Thales-მა რუსეთთან კონტრაქტი გააფორმა


Catherine XP

საერთაშორისო სამხედრო გამოფენა Eurosatory 2012-ის გახსნის დღეს, პარიზში, ფრანგულ კომპანია Thales-სა და რუსულ «Рособоронэкспорт»-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლეს თანახმადაც რუსეთის ტერიტორიაზე, ვოლგოგრადის  ოპტიკო-მექანიკურ ქარხანაში დაიწყება ფრანგული ფირმის სითბური ხედვის კამერების Catherine XP-ის ლიცენზიური წარმოება. 2007 წელს რუსეთმა Thales-ისგან 100 ერთეული Catherine XP-ის წინამორბედი, Catherine FC ტიპის სითბური ხედვის კამერა შეიძინა, რომლებიც შემდგომ T-90A-ტიპის ტანკებზე დამონტაჟდა. ახალი თაობის  Catherine XP-ის კამერებს გააჩნიათ მაღალი გარჩევადობა (768 х 576) და სამიზნის აღმოჩენის გაცილებით დიდი სიშორე. ამის გარდა მისი წონა წინამორბედისგან სიმსუბუქით(3 კგ.) და ენერგიის მოხმარების ეკონომიურობით გამოირჩევა.
Catherine FC
2011 წლისათვის, ფრანგულმა ფირმამ 600-მდე შეკვეთა მიიღო Catherine XP-ის მიწოდებაზე.
აღნიშნული ტიპის სითბური ხედვის კამერებს იყენებს: სადღეღამისო სამიზნეზე Sagem MOP-ი რომელიც ფრანგულ ჯტრ VBCI-ზეა დამონტაჟებული, ბელგიური ჯარის სადაზვერვო ჯავშანტრანსპორტიორი Pandur-ი, ასევე ის დამონტაჟებულია Saab UTTAS-ის მემიზნის სტაბილიზირებულ სამიზნე მოწყობილობაზე რომელიც გამოიყენება ჰოლანდიის კუთვნილ ქვეითთა აბრძოლო მანქანა CV9035NL Mk III-სა და დანიის შეიარაღებული ძალების ქსმ  CV9035DK-ზე

No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი