტიფიკაციასა და
ცეცხლის მართვას ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში.
ჯავშანტრანსპორტიორი “დიდგორი” - დამზადებულია საქართველოში
”დიდგორი” წარმოადგენს პირველ ქართულ ჯავშანტრანსპორტიორს. მისი
დანიშნულებაა ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადაადგილება, სამანევრო
ქვედანაყოფების შემადგენლობაში მოქმედება და საბრძოლო მოქმედებების
პირდაპირი საცეცხლე მხარდაჭერა, ასევე დაჭრილების ევაკუაცია. არსებობს
რამდენიმე მოდიფიკაცია. სააღლუმე მსვლელობაში მონაწილეობს ”დიდგორის” სამი
ტიპი.
დანიშნულება - სადაზვერვო შეჯავშნული საბრძოლო მანქანა
ეკიპაჟი - “დიდგორი 1” - 8+1 (მეტყვიამფრქვევე)
“დიდგორი 2” - 6+1(მეტყვიამფრქვევე)
ძრავი - 450 ცხენის ძალის მქონე ორმაგი ტურბო დიზელის ძრავი
სიჩქარე - 100 - 120 კმ/ სთ
საწვავის ავზი - იძლევა შესაძლებლობას მანქანამ დაფაროს 500კმ
ჯავშანი - იგი მეტად შეჯავშნულია ვიდრე NATO-ს სტანაგის II კლასი
მოითხოვს. ეს კლასი კი ითვალისწინებს 7.62/54 კალიბრის ტყვიისგან
თავდაცვის შესაძლებლობას.
წონა - 7 ტ.
შეიარაღება -“MINIGUN” - ის ტიპის ტყვიამფრქვევი (სწრაფსროლაა 12-15 ათას
გასროლამდე წუთში);
მეორე ტიპის “დიდგორზე”დამონტაჟებულია 12.7 კალიბრის ტყვიამფრქვევი.
ორივე მოდელზე შესაძლებელია სხვა კლასის შეიარაღების დამონტაჟებაც.
ჯავშანტრანსპორტიორის „დიდგორი“ დიზაინის ავტორია ცნობილი საავტომობილო
დიზაინერი ზვიად ციკოლია.
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - დამზადებულია საქართველოში
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი
ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების,
საკომანდო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.
საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე
და გათვლის (ეკიპაჟის) კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის
განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს.
მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფი ხუთკაციანი ეკიპაჟის
ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან დაცვას უზრუნველყოფს.
მიმმართველების რაოდენობა - 40- 80 ერთეულამდე
რეაქტიული ჭურვის კალიბრი - 122 მმ
მიმმართველებიანი პაკეტის ამაღლების კუთხე - მინიმალური - 0 გრადუსი ,
მაქსიმალური - 60 გრადუსი,
ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე - შასიდან მარჯვნივ - 80 გრადუსი, შასიდან
მარცხნივ - 120 გრადუსი.
სრული ზალპის ხანგრძლივობა 20 წმ.
სროლის სიშორე რაკეტის ტიპიდან გამომდინარე - მინიმალური - 1000მ,
მაქსიმალური - 40 000 მ.
მანქანის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ.
სვლის მარაგი-500 კმ. გათვლა -5 კაცი.
“დიდგორი 3” - დამზადებულია საქართველოში
ეს არის ამერიკული „ემრაპის“ ტიპის საბრძოლო მანქანა “დიდგორი 3“.მისი
დანიშნულებაა პირადი შემადგენლობის გადაყვანა და გადარჩენის უზრუნველყოფა
ბრძოლის ველზე, ასევე მოულოდნელი თავდასხმის დროს. ეკიპაჟს იცავს
თვითნაკეთი ნაღმების აფეთქებისაგან.
წონა საბრძოლო გათვლის გარეშე-9000კგ.
წონა საბრძოლო გათვლითა და ტყვია-წამლით - 9800კგ.
სიგრძე- 6,5მ
სიგანე - 2,11მ
სიმაღლე - 2,26მ (კოშკურის გარეშე)
ძრავის სიმძლავრე - 160ცხ.ძ
გადაცემათა კოლოფი- მექანიკური
მაქსიმალური სიჩქარე - 75კმ/სთ
სვლის მარაგი - 380კმ.
ეკიპაჟი - 6 სამხედრო მოსამსახურე
უპილოტო საჰაერო სისტემა - დამზადებულია საქართველოში
უპილოტო საჰაერო სისტემა შედგება საჰაერო აპარატისა და სახმელეთო
სეგმენტებისგან. ფრენის მართვა ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფით.
საჰაერო აპარატი აღჭურვილია შიგაწვის ძრავით. აფრენა ხორციელდება პნევმატური
კატაპულტის მეშვეობით.
უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ
სისტემას. ის გამოიყენება რთული (საბრძოლო) ამოცანების შესრულების დროს,
ასევე შემდეგი მიზნებისთვის:
• სასაზღვრო პატრულირება
• დაზვერვა/თვალთვალი
• საჰაერო ფოტოგადაღება
• დაზვერვა გეოფიზიკური მეთოდებით
• სტიქიური უბედურებების მონიტორინგი
• სანაპირო დაცვის უზრუნველყოფა
• რადიაციის შემოწმება/კონტროლი
• დღის/ღამის დაზვერვა
• ბრძოლის ველის მეთვალყურეობა
• მიზნის დადგენა
• რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვა
• ბრძოლის ველზე მსხვერპლის და ზარალის შეფასება
ფრენის ხანგრძლივობა – 8 საათი
ფრენის სიმაღლე – 100-3000 მეტრი
სიჩქარე – 60-160 კმ/სთ
სასარგებლო ტვირთი - ორკამერიანი ვიდეოპლატფორმა, ფოტოკამერა, თერმული
კამერა და ინფრაწითელი კამერა
უპილოტო საჰაერო სისტემის გამოყენების დროს საფრენი აპარატის მიწაზე
დაშვებისას იხსნება პარაშუტი და ამავე დროს იბერება უსაფრთხოების ბალიში
ზედმეტი დაზიანების შემსუბუქების მიზნით. საფრენი აპარატის დაფრენისას
პარაშუტი ავტომატურად იხსნება. სისტემა გამოიყენება ნებისმიერ კლიმატურ
პირობებში, ასევე ტემპერატურის მნიშვნელოვანი გრადაციის შემთხვევაში.
120 მმ ნაღმმტყორცნი - დამზადებულია საქართველოში
ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა წინააღმდეგის ღიად განლაგებული და
ჩასანგრებული პირადი შემადგენლობის, ასევე მსუბუქად შეჯავშნული
საავტომობილო და ჯავშანტექნიკის დაზიანება-განადგურება
120 მმ კალიბრის ნაღმტყორცნი
კალიბრი 120 მმ.
ლულის სიგრძე 1740 მმ.
საყრდენი ფილის დიამეტრი 900 მმ.
წონა: სრული 220,4 კგ.
ლულა სახაზინო ნაწოლით 73,4 კგ.
ორფეხა ლაფეტი 74 კგ.
ამაღლების კუთხე : მაქს 80(გადუსი). მინ 45(გრადუსი).
სროლის მანძილი: მაქს 7100 მ. მინ 480 მ.
სწრაფსროლა 15 გასროლა წუთში
გათვლა 5 კაცი
საარტილერიო სისტემა ,,მსტა”
152 მმ ჰაუბიცა 2A65, მსტა
მისი დანიშნულებაა ღია ან საველე ტიპის თავშესაფარში განლაგებული
მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურება.
მოწინააღმდეგის ფორტიფიკაციული ნაგებობების დანგრევა -
განადგურება. მავთულხლართებიან და დანაღმულ ველებში
გასასვლელების გაკეთება.
2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის დროს აქტიურად იქნა
გამოყენებული მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონების და საარტილერიო
საშუალებების გასანადგურებლად.
სროლის მანძილი - 27000მ
სწრაფსროლა - 8 გასროლა/წთ.
კალიბრი - 152მმ
გათვლა - 5-6 სამხედრო მოსამსახურე
წონა - 6,8ტ.
საარტილერიო სისტემა ,,გეოცინტი”
152 მმ ჰაუბიცა 2A36, ,,გეოცინტი”
მისი დანიშნულებაა ღია ან საველე ტიპის თავშესაფარში განლაგებული
მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურება,
მოწინააღმდეგის ფორტიფიკაციული ნაგებობების დანგრევა განადგურება, მაღალი
ღირებულების მიზნების განადგურება.
სროლის მაქსიმალური მანძილის გამო 2008 წლის აგვისტოში
რუსული აგრესიის დროს აქტიურად იქნა გამოყენებული მოწინააღმდეგის
ჯავშანკოლონების და საარტილერიო საშუალებების გასანადგურებლად.
სროლის მანძილი - 285000მ
სწრაფსროლა - 6 გასროლა/წთ
კალიბრი - 152მმ
გათვლა 8 სამხედრო მოსამსახურე
წონა - 9760კგ.
ჰამერის ტიპის შეჯავშნული მრავალფუნქციური მანქანა
მოდელი HMMWV M1151 (High Mobility Multipurpose Wheeled Vehicle)
მაღალი მობილურობის მრავალდანიშნულებიანი ბორბლებიანი ტრანსპორტი M1151
მოდელი არის მძიმედ შეჯავშნული
მისი დანიშნულებაა პირადი შემადგენლობის გადაყვანა ბრძოლის ველზე,
შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც სადაზვერვო მანქანა, ესკორტისა და
კონვოირებისათვის. არსებობს 15- ზე მეტი მოდიფიკაცია.
აღნიშნულმა მანქანამ საკმაოდ კარგი ავტორიტეტი მოიპოვა ერაყში ჩატარებული
ოპერაციის ,,უდაბნოს ქარიშხლის” შემდეგ. გამოირჩევა მაღალი მობილურობითა და
საიმედოობით.
ჯავშანტრანსპორტიორი ,,კობრა”
მისი დანიშნულებაა ათეულის ზომის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის
გადაყვანა ბრძოლის ველზე და მისი საცეცხლე მხარდაჭერა. არსებობს რამდენიმე
სახის მოდიფიკაცია (სადაზვერვო, სამეთაურო, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი
რაკეტებით აღჭურვილი)
ჯავშანტრანსპორტიორი ,,ვულფი”
მისი დანიშნულებაა ათეულის ზომის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის
გადაყვანა ბრძოლის ველზე და მისი საცეცხლე მხარდაჭერა. აგრეთვე, დაჭრილების
ევაკუაცია ბრძოლის ველიდან. „ვულფი“ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას
საშტაბო-სამეთაურო მანქანად.
შეიარაღება: 7,62 მმ ტყვიამფრქვევი, შესაძლებელია 12,7 კალიბრის
ტყვიამფრქვევის დაყენება.
ეკიპაჟი: 2 სამხედრო მოსამსახურე (ეკიპაჟი) 7 სამხედრო მოსამსახურე (დესანტი)
გამოირჩევა გადაადგილების მაღალი მობილურობით და მანევრულობით.
ჯავშანტრანსპორტიორი ეჯდეერი
მისი დანიშნულებაა ათეულის ზომის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის
გადაყვანა ბრძოლის ველზე და მისი საცეცხლე მხარდაჭერა.
საბრძოლო გათვლა 2+10ს/მ
წონა ( საბრძოლო და გათვლის გარეშე) 17, 280კგ.
საწვავის ავზის ტევადობა 400ლ.
საჭე ჰიდრავლიკური
მაქსიმალური სიჩქარე ხმელეთზე 110კმ/სთ.
მაქსიმალური სიჩქარე წყალში 8კმ/სთ.
შეიარაღება AGL 40მმ. ყუმბარმტყორცნი
გააჩნია ამფიბიური (ცურვის) თვისება
რაფაელი
ADMS -არის საზენიტო სარაკეტო სისტემა, რომელიც აღჭურვილია პითონ 4 ტიპის
მიწა-ჰაერის რაკეტით. მთავარი ამოცანაა მოკლე მანძილზე მოწინააღმდეგის საჰაერო
მიზნების განადგურება.
წონა 103.6კგ
სიგრძე 3.1მ
დიამეტრი 160მმ
ქობინი 11კგ.
ძრავა მყარი საწვავის სარაკეტო ძრავი
ფრთების გაშლა 640მმ
ოპერაციის მანძილი პითონი >15კმ
ფრენის მანძილი პითონი>9კმ.
სიჩქარე 4 მახი
ოსა
თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.
მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის საჰაერო მიზნების განადგურება
დაზიანების მანძილი 1500-10000მ,
დაზიანების სიმაღლე 30-5000მ.
რაკეტის სიგრძე 3,2მ.
რაკეტის დიამეტრი 0,21მ.
რაკეტის მასა 126,3კგ.
საბრძოლო ნაწილის მასა 20კგ.
საბრძოლო ნაწილის ტიპი მსხვრევად-ფუგასური
გადატენის დრო 5წთ.
საბრძოლო კომპლექტი 8 ცალი
,,დანა”
თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ღია
ან საველე ტიპის თავშესაფარში განლაგებული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის
განადგურება, მოწინააღმდეგის ფორტიფიკაციული ნაგებობების დანგრევა -
განადგურება, საკუთარი სამანევრო ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა.
სროლის მანძილი - 18000მ
სწრაფსროლა - 7-8 გასროლა/წთ.
კალიბრი - 152მმ
ეკიპაჟი - 5-6 სამხედრო მოსამსახურე
წონა 23000კგ.
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ,,რმ-70”
მისი დანიშნულებაა თავშეყრის რაიონებში ღიად განლაგებული მოწინააღმდეგის,
დაჯავშნული და დაუჯავშნავი ტექნიკისა და საცეცხლე საშუალებების დაზიანება-
განადგურება, მოწინააღმდეგის მაღალი ღირებულების მიზნების განადგურება.
სროლის მანძილი - 21000მ
სწრაფსროლა - 40 გასროლა/20 წამში
კალიბრი - 122მმ
ეკიპაჟი - 5-6 სამხედრო მოსამსახურე
წონა - 33,7ტ
გრად-ლარი
ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარი
მისი დანიშნულებაა თავშეყრის რაიონებში ღიად განლაგებული მოწინააღმდეგის,
დაჯავშნული და დაუჯავშნავი ტექნიკისა და საცეცხლე საშუალებების დაზიანება-
განადგურება, მოწინააღმდეგის მაღალი ღირებულების მიზნების განადგურება.
დანადგარი აღჭურვილია კომპიუტერული დამიზნების სისტემით
სროლის მანძილი - 45 კმ
სწრაფსროლა - 26 გასროლა/13 წამში
კალიბრი - 160მმ
ეკიპაჟი - 5-6
წონა - 19, 2ტ.
2ს-1
თვითმავალი მუხლუხოიანი საარტილერიო დანადგარი
მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ღია ან საველე ტიპის თავშესაფარში
განლაგებული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურება.მოწინააღმდეგის
ფორტიფიკაციული ნაგებობების დანგრევა -განადგურება. საკუთარი სამანევრო
ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა.
სროლის მანძილი - 17500მ
სწრაფსროლა - 5+6 გასროლა/წთ
კალიბრი - 122მმ
გათვლა - 5 სამხედრო მოსამსახურე
წონა - 16000კგ.
ტანკი ტ-72
ტანკი ტ-72 გამოიყენება ქვეითი-მექანიზირებული ქვედანაყოფების საცეცხლე
მხარდაჭერისათვის, მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის განადგურებისთვის სრული
სპექტრის ოპერაციებში.
საბრძოლო წონა - 44,5 ტ.
ეკიპაჟი - 3 სამხედრო მოსამსახურე
ქვემეხი - გლუვლულიანი 125 მმ.
საბრძოლო სწრაფსროლა - 8 გასროლა/წთ.
მაქსიმალური დაზიანება მართვადი ჭურვით - 4000მ. მსხვრევად-ფუგასური - 5000მ.
შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო სისტემების
შემდეგ აღლუმში საფრენი აპარატები ჩაერთვნენ
ა ვ ი ა ც ი ა
შვეულმფრენი UH-1H
მოდელი: UH-1H (იროკეზი)
დანიშნულება: სადესანტო-სატრანსპორტო, ბრძოლის ველიდან დაჭრილების
ევაკუაცია
შვეულმფრენი მი-8
მოდელი: შვეულმფრენი მი-8 მ, მი-8 მტ
დანიშნულება: პირადი შემადგენლობის გადაყვანა, ტვირთების გადაზიდვა.
არსებობს სხვადასხვა მოდიფიკაციები
შვეულმფრენი მი-24
მოდელი: საბრძოლო მოიერიშე შვეულმფრენი მი-24
დანიშნულება: სამანევრო ქვედანაყოფების ახლო საჰაერო მხარდაჭერა.
ლ-39 ,,ალბატროსი”
სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი ,,ლ- 39”
დანიშნულება: საფრენოსნო ეკიპაჟების მომზადება-გადამზადება და საბრძოლო
გამოყენების შესწავლა
მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25
მოდელი: სუ-25, სუ-25უბ, სუ-25 ”მიმინო”
დანიშნულება: ქვეითთა მხარდაჭერა ჰაერიდან, წერტილოვანი დარტყმები
მოწინააღმდეგეზე და მძიმე ტექნიკის განადგურება.

მოსკოვის 9 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი

მოსკოვის წითელ მოედანზე ნაციზმზე გამარჯვების 67 წლისთავის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი გაიმართა.
აღლუმში, მოსკოვის სამხედრო გარნიზონის 14 000 სამხედრო მოსამსახურემ და 100 ერთეულმა სამხედრო ტექნიკამ მიიღო მონაწილეობას, მათ შორის უახლესმა ტანკებმა, თვითმავალმა საარტილერიო დანადგარებმა, სარაკეტო და საზენიტო დანადგარებმა.
წელს ავიაციამ აღლუმში მონაწილეობა არ მიიღო, გარდა ხუთი მი-8 შვეულმფრენისა, რომლებიც წითელი მოედნის თავზე რუსეთის დროშებს გადააფრინეს.
აღლუმს, რუსეთის ხელმძღვანელობა და სამამულო ომის 5 000- მდე ვეტერანი დაესწრო.
სამხედრო აღლუმს სადღესასწაულო ფოიერვერკმა დაასრულა.