კონფლიქტების მართვის თეორია

აშშ-ს სპეცსამსახურების გადამდგარი თანამშრომლის ლექცია სოფიის უნივერსიტეტში.
სოფია 2001 წ. 


ნაწილი I.

შეგახსენებთ, რომ საქართველო, საბჭოთა დროს ერთერთი ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა სსრკ-ში, ასევე ძლიერ ესწრაფოდა რუსეთის გავლენიდან გამოსვლას, როგორც ბალტიის ქვეყნები, რომლებზეც უკვე ვთქვი. პირველმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გაატარა
პოლიტიკა, რომლის გაკოტრება თვალნათელი იყო თავიდანვე. მისი რუსებთან კავშირები ჩვენგან არ იყო საიდუმლო. საჭიროა ვთქვათ, რომ მაშინ ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიას ჩვენ ვიხილავდით როგორც რუსების გავლენის ერთადერთ ზონას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაწვრილებით აგიხსნათ თქვენ, ბატონებო, რა აზრს ვატანთ ჩვენ, ამერიკელები, გამონათქვამს «გავლენის სფერო». გავლენის სფერო ჩვენთვის – ეს არის უპირველეს ყოვლისა სტაბილიზაციის ზონა. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ესა თუ ის ქვეყანა არის ჩვენი გავლენის სფერო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვგეგმავთ იქ სამოქალაქო მშვიდობის დამყარებას უპირველეს ყოვლისა. სამოქალაქო მშვიდობაში მყოფ ქვეყანაზე გავლენის მოხდენა გაცილებით ადვილია. ამ ქვეყნის ხალხზე გავლენა ადვილია. შეიძლება ეს ცინიკურად ჟღერს, მაგრამ გეტყვით თქვენ – დიახ, ჩვენ ცინიკოსები ვართ. ჩვენ ცინიკოსები ვართ როცა საქმე ეხება იმას, რომ ხალხი ერთმანეთს უსასრულოდ არ ხოცავდეს. როცა საქმე ეხება იმას, რომ არ იხოცებოდნენ ბავშვები, დიახ ჩვენ მაშინ ცინიკოსები ვართ. ჩვენ წავალთ ნებისმიერ ცინიკურ ნაბიჯზე, რათა შევაჩეროთ ძალადობა. და რა თქმა უნდა, რათა ფული ვაკეთოთ! – ვხუმრობ!