Showing posts with label ტსმრ. Show all posts
Showing posts with label ტსმრ. Show all posts

9К111 Фагот

სტატია მზადების პროცესშია...  ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

ADATS — Air Defense Anti Tank System

კანადის შძ-ის ADATS-ი

შვეიცარიული ფირმა "Oerlikon Contraves"-ის და ამერიკული "Martin Marietta"-ს მიერ 1984 წელს შემუშავებული მრავალდანიშნულების სარაკეტო კომპლექს АDATS (Air Defense Anti Tank System) შეუძლია აწარმოოს ბრძოლა როგორც საჰაერო სამიზნეებთან ასევე სახმელეთო სამიზნეებთანაც. ის გამოიყენება მაღალსიჩქარიანი დაბალ სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავებთან, შვეულმფრენებთან, უპილოტო საფრენ აპარტებთან და დაჯავშნული სამიზნეებთან საბრძოლველად. სარაკეტო სისტემა АDATS-ის გამოყენება შესაძლებელია როგორც სტაციონარული ისე მობილური ობიექტების დაცვისთვის.

IMI Eurosatory 2012-ზე (ნაწილი მე-2)


წელს ისრაელმა სხვა ქვეყნების მსგავსად, მრაველფეროვანი ტექნიკით წარსდგა Eurosatory 2012-ზე.
ებრაულმა კომპანია IMI-მ (Israeli Aerospace Industries)წარმოადგინა ორი სახის მრავალფუნქციური სენსორული სისტემა, რომლიც განკუთვნილია ბატალიონის ხელა ტაქტიკური შენაერთის ადრეული გაფრთხილებისთვის ბალისტიკური(ნაღმმტყორცნი,რაკეტა,ჭურვი) ან პირდაპირი დამიზნების(სნაიპერი, ქვემეხი) იარაღით თავდასხმის შესახებ.
სისტემა წარმოადგენს საარტილერიო, სანაღმმტყორცნო, სარაკეტო სისტემების კომპაქტურ სათვალთვალო სენსორს, რომელიც საფრთხის აღმოჩენისთანავე შენაერთს განგაშის სიგნალს უგზავნის. სისტემა აღჭურვილია მიზნის ძიების, აღმოჩენის და მონიტორინგის სარადარო სისტემით;
Green Rock-ს შესწევს ძალა მაღალი სიზუსტით დაადგინოს საცეცხლე წერტილის ადგილმდებარეობა და ასევე იმ წერტილის კოორდინატები რომელსაც საფრთხე ემუქრება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია კონტრბატარეული მოქმედებებისათვის.
Green Rock-ი მონტაჟდება ყველგანმავალზე და შეუძლია ბატალიონთან ერთად მოქმედება.
Green Rock


 Black Granite-ი არის მეორე სენსორული სისტყემა, რომელიც წელს Eurosatory 2012-ზე IMI-ს სახელით წარსდგა. სისტემა განკუთვნილია ბატალიონთან ან უფრო მცირერიცხოვან შენაერთთან ერთად მოქმედებისთვის და Green Rock-ის მსგავსად მსუბუქ ყველგანმავალზე მონტაჟდება.

სისტემა აღჭურვილია ფართო სპექტრის რადიოლოკატორით, ელექტროოპტიკური დაკვირვების სენსორითა და სიგნალის გაშიფრვის სისტემით(SIGINT), რომელიც მოქმედებს ან დამოუკიდებლად ან  სხვა  სიტემებთან შეთანხმებულად, რაც შენაერთს დიდ უპირატესობას აძლევს მოწინააღმდეგესთან შეტაკებაში. რაკეტებისგან, სნაიპერებისგან და სხვა საფრთხეებზე მომენტალური რეაგირებისთვის,   Black Granite-ი აღჭურვილია თანამედროვე საცეცხლე წერტილის აღმოჩენის ელექტრონულ-ოპტიკური სენსორით.
Black Granite

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსსკ) Mini-Spike


პარიზში გასამართი შეიარარების გამოფენაზე Eurosatory 2012 ებრაული კომპანია Rafael Advanced Defense Systems-ი სხვა მრავალ ქმნილებასთან ერთად, გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსით, Mini-Spike-ით, წარსდგება. აღნიშნული კომპლექსი განკუთვნილია ყველა სახის ჯავშანტექნიკის, საცეცხლე წერტილების, საფარების და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დასაზიანებლად/გასანადგურებლად.
Mini-Spike-ი შეიქმნა ისრაელის თავდაცვის ჯარების დაკვეთით. მის შესახებ 2009 წელს გახდა ცნობილი და ამავე წლიდან მიმდინარეობს მისი შეიარაღებაზე მიღებაც.
გამშვები დანადგარის სრული მასაა 12 კგ, აქვე შედის 4 კილოგრამიანი რაკეტაც.
რაკეტის სიგრძე 70 სმ., კალიბრი 75 მმ., სროლის მინიმალური მანძილი 200 მ., ხოლო მაქსიმალური 1500 მეტრს შეადგენს.
დამიზნების სისტემა ინფრაწითელი IIR და დამატებითი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. შესაძლებელი გამოყენებულ იქნას როგორც ოპერატორის მართვით, ასევე „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპით.
გათვლაში შედის ორი ჯარისკაცი: ერთი ჯარისკაცი გამშვები დანადგარითა და ორი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით და მეორე ჯარისკაცი, ოთხი ამავე ტიპის რაკეტით.