BattleHawk — მცირე ზომის დამრტყმელი უსა

დამრტყმელი უსა BattleHawk-ი საჰაერო ძალების
კონფერენციაზე ვაშინგტონში

კომპანია Textron-მა 2012 წლის 17-19 სექტემბერს ვაშინგტონში გამართულ აშშ-ს საჰაერო ძალების ასაციაციის (Air Force Association) ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოადგინა მცირე ზომის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის (შემდგომში: უსა) მასურ-გაბარიტული პროტოტიპი, რომელსაც მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება – BattleHawk Squad Level Loitering Munition.
წარმოდგენილი BattleHawk-ი არის კომპანია Prioria Robotics-ის მიკრო-უსა Maverick-ის და ქვეითსაწინააღმდეგო მოდიფიცირებული 40 მმ-იანი ნაღმმტყორცნის ნაღმის ერთგვარი ნაზავი.
უსა Maverick-ის მასა სტანდარტული კონფიგურაციით 1,16 კგ-ია, მოქმედების რადიუსი 5 კმ, ჰაერში ყოფნის დრო  45-90 წუთამდე, ფრენის სიჩქარე 48-101 კმ/სთ.
ფრენისას Maverick-ი იმართება ნოუთბუქის ზომის პორტატული სადგურიდან ჯოისტიკის მეშვეობით. უსა-ს შეუძლია გადასცეს მაღალი გარჩევადობის ვიდეო მასალა და აღჭურვილია გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემით.
Maverick-ის ბაზაზე შექმნილი BattleHawk-ის წონა 1,16 კგ-ს შეადგენს, ჰაერში ყოფნის დრო 30 წთ., ფრენის სიჩქარე  96,6 კმ/სთ. მის ცხვირა ნაწილში მონტაჟდება 40 მმ-იანი მსხვრევა-ფუგასური ნაღმის ქობინი, ნამსხვრევების გაზრდილი რაოდენობით.
BattleHawk-ის ამოცანა ჰაერში ბიონობაა, ხოლო უსა-ს მიერ გადაცემული ვიდეო მასალის მეშვეობით მიზნის აღმოჩენის შემთხვევაში, სადგურიდან მისი მიმიზნეზე დამიზნება ხდება.
მიატურული უპილოტო დამრტყმელი თვითმფრინავის სამიზნე შეიძლება აღმოჩნდეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, შეუჯავშნავი და მსუბუქად შეჯავშნული საბრძოლო მანქანები, რადარები. მისი ტრანსპორტირება 15,24 სმ. დიამეტრის მქონე პლასტიკური ტრუბით ხდება, ხოლო გაშვება შესაძლებელი როგორც ხელით ისე მცირე გაბარიტების პნევმატური კატაპულტით. როგორც ვრცელდებ ინფორმაცია, მოცემული საფრენი აპარატი გამოირჩევა დაბალი ფასით.