Showing posts with label ჰსთ. Show all posts
Showing posts with label ჰსთ. Show all posts

გამანადგურებელ-ბომბდამშენი „სიან“ JH-7: „ფანტომი“ ჩინურად... (to be continued)

JH-7

XXI საუკუნეში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედო ავიაციამ, საკუთარი რიცხოვნობით და საბრძოლო სიმძლავრეების ერთობლიობით საპატიო მე-3 ადგილი დაიკავა. 2011-2012 წლების მიჯნაზე, ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია (რომელიც აერთიანებს ჩინეთის ყველა სახეობის ჯარებს, მათ შორის საჰაერო ძლები და საზღვაო ძალები), ითვლისდა2600 თვითმფრინავს და შვეულმფრენს (შედარებისთვის 13000 აშშ, 3700 რუსეთი).  ამასთან, ჩინეთის შეირაღებაზე იდგა 1450 თვითმფრინავი (შედარებისთვის 2800 აშშ, 1500 რუსეთი). ამ პარკის 10%-ზე მეტს შეადგენდნენ მძიმე ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენები „სიან“ JH-7. ამ ტიპის თვითმფრინავის წარმოება შეადგენდა ჩინეთის სამამულო წარმოების ავიაკომპლექსების 25% (მათ შორის, J-8, J-10, Q-5). თვითმფრინავების დანარჩენი 75%, რომელიც საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების შეიარაღებაზე იდგა იყო ან მთლიანად რუსული ან რული თვითმფრინავების ბაზაზე აწყობილი ჩინური პროტოტიპები (J-7, Су-27, J-11, J-11B, J-15, H-6).
თუ გამანადგურებელი Q-5, რომელიც არის МиГ-19-ის ღრმა მოდერნიზაციას, შეიძლება ითქვას იყო პირველი ჩინური „თითქმისჩინური“ საბრძოლო თვითმფრინავი, მაშინ მეოთხედი საუკუნის შემდეგ შექმნილი JH-7 (თავდაპირველად გამანადგურებელ-ბომბდამშენის კლასს მიეკუთვნებოდა) ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე არის სუფთა ჩინური წარმოების (ძალური დანადგარის გარეშე). ამდენად გამანადგურებელი JH-7 გახლავთ უფრო მეტად „ჩინური“ მანქანა, ვიდრე რამდენიმე წლის შემდეგ შეიარაღებაზე მიღებული მრავალფუნქციური გამანადგურებელი J-10, რომელსაც გააჩნდა უცხოურიო პროტოტიპი, დაპროექტდა უცხოურ საკონსტუქტორო ბიუროში უცხოური დახმარებით და აღჭურვილია უცხოური წარმოების ძრავით.
ისევე როგორც Q-5, რომელიც შეიქმნა ჩინეთ-ტაივანის 1955 წლის კონფლიქტის დროს სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის მოქმედებების აწონ-დაწონის და ანალიზის შედეგად, JH-7-ის შექმნასაც კონფლიქტი მოსდევდა წინ. 1974 წლის 19 იანვარს ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა დესანტირება მოახდინეს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში მდებარე პარასელის კუნძულებზე. იმ დროს პარასელი კუნძულები „სამხრეთ-ვიეტნამის მარიონეტული მთავრობას“ ემორჩილებოდა. რამდენიმესაათიანი ოპერაციის შედეგად საიგონური ჯარების წინააღმდეგობა დაიძლია და ტერიტორია მთლიანად ჩსრ-ის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კონტროლს დაექვემდებარა. ამერიკის შეერთებული შტატები იმ დროისთვის უკვე გამოსული იყო ვიეტნამიდან, შორიდან ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს და ჩარევისგან თავი შეიკავა. მიუხედავად დიდი წარმატების, ამ ბრძოლამ გამოავლინა ჩსრ-ის ჯარების სუსტი წერტილებიც. პირველ რიგში ეს ეხებოდა ავიაციას. საკამათო ტერიტორიებთან ახლომდებარე აეროდრომებზე განლაგებული იყო საერთო ჯამში ჩინეთის საჰაერო ძლების და საზღვაო ავიაციის 115 საფრენი აპარატი. ოპერაციის მიმდინარეობისას მათ შეასრულე 400-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა, მაგრამ ამისადა მიუხედავად არც ერთი წითელვარსკვლავიანი არ გამოჩნდა ბრძოლის ველზე, რომელიც ჩინეთის ნაპირიდან სულ რაღაც 230 კმ-ში მდებარეობდა (კუნ-ლი ხაინანი).
იმ დროისთვის ჩინეთის არმიის შეიარაღებაზე მყოფ გამანადგურებელ-ბომდამშენს Q-5 და გამანადგურებელ J-6 უბრალოდ არ ჰქონდათ საკმარისი საბრძოლო რადიუსი, რომელიც საჭირო იყო ბრძოლის ველამდე მისაღწევად, ხოლო მოძველებული ბომდამშენების, H-5-ის (Ил-დამშენების წინააღ28) გამოყენება არ გადაწყდა, რადგან მოსალოდნელი იყო დიდი დანაკარგები. აღსანიშნავი, ამ მოძველებული ბომბდამშენის წინააღმდეგ საიგონს შეიარაღებაზე ჰქონდა იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი უთანამედროვესი ზებგერითი გამანადგურებლები F-5E. ავიაციის ბრძოლაში ჩართვას ასევე ართულებდა საბორტო სანავიგაციო-დამიზნებითი სისტემების არასრულფასსოვნება (ან საერთოდ უქონლობა), კავშირგაბმულობის, მართვის და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების მოძველებულობა. შედეგად, ჩინეთის საზღვაო ფლოტი იძულებული გახდა ემოქმედა ავიაფრთის დახმარების გარეშე, ხოლო პირველი თვითმფრინავი კუნძულების თავზე შეტაკებების ამოწურვის შემდეგ, რამდენიმე საათში გამოჩნდა.
სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში მიმდინარე მოვლენების აჯამვიდან მალევე საჰაერო ძალებმა და საზღვაო ფლოტმა თავდაცვის სამინისტროს წარუდგინეს თავიანთი გეგმები ახალი დამრტყმელი თვითმფრინავების შესაქმნელად, გაზრდილი საბრძოლო რადიუსით, რომელი განკუთვნილი იქნებოდა როგორც საზვაო, ასევე სახმელეთო საბრძოლო მოქმედების თეატრისთვის. ხანგრძლივი შესაწვლი შესწავლის შემდეგ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო მივიდა დასკვნამდე, რომ იმ დროისთვის ჩინეთის არც ავიასამრეწველო სიმძლავრეები და არც ეკონომიკა არ იყო მზად ემუშავა ერთდროულად ორ სხვადასხვა დამოუკიდებელ პროექტზე, ამიტომ, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაიწყო ერთიანი თვითმფრინავის შემუშავება როგორც ფლოტისთვის ასევე საჰაერო ძლებისთვის. 1976 წლის ივლისში პეკინში შეიკრიბნენ ავიამრეწველობის წარმომადგენლები (მათ შორის ქვეყნის წამყვანი ავიასამშენებლო ქარხნების ხელმძღვანელობა), რათა შემკვეთებთან განეხილათ მომავლის პერსპექტიული შერეული ტიპის სახეობათშორისი საავიაციო კომპლექსის შექმნის საკითხები. თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ ჩინეთის საჰაერო ძალებს და სამხედრო ფლოტს ესაჭიროებოდა ნებისმიერ მეტეპირობებში მოქმედი, ზებგერითი დამრტყმელი თვითმფრინავი, საფრენოსნო მაღალი მახასიათებლებით (მოწინააღმდეგეს სახმელეთო და საზღვაო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების (ჰსთ) მოქმედების პირობებში გადარჩენისთვის). თვითმფრინავს უნდა შესძლებოდა ემოქმედა როგორც ტაქტიკურ ასევე ოპერატიულ სიღრმეებში. თვითმფრინავზე მსჯელობის დროს საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების აზრი ორად გაიყო. საზღვაო ძალები ითხოვდა ორადგილიან, ორძრავიან თვითმრინავს (ნიმუშის სახით აღებულ იქნა გამანადგურებელ-ბომბდამშენი „ტორნადო“, რომლის პირველი გაფრენა 1974 წელს განხორციელდა), მაშინ, როცა საჰაერო ძალები ითხოვდა გამარტივებულ ერთადგილიან, ერთ ან ორძრავიან, გაუმჯობესებული აფრენა-დაფრენის მახასიათებლების მქონე თვითმფრინავს. როგორც საზღვაო ისე სახმელეთო ბაზირების თვითმფრინავის შეიარაღებაში უნდა შესულიყო მართვადი და უმართავის საშუალებები (რაც არ იყო მოიერიშე Q-5-ში). ბუნებრივია განიხილებოდა ასევე ტაქტიკური ბირთული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაც. ჩსრ-ის სამხედრო უწყების მხრიდან ავიასამრეწველო დაწესებულებებში შეკვეთა პირველად 1976 წლის შემოდგომაში შევიდა. ახალი თვითმფრინავი პირველ რიგში შეცვლიდა საჰაერო ძალების და ფლოტის საკუთრებაში არსებულ H-5 ბომბდამშენებს. მალევე, ჩინეთის წამყვანმა საკონსტრუქტორო ბიუროებმა (შენიანის, ნანჩანის და სიანის) წარმოადგინეს თავისი ვარიანტები. პირველი ამ ბიუროებს შორის აღმოჩნდა შენიანის საკონსტრუქტორო ბიურო. მათ მიერ შემოთავაზებული გამანადგურებელ-ბომბდამშენი JH-8 (FB-8), შეიძლება ითქვა წარმოადგენდა გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი J-8II-ის (F-8II) დამრტყმელ ვარიანტს. კონსტრუქტორების აზრით თვითმფრინავების პარკის უნიფიკაცია გააიოლებდა მათ მომსახურებას და საგრძნობლად გააიაფებდა „გამანადგურებელი“ და „დამრტყმელი“ საავიაციო კომპლექსების წარმოებას. სწორედ საკითხისადმი ასეთმა მიდგომამ ითამაშა მთავარ ფაქტორად, რომ თავდაცვის უწყების სიმპატია JH-8-მ დაიმსახურა. მაგრამ იმ დროისთვის გამანადგურებელი J-8II ჯერ კიდევ შორს იყო საბოლოო სახისგან (პროტოტიპის პირველი გაფრენა 1984 წლის 12 ივნისს განხორციელდა) და ბევრი პისიმისტურად იყო განწყობილი ამ თვითმგფრინავის მიმართ, რადგან ერთობ წარმოუდგენელი იყო როგორ შეითავსებდა ერთი საფრენი აპარატი მისდამი წაყენებულ კარდინალურად განსხვავებულ მოთხოვნებს. შედეგად, შემკვეთის დაინტერესება „უნივერსალური“ თვითმფრინავისადმი გაქრა, შენიანის გაერთიანების ყურადღება კი მთლიანად გამანადგურებელ-გზაგადამჭრელ J-8II-ზე მიიმართა.
 (to be continued)

ADATS — Air Defense Anti Tank System

კანადის შძ-ის ADATS-ი

შვეიცარიული ფირმა "Oerlikon Contraves"-ის და ამერიკული "Martin Marietta"-ს მიერ 1984 წელს შემუშავებული მრავალდანიშნულების სარაკეტო კომპლექს АDATS (Air Defense Anti Tank System) შეუძლია აწარმოოს ბრძოლა როგორც საჰაერო სამიზნეებთან ასევე სახმელეთო სამიზნეებთანაც. ის გამოიყენება მაღალსიჩქარიანი დაბალ სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავებთან, შვეულმფრენებთან, უპილოტო საფრენ აპარტებთან და დაჯავშნული სამიზნეებთან საბრძოლველად. სარაკეტო სისტემა АDATS-ის გამოყენება შესაძლებელია როგორც სტაციონარული ისე მობილური ობიექტების დაცვისთვის.

აშშ საქართველოს ჰსთ-ს შექმნაში დაეხმარება


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტს აჯამებს. სპეციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონი საქართველოს საჰაერო, სანაპირო დაზვერვის და თავდაცვის სისტემის განვითარებაში დაეხმარება. სახელმწიფო დეპარტამენტი არც სამხედროების წვრთნაში დახმარებას გამორიცხავს.

Eurosatory 2012 (ნაწილი მე-3)

გთავაზობთ Eurosatory 2012-დან ფოტორეპორტაჟის მე-3 ნაწილს.
Bright Arrow Soft, IMI
Tactical ATV
Oto Melara 76 მმ.
BMPT
T-90MS
Iveco-ს MPV VTMM 4x4
Marder-ი Oto-Melara-ს 105 მმ. ქვემეხითა და ახალი ჯავშნით
VAB Mk3
Rheinmetall Defence-ის  Amarok M-ი

Thales  F90
Thales Rapidfire

Telemos.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები (ნაწილი I)

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს აზერბაიჯანის საჰაერო, ჰაერსაწინააღმდეგო და საზღვაო ძალების შესახებ: