Showing posts with label უსა. Show all posts
Showing posts with label უსა. Show all posts

X-47-ის ჩინური ანალოგი Sharp Sword (ბასრი ხმალი) ბილიკზე

ახალი ჩინური უსა, ვიზუალურად Northrop Grumman X-47 Pegasus-ის ერთგვარი ანალოგი.
ამჯერად გავრცელდა „ბასრი ხმალის“ (Sharp Sword) მიერ ბილიკზე შესრულებული გარბენის ამსახველი ვიდეო...

BattleHawk — მცირე ზომის დამრტყმელი უსა

დამრტყმელი უსა BattleHawk-ი საჰაერო ძალების
კონფერენციაზე ვაშინგტონში

კომპანია Textron-მა 2012 წლის 17-19 სექტემბერს ვაშინგტონში გამართულ აშშ-ს საჰაერო ძალების ასაციაციის (Air Force Association) ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოადგინა მცირე ზომის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის (შემდგომში: უსა) მასურ-გაბარიტული პროტოტიპი, რომელსაც მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება – BattleHawk Squad Level Loitering Munition.
წარმოდგენილი BattleHawk-ი არის კომპანია Prioria Robotics-ის მიკრო-უსა Maverick-ის და ქვეითსაწინააღმდეგო მოდიფიცირებული 40 მმ-იანი ნაღმმტყორცნის ნაღმის ერთგვარი ნაზავი.
უსა Maverick-ის მასა სტანდარტული კონფიგურაციით 1,16 კგ-ია, მოქმედების რადიუსი 5 კმ, ჰაერში ყოფნის დრო  45-90 წუთამდე, ფრენის სიჩქარე 48-101 კმ/სთ.
ფრენისას Maverick-ი იმართება ნოუთბუქის ზომის პორტატული სადგურიდან ჯოისტიკის მეშვეობით. უსა-ს შეუძლია გადასცეს მაღალი გარჩევადობის ვიდეო მასალა და აღჭურვილია გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემით.
Maverick-ის ბაზაზე შექმნილი BattleHawk-ის წონა 1,16 კგ-ს შეადგენს, ჰაერში ყოფნის დრო 30 წთ., ფრენის სიჩქარე  96,6 კმ/სთ. მის ცხვირა ნაწილში მონტაჟდება 40 მმ-იანი მსხვრევა-ფუგასური ნაღმის ქობინი, ნამსხვრევების გაზრდილი რაოდენობით.
BattleHawk-ის ამოცანა ჰაერში ბიონობაა, ხოლო უსა-ს მიერ გადაცემული ვიდეო მასალის მეშვეობით მიზნის აღმოჩენის შემთხვევაში, სადგურიდან მისი მიმიზნეზე დამიზნება ხდება.
მიატურული უპილოტო დამრტყმელი თვითმფრინავის სამიზნე შეიძლება აღმოჩნდეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, შეუჯავშნავი და მსუბუქად შეჯავშნული საბრძოლო მანქანები, რადარები. მისი ტრანსპორტირება 15,24 სმ. დიამეტრის მქონე პლასტიკური ტრუბით ხდება, ხოლო გაშვება შესაძლებელი როგორც ხელით ისე მცირე გაბარიტების პნევმატური კატაპულტით. როგორც ვრცელდებ ინფორმაცია, მოცემული საფრენი აპარატი გამოირჩევა დაბალი ფასით.

Saab Skeldar V-200 — რუსეთის მორიგი უცხოური შენაძენი

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ИТАР-ТАСС“-მა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ შვედური უპილოტო შვეულმფრენის, Skeldar V-200-ის, შესყიდვის თაობაზე. შეთანხმება რუსეთსა და კომპანია Saab-ს შორის პარიზში, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა Eurosatory 2012-ზე, მოხდა.შვეულმფრენის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი Skeldar-ი შეიქმნა შვედური კომპანია CybAero-ს APID 55-ის ბაზაზე. მასზე მუშაობა 2004 წლიდან, ხოლო საფრენოსნო გამოცდები 2008 წლიდან მიმდინარეობს.
Saab Skeldar V-200
უპილოტო მზვერავი აღჭურვილია ამერიკული კომპანია FLIR Systems-ის შვილობილის, შვედური PolyTech-ის ოპტიკურ-ელექტრონული სისტემა Ultraforce 275-ით.

                                                                Saab Skeldar V-200-ის ტტმ:
Ultraforce 275

მზიდი ხრახნის დიამეტრი4.7 მ
სიგრძე4.0 მ
სიმაღლე1.3 მ
სიგანე1.2 მ
მაქსიმალური ასაწევი მასა200 კგ
სასარგებლო დატვირთვა40 კგ
საწვავის მაქსიმალური წონა55 კგ
ფრენის მაქსიმალური სიმაღლე2,400 მ
პრაქტიკული ჭერი4,500 მ
ფრენის დრო 5 სთ
მოქმედების რადიუსი150 კმ
ძრავის სიმძლავრე55 ცხ.ძ.
მაქსიმალური ჭერი130 კმ/სთ
ასაფრენად მოსამზადებელი დრო< 15 წთ

Skeldar V-200

ამჟამად უცნობია აღნიშნული შვეულმფრენის მიმართ სხვა დაინტერესებული მხარეების შესახებ, გარდა რუსეთისა და სავარაუდოდ ეს უკანასკნელი იქნება Skeldar V-200-ის პირველი მყიდველი.