საქართველომ კიდევ ერთი ჯარისკაცი დაკარგა!

დღეს, 2012 წლის 29 დეკემბერს, საღამოს 10 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება 19 დეკემბერს ავღანეთში დაკარგული ქართველი ჯარისკაცის, სერჟანტ გიორგი კიკაძის, ცხედრის აღმპოჩენის შესახებ.
გთავაზობთ მინისტრის ბრიფინგის ვიდეოჩანაწერს:


შეგახსენებთ, ქართველი ჯარისკაცის გაუჩინარების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია. გავრცელებულ განცხადებაში არ კონკრეტდებოდა დაკარგული მებრძოლის ვინაობა და არც სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები.
24 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ განმეორებით გაავრცელა ინფორმაცია დაკარგულიო სამხედროს შესახებ და ასევე აღნიშნა რომ, ჯარისკაცის ოჯახი ინფორმირებულია მომხდარის შესახებ. გარდა ამისა განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ახორციელებს საერთაშორისო უსაფრთხოების სარდლობა. ადგილზე ვითარების გასაცნობად, ავღანეთში ჩავიდა ქართველი ჯარისკაცების ჯგუფი, გაერთიანებული შტაბის პირველი მოადგილის, ბრიგადის გენერლ ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით.

ჩვენი ბლოგის წევრების სახელით ვუსამძიმრებთ დაღუპული სამხედროს, გიორგი კიკაძის ოჯახის წევრებს!

No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი