ბლინდაჟი

ბლინდაჟი არის მუდმივი ან დროებითი საპორტიფიკაციო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს სასანგრო სისტემის ერთ-ერთ ელემენტს. ბლინდაჟი განკუთვნილია საარტილერიო, სანაღმტყორცნო და ტყვიამფრქვევის ცეცხლისგან, ნაპალმისგან და მასიური განადგურების იარაღისგან თავის დასაცავად, ასევე პირადი შემადგენლობის მოსასვენებლად. მაგრამ ბლინდაჟს აქვს თავისი უარყოფითი თვისებებიც. მაგალითად, ბლინდაჟიდან ცეცხლის გახსნა შეუძლებელია, რადგან ის მთლიანად მიწაშია ჩამარხული და შესაბამისად არ გააჩნია ფანჯრები ან ამბრაზურები. ბლინდაჟი შიდა ფართითაც არ გამოირჩევა; როგორც წესი ჭერის სიმაღლე 1,8 მეტრია, სიგრძე 2,5მ, სიგანე კი 1, 2მ.