Showing posts with label საჰაერო ძალები. Show all posts
Showing posts with label საჰაერო ძალები. Show all posts

SABR AESA

AESA SABR-ი F-16-ზე
კორპორაცია Northrop Grumman Electronic Systems (NGES)-მა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მათ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეიარაღებით ვაჭრობის კონტროლის განყოფილებიდან (US Department of State Office of Defense Trade Controls) (ODTC) პროგრამა SABR-ისთვის განკუთვნილი ფორმა DSP-5 მიიღეს. ფორმა DSP-5 არის საექსპორტო ლიცენზია, რომელის მიღებაც აუცილებელია საგარეო პოტენციურ მყიდველებთან ტექნიკური მოლაპარაკებების დასაწყებად.
«რადარი AESA SABR-ი წარმოადგენს სივრცის აქტიური ელექტრონული სკანირების  დღე-ღამის ნებისმიე მონაკვეთში და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში მოქმედ საშუალებას, რომელიც გათვალისწინებულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი F-16 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლები იყვნენ აღჭურვილნი ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევით და გააჩნდეთ სრული რადიოლოკაციური უპირატესობა მოწინააღმდეგესთან» – განაცხადა F-16-ის პროგრამის  ბიზნესგანვითარების მენეჯერმა დეივ სილვამ.