ბლინდაჟი

ბლინდაჟი არის მუდმივი ან დროებითი საპორტიფიკაციო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს სასანგრო სისტემის ერთ-ერთ ელემენტს. ბლინდაჟი განკუთვნილია საარტილერიო, სანაღმტყორცნო და ტყვიამფრქვევის ცეცხლისგან, ნაპალმისგან და მასიური განადგურების იარაღისგან თავის დასაცავად, ასევე პირადი შემადგენლობის მოსასვენებლად. მაგრამ ბლინდაჟს აქვს თავისი უარყოფითი თვისებებიც. მაგალითად, ბლინდაჟიდან ცეცხლის გახსნა შეუძლებელია, რადგან ის მთლიანად მიწაშია ჩამარხული და შესაბამისად არ გააჩნია ფანჯრები ან ამბრაზურები. ბლინდაჟი შიდა ფართითაც არ გამოირჩევა; როგორც წესი ჭერის სიმაღლე 1,8 მეტრია, სიგრძე 2,5მ, სიგანე კი 1, 2მ.

სიტყვა „ბლინდაჟი“ სამხედრო ტერმინოლოგიაში შევიდა 1-ლი მსოფლიო ომის დროს და გამოიყენებოდა, გამაგრებული, დაცული საცეცხლე წერტილის აღსანიშნავად, მაგალითად ქვიშის ტომრებით დაცული მეტყვიამფრქვევეს სანგარი.
მალევე, ომმა პოზიციური ხასიათი მიიღო და სანგრებში დამალული ჯარისკაცების თავზე ათასობით საარტილერიო ჭურვმა დაიწყო ცვენა. სწორედ არტილერიისგან ჯარისკაცების დასაცავად შეიქმნა მიწისქვეშა ნაგებობა – ეს ნაგებობა სამხედრო ტერმინოლოგიაში ბლინდაჟის სახელწოდებით დამკვიდრდა და ეს სიტყვა დღესაც იმავე თავდაპირველ მნიშვნელობას ატარებს.
სტანდარტული ბლინდაჟის ტევადობა 4-8 კაცამდეა (4-6 მწოლიარე და 2 მჯდომიარე). სურათზე #1 გამოსახულია სტანდარტული ბლინდაჟის ჭრილი. ერთი ჯარისკაცი წევს საწოლზე, ერთი დგას, ერთი კი ტრანშეაში დგას. ბლინდაჟის წინა ნაწილი ბრუსტვერის(მიწაყრილი სანგრის ნაპირზე) ქვეშ იმალება ისე, რომ გამოსასვლელი კარი ზურგში იყურება.
ბლინდაჟები როგორც კონსტრუქციულად ისე ასაწყობათ გამოყენებული მასალის მოხედვით შეიძლება განსხვავავდებოდნენ ერთმანეთისგან. ჩვეულებრივ, ბლინდაჟური ნაგებობისთვის გამოიყენებენ ხის მორებს (10-14 სანტიმეტრი დიამეტრში), ფიჩხკონებს(ფიჩხის კონა), მრუდხაზოვან და სწორხაზოვან სილით(მიწით) ავსილ ქაღალდის ტომრებს, ქვა-ფილაქნებს, საპორტიფიკაციო ფოლადის ელემენტებს (იშვიათად რკინაბეტონის ელემენტები). სურათზე #2 გამოსახულია ნაგებობის კარის ბლოკი.
სტანდარტული, ლურსმნითა და კავით შეკრული მრგვალმორებიანი ბლინდაჟის გასაკეთებლად საჭიროა 3,3 3 მორები, 10 კგ. ლურსმანი და მავთული, 1 კარის სტანდარტული ბლოკი. კონსტრუქციის საერთო წონა 2680 კილოგრამია. ამოთხრილი ქვაბულის მოცულობა –  25მ3. ბლინდაჟის ასაშენებელი შრომის დანახარჯი 90 ადამიანს/საათში (კარის, შიდა მოპირკეთების, მასალის დანიშნულების ადგილზე მიტანის ქვაბულის ამოთხრისთვის საჭირო შრომის დანახარჯის გარეშე) შეადგენს. ბლინდაჟში შესაძლებელია ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი, ზამთრის პეროდში კი გამათბობელი ღუმელის დაყენება.
დაჭაობებულ ადგილებში ან გრუნტის წყლის არსებობის შემთხვევებში, ბლინდაჟი შეიძლება ბოლომდე მიწაში არ ჩაიფლოს, ასეთ შემთხვევაში ძლიერდება ნაგებობის ზედა მიწაყრილი. ნაგებობაში მყოფი ადამიანებისათვის კომფორტის შესაქმნელად რეკომენდირებულია ვენტილაციის შექმნა. ამისთვის ბლინდაჟის უკანა კედელთან ჭერში კეთდება ნახვრეტი, რომლის მეშვეობით ზედაპირზე გამოყავთ მილი. მილის შეკვრა შეიძლება ფიცრებისგან ან სხვა ხელსაყრელი მასალისგან. მაგალითად, ასეთი საქმისთვის მიღწევაა ტანკის კომპლექტში შემავალი წყლის ზღუდის გადასალახად საჭირო ჰაერმიმწოდი მილი.
რვა კაცზე გათვლილი ბლინდაჟის ჭრილი
როგორც დამცავი ნაგებობა, გრუნტის 90-130 სმ. სისქის შემთხვევაში, ბლინდაჟი შიგ მყოფთ იცავს 122 მმ. მსხვრევადი და 76 მმ ფუგასური ჭურვებისგან. ნაგებობის დაცულობის გასაზრდელად შესაძლებელია ჭერის მორების ორ-სამ ფენად დაწყობა, ქვის 40 სმ-იანი „ლეიბის“ მოწყობა, ზედა გრუნტის 1,5 მეტრამდე გაზრდა. გადამეტებული დაცულობა არ არის მიზანშეწონილი, რადგან ზედმეტ გადატვირთვას ბლინდაჟის კონსტრუქციამ შეიძლება  ვერ გაუძლოს , რასაც შედეგად ნაგებობის ჩამოშლა მოჰყვება.
საპორტიფიკაციო ფოლადის ელემენტი
ბლინდაჟს როგორც ბირთული იარაღის მოქმედებისგან თავის დასაცავად განკუთვნილ ნაგებობს  ახასიათებს შემდეგი თვისებები: ამცირებს დამრტყმელი ტალღის გამანადგურებელ რადიუსს 10 ჯერ, სრულად იცავს სინათლის გამოსხივებისგან, 80 ჯერ ამცირებს აფეთქების მომენტში ნაგებობაში შეღწეული რადიაციის  დოზას , ტერიტორიის რადიაქტიული დაბინძურების შემთხვევაში სრულად იცავს გამოსხივებისგან. ნაგებობა სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ცეცხლგამჩენი იარაღისგან და კანური მოქმედების თხევადი მომწამლავი ნივთიერებების მოქმედებისგან, რომლებიც ორგანიზმის საერთო მოწამვლასა  და კანზე წყლულების გაჩენას იწვევენ. ბლინდაჟი ვერ იცავს მომწამლავი ნივთიერების მხუთავი მოქმედებისგან, ნერვულ - პარალიტიკური მოქმედებისგან, საერთო მომწამლავი მოქმედებისგან.
უტყეო მიდამოებში(სტეპი, უდაბნო) ბლინდაჟის ჩონჩხი იგება გრუნტით ავსილი ქაღალდის ტომრებით. მთავარი ოთახის აწყობისთვის იყენებენ მრუდხაზოვან ტომრებს. ასეთი ბლინდაჟის ოთახს თაღოვანი ფორმა აქვს, რაც #3 სურათზეა ასახული.

თაღოვანი ბლინდაჟის გვერდული ჭრა
80-იან წლებში გამოჩნდა ბლინდაჟის ახალი სახეობა – ბლინდაჟი ეკიპაჯისთვის. ეს არის ნაგებობა სადაც 2-3 ადამიანი მინიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების პირობებში შეიძლება ღამე გაათიოს.  კლასიკური საფორტიფიკაციო ნაგებობის გადმოსახედიდან ძნელია მას „ბლინდაჟი“ დაერქვას, მაგრამ თუ ის აღჭურვილია წესდებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ინვენტარით მაშინ ძნელია მას ჩვეულებრივი თხრილი უწოდო. საეკიპაჟო ბლინდაჟის ასაშენებლად საჭიროა: 24 ადამიანი /საათში შრომის დანახარჯი, 10,5გრუნტის ამოღება, 2,3ხე-ტყე და 4 კგ. მავთული.
აღნიშნული ტიპის „ბლინდაჟის“ მოდელი  #4 სურათზეა ნაჩვენები, აღსანიშნავია, რომ სურათზე არ არის სატანკო სანგარი. მიუხედავად თავისი ეფექტურობისა მრავალმა ომმა სატანკო ეკიპაჯჟის სანგრის პრაქტიკულობა ეჭვქვეშ დააყენა, რადგან ეკიპაჟს არათუ ხე-ტყის დასამზადებელად წასვლა, არამედ საბრძოლო მანქანის დატოვებაც კი ეკრძალებათ.
არსებობენ სხვა, ბლინდაჟის მსგავსი ნაგებობეიც. მაგალითად, მეთაურის დახურული ტიპი  სათვალთვალო ნაგებობა ბლინდაჟისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ მასში არ არის ჯარისკაცის საწოლი და ცენტრში პერისკოპია ჩამონტაჟებული. სახელგანთქმული "ДЗОТ"-იც განსხვავდება ბლინდაჟისგან, მაგრამ ხშირად მას შემთხვევით ბლინდაჟს უწოდებენ. "ДЗОТ"-ის უკანა კედელი, რომელშიც ტყვიამფრქვევის ამბრაზურაა გაკეთებული,  უფრო მეტად არის გამაგრებული ვიდრე ბლინდაჟის კედელი და მასში, მთაურის სათვალთვალოს მსგავსად, არ არის საწოლები.








No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი