Showing posts with label სირია. Show all posts
Showing posts with label სირია. Show all posts

ამბოხებულები დამასკოში

რამოდენიმე წუთის წინ, რეიტერმა გაავრცელა დამასკოში მიმდინარე შეტაკებების ამსახველი სამოყვარულო ვიდეომასალა.
გთაავაზობთ მას უცვლელად.

სირიელმა მეზენიტეებმა თურქეთს „ფანტომი“ ჩამოუგდეს

სირიის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სირია-თურქეთის საზღვართან თურქეთის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.
პარასკევს, გამანადგურებელი - F4 „ფანტომი“ ხმელთაშუა ზღვაზე გადაფრენისას, სირიის ტერიტორიის მახლობლად გაუჩინარდა.
თურქული სააგენტო Hurriyet-ის ინფორმაციით, სირიამ თურქეთს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში თურქული გამანადგურებლის ჩამოგდების გამო. სააგენტოს განცხადებით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გააკეთა კომენტარი. მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ერდოღანის თქმით, ეკიპაჟის ორ წევრს მაშველები აქამდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც თურქული სამაშველო სამსახური, ისე - სირიის სანაპირო დაცვა. თურქეთის მთავრობა ინციდენტთან დაკავშირებულ სამომავლო ქმედებებზე განცხადებას, ყველა გარემოების შესწავლის შემდეგ გააკეთებს.
თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაგამადგურებელი თურქეთის პროვინცია მალატიადან პარასკევს დილით აფრინდა. მასთან კავშირი კი, აფრენიდან 90 წუთში შეწყდა. სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თურქეთის ავიაგამადგურებელი ლატაკიის სანაპიროდან ათ კილომეტრში, ზღვაში ჩამოაგდეს.
თურქეთის პრეზიდენტ, აბდულა გიულის ვარაუდით, F-4-მა სირიის საჰაერო სივრცე ფრენის მაღალი სიჩქარის გამო გადაკვეთა. გიული ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც მაღალი სიჩქარის გამო კონტროლს არ ექვემდებარება და ბოროტ განზრახვებს არ შეიცავს. 
BBC-სთან საუბარში, ქალაქ ლაკატიას მაცხოვრებლებმა თქვეს, რომ დაინახეს, თუ როგორ ჩამოაგდეს სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თვითმფრინავი ქალაქ რას ბასიტის სიახლოვეს.
სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არ იყო თურქეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის გამოვლინება. ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელ, ჯიხად მაკდისის თქმით, სირიელმა სამხედროებმა არ იცოდნენ, რომ გამანადგურებელი თურქეთს ეკუთვნოდა.

ჰომსს არტილერია ამუშავებს

სირიული ქალაქი ჰომსი, განუწყვეტლივ იბომბება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დაქვემდებარებაში მყოფი სამთავრობო ჯარების მიერ. საარტლერიო იერიშები მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებშიც მიმდინარეობს. გთვაზობთ დაბომბვის ამსახველ რამოდენიმე ვიდეოს...

სირიელი მეამბოხეების შედევრი

სირიელი მეამბოხეების იმპროვიზირებული დაჯავშნული საბრძოლო მანქანა. 2012 წლის მაისი, ქ.ჰომსი.

სირიელმა მეამბოხეებმა საბრძოლო მანქანის აი ასეთი შედევრი შექმნეს. როგორც მეამბოხეთა საიტი zaman-alwsl.net იტყობინება, მანქანა წყობილია SUZUKI-ის შასიზე ქალაქ ჰომსში. „საბრძოლო მანქანა“ შედგება რამოდენიმე ფენა რკინისგან,ცხვირი სპეციალურად ბარიკადების გარღვევისთვის არის განკუთვნილი და შეიარაღებულია მანქანის კუდში დაყენებული 12,7 მმ დეგტიარევ-შპაგინის მსხვილკალიბრული ტყვიამფრქვევით(ДШК). ოპოზიციური საიტის ცნობით, მას მიანიჭეს აღნიშვნა T-HOMS75 და უკვე რამოდენიმე ერთეული არის დამზადებული.

ორმუზის სრუტე - ვის უმიზნებენ ამერიკელი „არწივები“?


ამერიკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონი) გადაწყვეტილებით, ორმუზის სრუტეში დამატებითი დამრტყმელი დაჯგუფება გაიგზავნა, ავიამზიდ CVN 72 "Abraham Lincoln"-ის მეთაურობით.

CVN 72 "Abraham Lincoln"
CVN-74 "John C. Stennis"
შეგახსენებთ, რომ აქ უკვე იმყოფება ორი დამრტყმელი ჯგუფი, რომელთაც მეთაურობენ CVN-74 "John C. Stennis"-ი და CVN-70 "Carl Vinson"-ი. აღნიშნული სამივე ავიამზიდი, განეკუთვნება "Nimitz"-ის კლასს; აღჭურვილნი რა ბირთული ძალური დანადგარით ისინი დამსახურებულად  ითვლებიან მსოფლიოს უდიდეს გემებად. როგორც ცნობილია, სწორედ CVN-70 "Carl Vinson"-ის ბორტიდან მოხდა ოსამა ბინ ლადენის სხეულის წყალში ჩაშვება.
CVN-70 "Carl Vinson"
ირანსა და დასავლეთს შორის ომს, მასმედიის წარმომადგენლები დიდიხანია ელიან. სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას უკვე 2007 წელს განიხილავდნენ. ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, სამხედრო მოქმედებების დაწყებას მსოფლიო ისრაელისგან ელოდა თუმცა არანაკლებ აქტიურობას იჩენდა პენტაგონიც, მაგრამ დაპირისპირება ცხელ ფაზაში ჯერჯერობით არ გადასულა.
ირანი, რომელსაც დასავლეთი ბირთული იარაღის შექმნას  აბრალებს, როგორც ჩანს დათმობას არ აპირებს და 2011 წლის ბოლოს ამერიკული დრონის ხელში ჩაგდებით, სიტუაცია აღმოსავლეთში უკიდურესად დაძაბა; ამას, აწი უკვე დაემატა  ორმუზის სრუტის გადაკეტვის მუქრა, ისლამური რესპუბლიკის მხრიდან და თეჰერანის ცენტრში, ბირთულ სფეროში მომუშავე ირანელი მეცნიერის, 32 წლის აჰმადი როშანის, მკვლელობა
"Адмирал Кузнецов"
არანაკლებ ყურადსაღებო არის მდგომარეობა სირიაში, სადაც ბაშარ ასადს „არაბული გაზაფხული“ უკვე დაუდგა. ამჟამად სირიის ტერიტორიულ წყლებში იმყოფება, ბაშარ ასადის მეგობრის და მხარდამჭერის, რუსეთის, ჩრდილოეთის ფლოტის ფლაგმანი, "Адмирал Кузнецов"-ი.