Showing posts with label ჯავშანმანქანა. Show all posts
Showing posts with label ჯავშანმანქანა. Show all posts

სირიელი მეამბოხეების შედევრი

სირიელი მეამბოხეების იმპროვიზირებული დაჯავშნული საბრძოლო მანქანა. 2012 წლის მაისი, ქ.ჰომსი.

სირიელმა მეამბოხეებმა საბრძოლო მანქანის აი ასეთი შედევრი შექმნეს. როგორც მეამბოხეთა საიტი zaman-alwsl.net იტყობინება, მანქანა წყობილია SUZUKI-ის შასიზე ქალაქ ჰომსში. „საბრძოლო მანქანა“ შედგება რამოდენიმე ფენა რკინისგან,ცხვირი სპეციალურად ბარიკადების გარღვევისთვის არის განკუთვნილი და შეიარაღებულია მანქანის კუდში დაყენებული 12,7 მმ დეგტიარევ-შპაგინის მსხვილკალიბრული ტყვიამფრქვევით(ДШК). ოპოზიციური საიტის ცნობით, მას მიანიჭეს აღნიშვნა T-HOMS75 და უკვე რამოდენიმე ერთეული არის დამზადებული.

Т-72-ის უნგრული მოდერნიზაცია

უნგრულმა კომპანია CURRUS-მა ტანკ Т-72-ებს(კომპანია ეწევა БТР-80, БМП და Т-72-ების მოდერნიზაციას, ამავე კომპანიაში გაიარა მოდერნიზაცია ერაყულმა ტექნიკამ)  საინტერესო მოდერნიზაცია ჩაუტარა.

პირველ რიგში ყურადღებას იქცევს დამონტაჟებული დინამიური დაცვა. რა თქმა უნდა დინამიური დაცვა დიდი ხანია რაც თანამედროვე დაცვის საშუალებად აღარ ითვლება, მაგრამ არის რიგი ქვეყნებისა რომლებსაც აწყობთ(ფინასებიდან გამომდინარე) აღნიშნული სისტემა. უნგრულ ვარიანტზე გაუმჯობესებულია დინამიური დაცვის დამონტაჟების კუთხე, რაც აუცილებელია მისი ეფექტური მუშაობისთვის, ამით კი T-72A-თან და მითუმეტეს T-72-თან მას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. არანაკლები მუშაობა ტანკის შიგნითაც არის ჩატარებული და ბევრი სიახლეც არის დანერგილი.

ჩინური ახალი MRAP-ი Inner Mongolia-სგან

პეკისნის მე-6 საერთაშორისო საპოლიციო აღჭურვილობის გამოფენაზე კომპანია Inner Mongolia First Machinery Group(ჩინეთის №617 სატანკო ქარხანა) წარმოადგინა MRAP-ის კლასის მანქანის საცდელი მოდელი. ექსპერტების მოსაზრებით აღნიშნული მანქანა არაფრით ჩამოუვარდება თავის დასავლელ მეგობრებს, შეესაბამება ნატოს ყველა სტანდარტსა და საუკეთესოა ჩინეთის მიერ წარმოებულ ჯავშანმანქანებს შორის.
მთავარი კონსტრუქტორის, ფენ იბოს, განცხადებით მანქანა იწონის 10500 კგ., გააჩნია 210 კვტ. სიმძლავრის ძრავა და ავითარებს 120 კმ/სთ. სიჩქარეს. სიჩქარის გადაცემათა კოლოფი მექანიკურია, აქვს ექვსი წინა და ერთი უკანა გადაცემა. მას შეუძლია გადაიყვანოს 8 ადამიანი(მძღოლის ჩათვლით) და დაიცვას მანქანის ქვეშ აფეთქებული 7 კგ. მასის ასაფეთქებლისგან და 10 კგ. ასაფეთქებელი მოწყობილობისგან, იმ შემთხვევაში თუ აფეთქდება უშუალოდ ბორბლის ქვეშ მოხდება. ჯავშანი ეკიპაჟს იცავს 30 მეტრიდან შაშხანიდან გახსნილი ცეცხლისგან.
მანქანას შეუძლია გადალახოს 400 მმ. სიმაღლის და 800 მმ სიღრმის ბარიერები, ასევე ავიდეს 60 გრადუსიან აღმართზე და იაროს გზის 30 გრადუსიანი დახრილობისას.


აშშ-ს ჯარების „შოპინგი“

2012 წლის 17-დან 25 მაისამდე შეერთებული შტატების ჯარები ფორტ-ბლისის სამხედრო ბაზასა და პოლიგონ უაიტ-სანდსზე პროექტ GCV-ის ფარგლებში ხუთ ქვეითთა საბრძოლო მანქანას ცდიდა. საცდელ მანქანებს შორის იყვნენ ებრაული მძიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა «Namer»-ი, შვედური «BAE Systems Hagglunds CV9035», General Dynamics-ის  «Stryker Double-V Hull - SDVH» V-ს მაგვარი ორმაგი ძირით და BAE Systems-ის ორი ქსმ-ი, მოდიფიცირებული «M2A3 Bradley» და Bradley-ის ბაზაზე აწყობილი უკოშურო ჯავშანტრანსპორტიორი «Turretless Bradley».კონკურსზე ასევე განიხილებოდა გერმანული «Krauss-Maffei Wegmann/Rheinmetall Puma», მაგრამ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, რადგან აღნიშნული მანქანი მოდელი არ იყო წარმოდგენილი საველე გამოცდებზე.
პროექტი GCV-ი ითვალისწინებს აშშ-ს ჯარების შეიარაღებაზე პერსპექტიული, ახალი, მაღალი დაცულობის მქონე ქვეთთა საბრძოლო მანქანის მიღებას, რომელიც სავარაუდოდ 2017 წლისთვის უნდა იქნეს მოწოდებული შეიარაღებულ ძალებში.

Namer
Stryker Double-V Hull - SDVH
M2A3 Bradley და Turretless Bradley
BAE Systems Hagglunds CV9035

კოლუმბიური „მონადირის“ მეორე ვერსია

 კოლუმბიურმა კომპანია «Armor International»-მა ჯავშანმანქაბა TR-12 «Hunter»-ის  მეორე, საცდელი, ვარიანტი შეიმუშავა.
Hunter TR-12
აღნიშნული ჯავშანმანქანა, უმთავრესად, შეიარაღებული ძალებისთვის იქმნებოდა, მაგრამ ბოლო დროს მის მიმართ დაინტერესება კერძო დაცვის ორგანიზაციებმაც გამოთქვეს.  TR-12 «Hunter»-ი არის მრავალდანიშნულების სატრანსპორტო საშუალება. ამ მოდელს საერთო ჯამში გააჩნია ათი საქარე და გვერდითი ფანჯარა, ხუთი კარი, გადაყავს 10 მედესანტე + 2 ეკიპაჟის წევრი და უზრუნველყოფს მეექვსე დონის დაცულობას.
TR-12 «Hunter»-ის წინამორბედი კარგად იქნა ათვისებული და იმყოფება კოლუმბიის შეიარაღებული ძალების, პოლიციისა და უსაფრთოების სამსახურების შეიარაღებაზე.

აზერბაიჯანმა რუსეთს ჯავშანმანქანები შეუვეთა

 აზერბაიჯანის ძალოვანი უწყებები, რუსთთან ჯავშანტრანსპორტიორ «Скорпион ЛША Б»-ს  და ჯავშანმანქანა «Скорпион ЛША»-ს მოწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ დახურული სააქციო საზოგადოება «Корпорация Защита»-ს გენერალურმა დირექტორმა, ალექსეი კაგარლიცკიმ განაცხადა. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კონტრაქტის შესრულება სწორედ აღნიშნულ ქარხანას დაევალება.
ჯავშანტრანსპორტიორ «Скорпион ЛША Б»-ს ეკიპაჟი 8 კაცისგან შედგება(შემკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ეკიპაჟის რაოდენობის გაზრდა). მანქანა 100 კმ.-ზე 14-16 ლიტრ დიზელის საწვავს მოიხმარს.
«Скорпион ЛША Б»-ს ერთეულის ღირებულება: $ 106329,06
«Скорпион ЛША»-ს ერთეულის ღირებულება: $ 45569,60
Скорпион ЛША ანუ Скорпион-2М

Скорпион ЛША Б