სისტემა წარმოადგენს გსსს 9К38 "Игла"-ს ღრმა მოდერნიზაციას და ფლობს უფრო ფართო შესაძლებლობებს ტრადიციულ საჰაერო სამიზნეებთან (თვითმფრინავი, შვეულმფრენი) ბრძოლაში, რაც საშუალებას იძლევა ერთი 9К338 "Игла-С"-ის გამშვებით ჩანაცვლდეს სამი "Игла"-ს ტიპის გსსს-ი.სისტემის დამპროექტებელია ქ. კოლომნას მანქანათმშენებლობის საკონსტუქტორო ბიურო (სბ).
გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სიტემა 9К338 Игла-C-ის შემადგენლობა ფუნქციონალურად შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
o საბრძოლო საშუალებები (იხ. ნახაზი #1)
§
რაკეტა
9М342, 9П338 გამშვებ მილში
კვების
სახმელეთო
წყაროთი
9Б238-1;
§ გამშვები მექანიზმი 9П522;
o ტექნიკური მომსახურების საშუალებები
შემდეგი შემადგენლობით:
§ მოძრავი საკონტროლო პუნქტი 9В866-2;
§ საკონტროლო-შემმოწმებელი სისტემის
კომპლექტი 9Ф719-2;
o სროლის
უზრუნველყოფის
საშუალებები:
§ ღამის ხედვის
სამიზნე მოწყობილობა 1ПН97 "Маугли-2".
"Игла-С"-ის თავისი წინამორბედებისგან მთავარი გამასხვავებელი ნიშნებია: სროლის გაზრდილი სიშორე (6კმ-მდე), საბრძოლო ნაწილის (ქობინის) გაზრდილი მუხტი (როგორც ასაფეთქებელი ნივთიერების მასით, ასევე ნამსხვრევების რაოდენობით,რამაც რაკეტის წონაზე გავლენა თითქმის არ იქონია), ჰსთ-გან მაღალი დაცულობით გამორჩეულ საჰაერო სამიზნეებზე ეფექტური მუშაობა. გსსს-ის შექმნისას შემუშავდა ხარვეზების მიმართ მდგრადი თვითდამიზნებადი თავაკი -9Э435. თავაკში ორი ფოტომიმღების (მუშაობენ სხვადასხვა სპექტორულ დიაპაზონზე) გამოყენებამ, საშუალება მისცა უზრუნველყოს სითბური ხარვეზების სელექცია. გარდა ამისა, თვითდამიზნებად თავაკში დანერგილია ე.წ.
„გადაადგილების სქემა“,რომელიც
რაკეტის მიზანთან მოახლოებისას გასცემს ბრძანებებს რაკეტის საჭისის
ამძრავის მიმართულებით, რომელიც იწვევს რაკეტის დამიზნების
წერტილიდან (რომელიც საქშენების
მიდამოებში მდებარეობს) გადახრას მიზნის
ცენტრის მიმართულებით, ანუ რაკეტა ობიექტის
ყველაზე ნაკლებად დაცული
ნაწილებისკენ მიიწევს.
გსსს "Игла-С"-ში პირველად
ამ კლასის
რაკეტისთვის გამოყენებულ იქნა
უკონტაქტო სენსორი, რომელიც
უზრუნველყოფს ქობინის მიზანის
გვერდით აფეთქებას, რაც
ძალზედ მნიშვნელოვანია
მცირე გაბარიტებიანი
ობიექტების დასაზიანებლად. სისტემა
შემუშავებულია ისე, რომ უკონტაქტო და
კონტაქტური სენსორები ჰარმონიულად
ეთავსებიან ერთმანეთს, რაც
საბრძოლო ქობინში უკონტაქტო
სენსორის ამუშავების შემდეგ
შეყოვნების სისტემის ჩართვით
მიიღწევა. აღსანიშნავია, შეყოვნების
დრო ავტომატურად
ყენდება, მუშაობის რეჟიმის გათვალისწინებით.
"Игла-С"-ი СОСН 9С520-თან ერთად |
რაკეტის გაბარიტები და წონა მოითხოვს შედარებით
მცირე საბრძოლო ნაწილის მაქსიმალური ეფექტით გამოყენებას. რაკეტის მიერ მიზნისთვის მიყენებული ზიანის გასაზრდელად, შემქმნელებმა გამოიყენეს ე.წ. „ჭკვიანი ამფეთქი“. რაკეტის
მიზანთან დაჯახებისას, „ჭკვიან ამფეთქს“ მისდის ინფორმაცია ობიექტში ქობინის შეღწევის სიღრმის
შესახებ სპეციალური სიგნალის მეშვეობით. დაჯახებიდან სიგნალის მიღებამდე განვლილი
დროის მიხედვით ამფეთქი აფეთქების ბრძანებას იძლევა. შედეგად გსსს-ის საბრძოლო
ნაწილი საფრენ აპარატს მაქსიმალურ ზიანს უყენებს.
"Игла-С"-ი სადგამზე |
გამშვები მილიდან გამოფრენის შემდეგ ირთვება
რაკეტის დენთის ძრავი, რომელიც მას ადამიანის დახმარების გარეშე მიზნის მიმართულებით ასწორებს.
გსსს-ის კომპლექტს დამატებით მოყვება ღამის ხედვის
სამიზნე მოწყობილობა 1ПН72М "Маугли". "Маугли"- ის დახმარებით მსროლელ-მეზენიტეს შეუძლია აღმოაჩინოს მიზანი, მოახდინოს იდენტიფიკაცია,
დაუმიზნოს და ჰყავდეს მიზანში ამოღებული რაკეტის
გაშვებამდე.
"Игла-1" დან და "Игла"-დან "Игла-С"-ზე
გადაიარაღება მეზენიტესთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან მოქმედების პრინციპი
იდენტურია. ამავე დროს მსროლელის უნარჩვევების გასავითარებლად შეიქმნა ახალი უნივერსალური
ტრენაჟორი "Конус"-ი.
ღამის სროლის უზრუნველყოფის კომპლექტი СОСН 9С520 |
შეფუთულ მდგომარეობაში დასაშვებია 2 მ სიმაღლიდან ბეტონზე დანარცხება.
"Игла-С"-დან ღამის სროლებისას ეფექტურობის გასაზრდელად შემუშავებულია
ღამის სროლების უზრუნველყოფის კომპლექტი 9С520.
აღნიშნული კომპლექტის გამოყენება ნებისმიერ გსსს-თან ერთად შეიძლება.
СОСН 9С520 -ი უზრუნველყოფს:
Ø
გამაფრთხილებელი
ტელეკოდური ინფორმაციის მიღებას "Сборка" (9С-80М), "Ранжир"
(9C737), ПУ-12 (9С482М6, М7), МП-22Р, РЛС П-19 (1РЛ134Ш3)-ის ტიპის სამართავი
პუნქტებიდან;
Ø
გადასატან
ელექტრონულ პლანშეტზე (გეპ) მიზნების ადგილმდებარეობის დაფიქსირება;
Ø
გეპ-ში
ტოპოგეოდეზიურ მიბმას მათ შორის კოსმოსურისაც;
Ø
მაგნიტური
აზიმუტის მიხედვით სადგამი მექანიზმების ორიენტირებას;
Ø
მეზენიტეს მიმართ
მიზნების კოორდინატების გამოთვლას;
Ø
საჰაერო
სამიზნეების ძებნას, აღმოჩენას და გსსს-ის დამიზნებას დღე-ღამის ნებისმიერ
მონაკვეთში.
გსსს "Игла-С"-ის ტტმ | ||
მოქმედების ზონა, მ: - სიშორე - სიმაღლე | 6000 10 - 3500 | |
მიზნის მოძრაობის სიჩქარე, მ/წმ: - შემხვედრზე - დევნაზე | 400 320 | |
საბრძოლო მდგომარეობაში საბრძოლო საშუალებების მასა , კგ | 19 | |
რაკეტის კალიბრი, მმ | 72 | |
რაკეტის სიგრძე, მმ | 1635 | |
რაკეტის მასა, კგ | 11. 7 | |
საბრძოლო ნაწილის მასა, კგ | 2.5 | |
სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში გადატანის დრო , წმ | 13 | |
საბრძოლოდან სალაშქრო მდგომარეობაში გადატანის დრო , წმ | 30 | |
რაკეტის საბორტო ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლიობა, წმ | >15 | |
კვების წყაროს შეცვლის დრო, წმ | 15 | |
გამოყენების პირობები:
- ტემპერატურა, 0C - ჰაერის ტენიანობა - წყალში ჩაყვინთვა - სიღრმე - არაჰერმეტული საშუალებით სიმაღლეზე ატანა - ბეტონზე სიმაღლიდან ვარდნა (შეფუთვაში) - გადატვირთვა (შეფუთვაში) | -40-დან +50-მდე 98%-მდე 0.5 მ-ზე 30 წუთით 12000 მ-მდე 2 მ სიმაღლიდან 35g-მდე | |