Showing posts with label თანამედროვე აღჭურვილობა. Show all posts
Showing posts with label თანამედროვე აღჭურვილობა. Show all posts

ახალი ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი

10.04.2014 — დღეს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე (ვაშლიჯვარი) ქართული წარმოების ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების პრეზენტაცია-გამოცდა გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გერენარლ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. როგორც სააგენტო იპნ იტყობინება, სამხედრო ინსტრუქტორებმა ჯავშანჩაფხუტს და ჯავშანჟილეტს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებიდან (პისტოლეტებით: ТТ, Luger-Parabellum, Glock 21, ავტომატით АКМ და სნაიპერული შაშხანა СВД) ესროლეს და დაზიანების ხარისხი შეამოწმეს.
ჩაფხუტის წონა 1 200-1 500 გრამს შეადგენს. ჩაფხუტის შიდა აღჭურვილობა სრულად შეესაბამება თანამედროვე დამხმარე აღჭურვილობის მოთხოვნებს. ადვილია მისი თავზე მორგება-რეგულირება, ასევე უზრუნველყოფს დარტყმის ძალის შთანთქმას და ამორტიზებას.
ჯავშანჟილეტის წონა შეადგენს 3200 გრამს. დაცვის ფართი 42 დმ. კვადრატში ( საერთო წონა 2 ჯავშანფილით იცვლება და შეადგენს 5.5კგ-დან 10 კგ-მდე.)

შედარებისთვის: 
უახლესი რუსული ჩაფხუტის წონა 1 100 - 1 200 გრამს შეადგენს, ხოლო ჯავშანჟილეტი 6Б23 10,2 კგ იწონის




Kryptek- სამგანზომილებიანი შენიღბვა

Kryptek LEAF - კომპანია Kryptek-ის მიერ შექმნილი შენიღბვა(კომუფლაჟი), რომელიც 2011 წელს წარმოადგინეს როგორც სამხედროებისთვის და მონადირეებისთის უნივერსალური კომუფლაჟი. კომპანია Kryptek-ი სპეციალიზებულია, სპეციალური, სამხედრო და მონადირის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა შესაბამისი აქსესუარების წარმოებაზე. პირველად აღნიშნული შენიღბვა საზოგადოებას წარუდგინეს 17-20 იანვარს ლას-ვეგასში, ყოველწლიურ გამოფენაზე SHOT Show. ცნობილია, რომ კოპანია Krtptek-ი Kryptek LEAF-ის სერიულ წარმოებაში ჩაუშვებს კომუფლაჟის ერთ ნახატს, ექვსი სხვადასხვა შეფერილობით. Kryptek HighlanderTM-ი - უნივერსალური შენიღბვა შერეული ტიპის საფარისთვის, Kryptek MandrakeTM - ტყიანი საფარისთვის, Kryptek NomadTM - უდაბნოში გამოსაყენებლად, Kryptek YetiTM - ზამთრის შენიღბვა, Kryptek UrbanTM-ი — სპეციალური შენიღბვა ქალაქის ბრძოლებისთვის და Kryptek TyphonTM-ი ღამის ოპერაციებისთვის.
2012 წლის, თებერვალში დაიწყო პენტაგონის მიერ გამოცხადებული ახალი კომუფლაჟის შექმნის კონკურსის მეოთხე ეტაპი, სადაც მონაწილეობს დიზაინერთა ხუთი ბიურო: ADS-ი Hyperstealth Biotechnology-თან, Brookwood-თან, Crye Precision-თან, Kryptek-თან და შეერთებული შტატების არმიის აღჭურვილობის კვლევით ცენტრთან თანამშრობლობით. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გეგმით, ახლადშექმნილი შენიღბვა უახლოესი 5-10 წელი უნდა იქცეს არმიის და საზღვაო ქვეითთა კორპუსის მთავარ კომუფლაჟად. ჯერჯერობით შეუძლებელია დავადგინოთ თუ რომელი ფირმა გაიმარჯვებს, რადგან თითოეული მათგანი სამხედრო აღჭურვილობის სფეროში ცნობილია თავისი ხარისხიანი ნაწარმითა და ინოვაციებით. კომპანია რომელიც მიიღებს ამ ძვირადღირებულ კონტრაქტს შეიძლება აღმოჩნდეს არმიის აღჭურვილობის კვლევითი ცენტრი ან სულაც, შედარებით ახალგაზრდა, Kryptek-ი.


Kryptek LEAF


Kryptek LEAF






დაჭრილთა ზურგჩანთა

სამხედროებისა და მაშველებისთვის ებრაულმა კომპანია Agilite Gear-მა დაჭრილთა გადასაყვანი სპეციალური ზურგჩანთა შექმნა. ამ ორიგნალური ზურგჩანთის შემქმნელმა კომპანიამ ქვეყნის იარაღებული ძალებისგან უკვე შეკვეთაც მიიღო.             
არადა, ეს უბრალო ზურგჩანთა საკმაოდ მახვილგონივრული გადაწყვეტაა ისეთი რთული პრობლემისა, როგორიცაა ბრძოლის ველიდან დაჭრილი თანამებრძოლის გამოყვანა. მისი მეშვეობით ზურგზე მოკიდებული თანამებრძოლის ტრანსპორტირება ისე შეიძლება, რომ მლობელს ხელები თავისუფალი რჩება და შესაბამისად, იარაღის გამოყენებაც შეუძლია. აჭრილი თანამებრძოლის გადასაყვანი პერსონალური საშუალება სულ რაღაც 300 გრამს იწონის და დაკეცილი სიგრძით 25 სმ.-ს არ აღემატება.რაც მთავარია, ზურგჩანთა საიმედოდ აკავებს ზურგზე მოკიდებულ საჭრილს, მზიდავს კი მანევრირების საშუალებას აძლევს.
როგორც ჩანს, ზურგჩანთას არა მხოლოდ სამხედროები, მაშველები მეხანძრეები, მედიკოსები და სხვა სამოქალაქო სამსახურების წარმომადგენლებიც გამოიყენებენ. თანაც, ეს საკმაოდ მოსახერხებელი და მძიმე წუთებში გამოსაყენებელი საშუალება არცთუ ძვირი - $ 80 ღირს.