IMI Eurosatory 2012-ზე (ნაწილი მე-2)


წელს ისრაელმა სხვა ქვეყნების მსგავსად, მრაველფეროვანი ტექნიკით წარსდგა Eurosatory 2012-ზე.
ებრაულმა კომპანია IMI-მ (Israeli Aerospace Industries)წარმოადგინა ორი სახის მრავალფუნქციური სენსორული სისტემა, რომლიც განკუთვნილია ბატალიონის ხელა ტაქტიკური შენაერთის ადრეული გაფრთხილებისთვის ბალისტიკური(ნაღმმტყორცნი,რაკეტა,ჭურვი) ან პირდაპირი დამიზნების(სნაიპერი, ქვემეხი) იარაღით თავდასხმის შესახებ.
სისტემა წარმოადგენს საარტილერიო, სანაღმმტყორცნო, სარაკეტო სისტემების კომპაქტურ სათვალთვალო სენსორს, რომელიც საფრთხის აღმოჩენისთანავე შენაერთს განგაშის სიგნალს უგზავნის. სისტემა აღჭურვილია მიზნის ძიების, აღმოჩენის და მონიტორინგის სარადარო სისტემით;
Green Rock-ს შესწევს ძალა მაღალი სიზუსტით დაადგინოს საცეცხლე წერტილის ადგილმდებარეობა და ასევე იმ წერტილის კოორდინატები რომელსაც საფრთხე ემუქრება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია კონტრბატარეული მოქმედებებისათვის.
Green Rock-ი მონტაჟდება ყველგანმავალზე და შეუძლია ბატალიონთან ერთად მოქმედება.
Green Rock


 Black Granite-ი არის მეორე სენსორული სისტყემა, რომელიც წელს Eurosatory 2012-ზე IMI-ს სახელით წარსდგა. სისტემა განკუთვნილია ბატალიონთან ან უფრო მცირერიცხოვან შენაერთთან ერთად მოქმედებისთვის და Green Rock-ის მსგავსად მსუბუქ ყველგანმავალზე მონტაჟდება.

სისტემა აღჭურვილია ფართო სპექტრის რადიოლოკატორით, ელექტროოპტიკური დაკვირვების სენსორითა და სიგნალის გაშიფრვის სისტემით(SIGINT), რომელიც მოქმედებს ან დამოუკიდებლად ან  სხვა  სიტემებთან შეთანხმებულად, რაც შენაერთს დიდ უპირატესობას აძლევს მოწინააღმდეგესთან შეტაკებაში. რაკეტებისგან, სნაიპერებისგან და სხვა საფრთხეებზე მომენტალური რეაგირებისთვის,   Black Granite-ი აღჭურვილია თანამედროვე საცეცხლე წერტილის აღმოჩენის ელექტრონულ-ოპტიკური სენსორით.
Black Granite

No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი