ორმუზის სრუტე - ვის უმიზნებენ ამერიკელი „არწივები“?


ამერიკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონი) გადაწყვეტილებით, ორმუზის სრუტეში დამატებითი დამრტყმელი დაჯგუფება გაიგზავნა, ავიამზიდ CVN 72 "Abraham Lincoln"-ის მეთაურობით.

CVN 72 "Abraham Lincoln"
CVN-74 "John C. Stennis"
შეგახსენებთ, რომ აქ უკვე იმყოფება ორი დამრტყმელი ჯგუფი, რომელთაც მეთაურობენ CVN-74 "John C. Stennis"-ი და CVN-70 "Carl Vinson"-ი. აღნიშნული სამივე ავიამზიდი, განეკუთვნება "Nimitz"-ის კლასს; აღჭურვილნი რა ბირთული ძალური დანადგარით ისინი დამსახურებულად  ითვლებიან მსოფლიოს უდიდეს გემებად. როგორც ცნობილია, სწორედ CVN-70 "Carl Vinson"-ის ბორტიდან მოხდა ოსამა ბინ ლადენის სხეულის წყალში ჩაშვება.
CVN-70 "Carl Vinson"
ირანსა და დასავლეთს შორის ომს, მასმედიის წარმომადგენლები დიდიხანია ელიან. სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას უკვე 2007 წელს განიხილავდნენ. ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, სამხედრო მოქმედებების დაწყებას მსოფლიო ისრაელისგან ელოდა თუმცა არანაკლებ აქტიურობას იჩენდა პენტაგონიც, მაგრამ დაპირისპირება ცხელ ფაზაში ჯერჯერობით არ გადასულა.
ირანი, რომელსაც დასავლეთი ბირთული იარაღის შექმნას  აბრალებს, როგორც ჩანს დათმობას არ აპირებს და 2011 წლის ბოლოს ამერიკული დრონის ხელში ჩაგდებით, სიტუაცია აღმოსავლეთში უკიდურესად დაძაბა; ამას, აწი უკვე დაემატა  ორმუზის სრუტის გადაკეტვის მუქრა, ისლამური რესპუბლიკის მხრიდან და თეჰერანის ცენტრში, ბირთულ სფეროში მომუშავე ირანელი მეცნიერის, 32 წლის აჰმადი როშანის, მკვლელობა
"Адмирал Кузнецов"
არანაკლებ ყურადსაღებო არის მდგომარეობა სირიაში, სადაც ბაშარ ასადს „არაბული გაზაფხული“ უკვე დაუდგა. ამჟამად სირიის ტერიტორიულ წყლებში იმყოფება, ბაშარ ასადის მეგობრის და მხარდამჭერის, რუსეთის, ჩრდილოეთის ფლოტის ფლაგმანი, "Адмирал Кузнецов"-ი.

აშშ-ს საზღვაო ფლოტის კრეისერი “Philippine Sea“ საქართველოშია

დახვედრის საზეიმო ცერემონიალი ბათუმის  ნავსადგურში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, პირველი რანგის კაპიტან ბესიკ შენგელიას მონაწილეობით გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობისა და ხომალდის მეთაურების შეხვედრაა დაგეგმილი. ამასთან, წრთვნების დაგეგმვის მიზნით ამერიკული გემის ეკიპაჟი და სანაპირო დაცვის ოფიცრები საერთო შეხვედრას გამართავენ. 18 ოქტომბერს კი აშშ-ის ხომალდი "PHILIPPINE SEA" და სანაპირო დაცვის კატარღები P-101 და P-102 ზღვაში ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
„ტიკონდეროგას“ კლასის გემები იყვნენ პირველები აშშ-ს საზღვაო ძალების შემადგენლობაში რომლებიც აღიჭურვნენ საბრძოლო ინფორმაციისა და მართვის სისტემა „იჯისით“, რო­მე­ლიც ხო­მალდს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, 190 კმ-ს რა­დი­უს­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად უთვალთვალოს და მიიტანოს იერიში საჰაერო, მიწისზედა, წყალზედა და წყალქვეშა სამიზნეებზე.  სისტემის მთავარი ელემენტი არის მისი უნივერსალური რადიოლოკაციური სადგური AN/SPY-1 A, B ან D, 5 მვტ სიმძლავრის ოთხი ბრტყელი ფაზირებული საანტენო საფარი, რომელიც ასრულებს დაკვირვებას 360°-ზე.
„იჯისს“ შესწევს ძალა ავტომატურ რეჟიმში აწარმოოს 250-დან 300-დე მიზნის ძებნა, აღმოჩენა, თვალთვალი და ყველაზე სახიფათო სამიზნეებს დაუმიზნოს 18-მდე  SM-2 (RIM-66 Standard missile) ან SM-3 (RIM-161 Standard Missile 3) ტიპის მართვადი საზენითო რაკეტა.
  • სისტემის მოქმედება ვრცელდება გემიდან 190 კმ-ზე  360°-ით.
  •   საჰაერო-კოსმოსური სამიზნეების აღმოჩენის სიშორე 320 კმ-თ შემოიფარგლება.

 r
"USS Philippine Sea (CG-58)"-ი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 20 ოქტომბერს დატოვებს.











საბრძოლო საგუშაგო „შუკვანი“

ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სახელს საბრძოლო საგუშაგო ატარებს.
5 სექტემბერს ავღანეთში, ჰილმანდის პროვინციაში, საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი, მესამე ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური.
საგუშაგო სადაც მუხრან შუკვანი მსახურობდა მის საპატივცემოდ  „შუკვანის“ სახელს ატარებს
„სანამ გარდავიცვლები, მინდა ისე გავლიო წუთისოფელი, რომ სიკვდილიც საამო იყოს და ღმერთმა მიიღოს ჩემი ცოდვილი სული“

არადა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ არ ელი, ის კი მოდის”, – მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრიქონების ავტორი მუხრან შუკვანი გამუდმებით სიკვდილს უყურებდა თვალებში, მაინც არ ელოდა, რომ სნაიპერის ტყვია 2010 წლის 5 სექტემბერს მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. ამ დღეს დაიწყო კიდევ ერთი ტრაგედია, მუხრანი პირველი “ავღანელი” იყო, რომლის ქართულმა სისხლმაც კვლავ მორწყო უდაბნოს მიწა.
 
5 სექტემბერს ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი, მესამე ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური. 30 სექტემბერს პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიდაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე შეიწირა ჰილმენდის პროვინციის დაცვამ. აფეთქების შედეგად ამავე ბატალიონის კაპრალმა, 25 წლის ალექსანდრე გითოლენდიამ ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და გერმანიაში მკურნალობს.

ასე იქცა სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სისტემისთვის წლის ყველაზე ტრაგიკულ თვედ.

სამწუხაროდ, ამ გმირების შესახებ თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც და უშუალოდ უწყების პირველი პირებისგანაც ძუნწად გაიცა ინფორმაცია ტრაგედიის პირველივე დღეებში. თავდაცვის უწყებას არც შემდეგ უთქვამს არაფერი ავღანეთში დაღუპულთა შესახებ. მაშინ, როცა ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის დროს ქართველების მსგავსად დაღუპული ბიჭები ეროვნული გმირებივით დაკრძალეს იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და სხვაგან.
ლეიტენანტი მუხრან შუკვანი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც, შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის მიღებული აქვს მესამე ხარისხის უწყებრივი ჯილდო.