Showing posts with label არტილერია. Show all posts
Showing posts with label არტილერია. Show all posts

"Технологии в машиностроении-2012"-ის ექსპოზიცია

27 ივნისიდან პირველ ივლისამდე ჟუკოვსკში იმართება მეორე საერთაშორისო ფორუმი "Технологии в машиностроении-2012" (ტექნოლოგიები მანქანათმშენებლობაში-2012). ღონისძიების ფარგლებში გაშლილია რუსეთში წარმოებული სახმელეთიო ტექნიკის ფართომაშტაბიანი გამოფენა/დემონსტრირება. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს გამოფენიდან ...




Eurosatory 2012 (ნაწილი მე-3)

გთავაზობთ Eurosatory 2012-დან ფოტორეპორტაჟის მე-3 ნაწილს.
Bright Arrow Soft, IMI
Tactical ATV
Oto Melara 76 მმ.
BMPT
T-90MS
Iveco-ს MPV VTMM 4x4
Marder-ი Oto-Melara-ს 105 მმ. ქვემეხითა და ახალი ჯავშნით
VAB Mk3
Rheinmetall Defence-ის  Amarok M-ი

Thales  F90
Thales Rapidfire

Telemos.

IMI Eurosatory 2012-ზე (ნაწილი მე-2)


წელს ისრაელმა სხვა ქვეყნების მსგავსად, მრაველფეროვანი ტექნიკით წარსდგა Eurosatory 2012-ზე.
ებრაულმა კომპანია IMI-მ (Israeli Aerospace Industries)წარმოადგინა ორი სახის მრავალფუნქციური სენსორული სისტემა, რომლიც განკუთვნილია ბატალიონის ხელა ტაქტიკური შენაერთის ადრეული გაფრთხილებისთვის ბალისტიკური(ნაღმმტყორცნი,რაკეტა,ჭურვი) ან პირდაპირი დამიზნების(სნაიპერი, ქვემეხი) იარაღით თავდასხმის შესახებ.
სისტემა წარმოადგენს საარტილერიო, სანაღმმტყორცნო, სარაკეტო სისტემების კომპაქტურ სათვალთვალო სენსორს, რომელიც საფრთხის აღმოჩენისთანავე შენაერთს განგაშის სიგნალს უგზავნის. სისტემა აღჭურვილია მიზნის ძიების, აღმოჩენის და მონიტორინგის სარადარო სისტემით;
Green Rock-ს შესწევს ძალა მაღალი სიზუსტით დაადგინოს საცეცხლე წერტილის ადგილმდებარეობა და ასევე იმ წერტილის კოორდინატები რომელსაც საფრთხე ემუქრება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია კონტრბატარეული მოქმედებებისათვის.
Green Rock-ი მონტაჟდება ყველგანმავალზე და შეუძლია ბატალიონთან ერთად მოქმედება.
Green Rock


 Black Granite-ი არის მეორე სენსორული სისტყემა, რომელიც წელს Eurosatory 2012-ზე IMI-ს სახელით წარსდგა. სისტემა განკუთვნილია ბატალიონთან ან უფრო მცირერიცხოვან შენაერთთან ერთად მოქმედებისთვის და Green Rock-ის მსგავსად მსუბუქ ყველგანმავალზე მონტაჟდება.

სისტემა აღჭურვილია ფართო სპექტრის რადიოლოკატორით, ელექტროოპტიკური დაკვირვების სენსორითა და სიგნალის გაშიფრვის სისტემით(SIGINT), რომელიც მოქმედებს ან დამოუკიდებლად ან  სხვა  სიტემებთან შეთანხმებულად, რაც შენაერთს დიდ უპირატესობას აძლევს მოწინააღმდეგესთან შეტაკებაში. რაკეტებისგან, სნაიპერებისგან და სხვა საფრთხეებზე მომენტალური რეაგირებისთვის,   Black Granite-ი აღჭურვილია თანამედროვე საცეცხლე წერტილის აღმოჩენის ელექტრონულ-ოპტიკური სენსორით.
Black Granite

იემენელებმა აბიანიში ოპერაცია წამოიწყეს

იემენის შეიარარებულმა ძალებმა, 2012 წლის 4 ივნისს მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა ალ-ქაიდას მებრძოლების მიერ კონტროლორებად ქალაქ აბიანზე.
ასეულობით იემენელი ჯარისკაცი ტანკების მხარდაჭერით დაიძრა ალ-ქაიდას მიერ დაკავებულ, სანაპირო, ქალაქზე კონტროლის აღსადგენად.

იემენიის თავდაცვის მინისტრის, გენერალ, მოჰამედ ნასერ აჰმედის განცხადებით ჯიჰადის მომხრეებმა გამოიყენეს იემენში მიმდინარე არეულობა და გააფართოვეს თავიანთი გავლენის არეები იემენის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში, ამიტომ საჯარისო ნაწილებმა დაიწეყეს ოპერაცია მაისში დაკავებულ ქალაქებზე კონტროლის აღსადგენათ.


ჰომსს არტილერია ამუშავებს

სირიული ქალაქი ჰომსი, განუწყვეტლივ იბომბება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დაქვემდებარებაში მყოფი სამთავრობო ჯარების მიერ. საარტლერიო იერიშები მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებშიც მიმდინარეობს. გთვაზობთ დაბომბვის ამსახველ რამოდენიმე ვიდეოს...

ბაქო T-155 Firtina-ს ყიდულობს

T-155 Firtina
ბაქო ანკარისგან 36 ცალ თვითმავალ ჰაუბიცა T-155 Firtina-ს (ქართ. "ქარიშხალი") ყიდულობს, რის შემდეგაც აზერბაიჯანის არმიას სამხრეთ კავკასიაში ყველაზე შორსმსროლელი და ამასთანავე, ზუსტი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები ექნება.
 თურქული T-155 Firtina თავის მხრივ სამხრეთკორეული თვითმავალი ჰაუბიცა K9 Thunder-ის ლიცენზირებულ ვარიანტს წარმოადგენს, რომლის აწყობა თურქეთმა 11 წლის წინ დაიწყო და დღემდე 150-ზე მეტი ასეთი დანადგარი დაამზადა.
სულ თურქეთს 350-მდე "ქარიშხლის" აწყობა აქვს დაგეგმილი, რომელთა ნაწილს სტრატეგიულ პარტნიორს - აზერბაიჯანს მიჰყიდის.
პირველი პარტიის - 36 "ქარიშხალის" ყიდვა აზერბაიჯანის ბიუჯეტს 200 მლნ დოლარამდე უჯდება, რაც არც ისე დიდი თანხაა.
წესით, თურქული "ქარიშხლები" აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ თურქულ "ქარიშხლებს" 1000 ცხ.ძ-ის გერმანული წარმოების დიზელის ძრავები აქვს და ბუნდესტაგმა ეს კონტრაქტი დროებით დაბლოკა.
გერმანელების კატეგორიული უარის  შემდეგ თურქეთმა მოძებნა ძრავების მწარმოებელი სხვა ქვეყანა (სავარაუდოდ, უკრაინა), რომელიც საკუთარ დიზელის ძრავებს ბაქოს არ დაამადლის.
თურქულ T-155 Firtina-ს შეუძლია 155მმ კალიბრის ჭურვების სროლის მაღალი ტემპით დააზიანოს 40 კმ-ის მანძილზე არსებული სამიზნე. სროლის მაღალ სიზუსტეს (მიზნისთვის აცილების მანძილი 17,5 მ-ს არ აღემატება) განაპირობებს ის თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურა, რომელიც ამ თვითმავალ ჰაუბიცაზეა დამონტაჟებული.
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: კვირის პალიტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე.