ADATS — Air Defense Anti Tank System

კანადის შძ-ის ADATS-ი

შვეიცარიული ფირმა "Oerlikon Contraves"-ის და ამერიკული "Martin Marietta"-ს მიერ 1984 წელს შემუშავებული მრავალდანიშნულების სარაკეტო კომპლექს АDATS (Air Defense Anti Tank System) შეუძლია აწარმოოს ბრძოლა როგორც საჰაერო სამიზნეებთან ასევე სახმელეთო სამიზნეებთანაც. ის გამოიყენება მაღალსიჩქარიანი დაბალ სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავებთან, შვეულმფრენებთან, უპილოტო საფრენ აპარტებთან და დაჯავშნული სამიზნეებთან საბრძოლველად. სარაკეტო სისტემა АDATS-ის გამოყენება შესაძლებელია როგორც სტაციონარული ისე მობილური ობიექტების დაცვისთვის.


ლაზერული სხივით მართული ADATS-ის რაკეტა შესრულებულია ჩვეულებრივი აეროდინამიკული სქემით, ძალურ დანადგარად კი გამოყენებულია ორრეჟიმიანი მყარსაწვავიანი ძრავა. ფრენის მაღალი სიჩქარის დახმარებით (3 მახი) თვითმავალი საზენიტო დანადგარის რაკეტას შეუძლია დიდ მანძილზე დააზიანოს/გაანადგუროს მოძრავი სამიზნეები, რომლებიც დროის მცირე მონაკვეთში არიან ხილულნი.
რაკეტაში გამოყენებულია 900 მმ ჯავშანგამტანობის მსხვრევად-კუმულატიური ქობინი. მასში გამოყენებულია ორი ტიპის ამფეთქი: უკონტაქტო-საჰაერო მიზნეებზე სამუშაოდ და კონტაქტური – სახმელეთო მიზნებისთვის. დამატებითი, სპეციალური აღჭურვილობის გამოუყენებლად, ეკიპაჟის ორი წევრის მიერ ყველა რაკეტის გადატენვისთვის საჭირო მაქსიმალური დრო 10 წუთია. მოდულური კონსტრუქცია, კომპლექსის ნებისმიერ მუხლუხოვან ან ბორბლიან მანქანაზე განთავსების საშუალებას იძლევა.

ADATS-ი შედგება


  • სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერებში განთავსებული 8 რაკეტისგან
  • საჰაერო მიზნების აღმომჩენი რადიოლოკაციიური სადგურისგან
  • მიზნის მიყოლის და რაკეტების მიზნებზე მომართვის ელექტრონულ-ოპტიკური მოდულისგან
  • ელექტრონული გამომთვლელი მანქანისგან (ეგმ) 
  • ეკიპაჟის სამი წევრიისგან: მეთაური, ოპერატორი, მძღოლ-მექანიკოსი

"Oerlikon Contraves"-ის იტალიური განყოფილების მიერ შემუშავებული დოპლერულ-იმპულსიური წრიული დაკვირვების რადიოლოკაციიური სადგური წარმოადგენს რადიოლოკაციური სადგურის,  LPD-20-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს. სადგურის მუშაობა შესაძლებელია მოძრაობისას და დგომისას, შეუძლია აღმოაჩინოს 6 კმ-მდე სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავები და შვეულმფრენები 24 კმ სიშორეზე, ხოლო სახმელეთო სამიზნების აღმოჩენა რელიეფიდან გამომდინარე 6 კმ-მდე სიშორეზე შეუძლია. რადიოლოკაციური სადგურის მიმწოდი, რომელიც 5,2 - 10,9 ჰჰც ტალღებზე მუშაობს, შესრულებულია მოძრავი ტალღის ნათურაზე და სიხშირის მაღალი ცვალებადობით გამოირჩევა. პროცესორის სიმძლავრე ერთდროულად 6 მიზნის მიყოლას უზრუნველყოფს. სადგური გაერთიანებულია ამომცნობ სისტემა „ჩემიან-სხვისიანში“ და წრიული დაკვირვების დისპლეიზე გამოაქვს მიზნის კოორდინატებთან (აზიმუტი და სიშორე) ერთად ობიექტის კუთვნილებაც.
როგორც ცნობილია 80-იანი წლების დასაწყისში, აბერდინის პოლიგონზე მიმდინარე ცდებისას UН-1Н "Iroquois"-ის ტიპის შვეულფრენი დაბალ სიმაღლეზე 11-16 კმ სიშორეზე და ანტენის დიაგრამის ადგილის კუთხით 0-1° მომართულობისას, АDATS-ის რადიოლოკაციურმა სადგურმა 0.9 ალბათობით აღმოაჩინა. მიყოლის ორივე სისტემას აქვთ ვიწრო და ფართო თვალთახედვის არე (ტელევიზიური — 4° და 0,9°, სითბური ხედვის — 9° და 3,2°) და მათი გამოყენაბა შესაძლებელია თვალთვალისას როგორც საჰაერო მიზნებზე, ისე სახმელეთოებზეც.
მ,აღალი გარჩევადობის  ტელევიზიური მოწყობილობა გამოიყენება დღე-ღამის ნათელ მონაკვეთში კარგ მეტეო პირობებეში, ხოლო "Martin Marietta"-ს სითბური ხედვის მოწყობილობა (ტალღის სიგრძის დიაპაზონი 8—12 მიკრონი) გამოიყენაბა საჰაერო მიზნების მიყოლისას როგორც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ასევე რთულ მეტეო პირობებში. აღნიშნული ღამის ხედვი მოწყობილობა შექმნილია АН-64А "Apache"-ს ტიპის შვეულმფრენი ღამის ხედვის მოწყობილობის ბაზაზე.
მიყოლის ელექტრონულ-ოპტიკური მოდული დაყენებულია მოძრავ კოშკურაზე რაკეტების ორ პაკეტს შორის. მის პლატფორმაზე, რომელიც ორ სიბრყეშია სტაბილიზირებული, დაყენებულია სითბური ხედვის მოწყობილობა, ტელევიური კამერა, რაკეტის მომართვის ლაზერული სისტემა (კოდირებული სხივით), ლაზერული მანძილმზომი ნეოდიმის მინარევიანი ნატრიუმ-ალუმინური გრანატის კრისტალზე, ინფრაწითელი გონიომეტრი ძრავჩართული რაკეტის კოორდინატების დასადგენად.
მოდული მიზნები მიყოლის საშულებას იძლევა -1° დან +90° ნებისმიერ აზიმუტზე.
ინფრაწითელი და ტელევიზიური ხედვის (პასიური) მოწყობილობები შეირჩა მათი მცირე მასის, კომპაქტური ზომების, რადიოლექტრონული ბრძოლის საშულებებისგან გამოწვეული ხარვეზებისგან მდგრადობის, დაბალ სიმაღლეზე მფრენი მიზნების მიყოლისას მაღალი მახასიათებლების და ანტირადიოლოკაციური რაკეტებით სისტემის განადგურებისგან დაცულობის გათვალისწინებით.
ტელევიზიური ხედვის მოწყობილობა, რომელიც გამოყენებული ADATS-ის კომპლექსში, გააჩნია ბევრად მაღალი გარჩევადობა ვიდრე ინფრაწითელი ხედვის მოწყობილობას და ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც სახმელეთო მიზნების მიმყოლი ძირითადი სისტემა. მისი ოპტიკური არხები გაერთიანებულია ლაზერულ მანძილმზომთან. მიყოლის პასირი სისტემის გამოყენება შესაძლებელია ასევე საჰაერო მიზნების წინააღმდეგ, როდესაც საჭიროა კომპლექსის ფარული მოქმედება და უჩინრობა მოწინაღმდეგის მძლავრი რადიოელექტრონული წინააღმდეგობის პირობებში.
М113М2-ის შასიზე დაყენებული ADATS-ის ავიტრასპორტაბელურია С-130 "Hercules"-ით. მრავალმხრივი გამოცდებისას კომპლექსმა შეუფერხებლად იმუშავა სხვადასხვა მეტეოპირობებში (-40°С-დან +70°С-მდე).
ADATS-ის ინტეგრირება შესაძლებელია ნებისმიერი დაჯავშნულ შასისთან ან ჰსთ ნებისმიერ სტაციონარულ სისტემასთან. ასეთი ინტეგრირების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია 1995 წელს ADATS-ის ინტეგრირება МО WAG Piranha-ს შასისთან. ADATS-ის ეს ვარიანტი გათვალისწინებულია აეროდრომების, ელექტროსადგურების და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების საჰაერო თვდაცვისთვის. არსებობს ასევე კომპლექს ADATS-ის საზღვაო ბაზირების ვარიანტი, რომელიც გამოიყენება როგორც ცალკეული, დამოუკიდებელი ერთეული, ასევე სხვა ჰსთ სისტემებთან ერთობლიობაში.
სისტემა С3-ის (Command, Control and Communication) დახმარებით ADATS-ი შეიძლება გაერთიანდეს სტრუქტურულ ქსელში, რომელიც შედგება ექვსი კომპონენტისგან. შედეგად წარმოიქმნება ტაქტიკური კვანძი, რომელშიც კავშირი ხორციელდება 2000-დან ერთ-ერთ დახურულ სიხშირეზე. აღნიშნული ტაქტიკური კვანძი საშუალებას იძლევა დამყარდეს კავშირი სხვა რადიოლოკაციურ სადგურებთან და მსგავს ტაქტიკურ კვანძებთან. ექვსი კომპონენტისგან შემდგარი კვანძის ერთ-ერთი კომპონენტი ითვლება სამეთურო კომპონენტად. სამეთაურო კომპომპონენტში თავს იყრის სრული ინფორმაცია ბრძოლის ველის ტაქტიკური მდგომარეობის შესახება, სხვა კომპონენტების კოორდინატების და საბრძოლო მდგომარეობის შესახებ. ამის გარდა, ტაქტიკური კვანძის შემადგენლობაში შედის რამოდენიმე რადიოლოკაციური სადგურიც, რომლებიც ყველა კომპლექსს რადიოლოკაციური ინფორმაციით უზრუნველყოფენ. ტაქტიკური კვანძის მეთაური მართავს კომპლექსების საბრძოლო მუშაობას, გადასცემს მათ შეიარაღების გამოყენების საბრძოლო განკარგულებეს, ახორციელებს მიზნების განაწილებას თითოეული კომპლექსისთვის, კავშირგაბმულობის შესაბამისი არხების გამოყენებით.

ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილ ADATS-ებს გარდა სარაკეტო შეიარაღებისა გააჩნია 25 მმ ავტომატური ქვემეხი და 12.7 მმ ტყვიამფრქვევი.


ტტმ
მოქმედების სიშორე, კმ
მინიმალური 0.5
მაქსიმალური საჰაერო მიზნებზე 8
მაქსიმალური სახმელეთო მიზნებზე 6
პრაქტიკური ჭერი ,კმ 5
რაკეტის ფრენის მაქს. სიჩქარე 3М (1000მ/წმ)
რაკეტის სიგრძე ,მმ 2050
რაკეტის კორპუსის დიამეტრი, მმ 152
ფრთების გაქანი, მმ 360
სასტარტო წონა, კგ 51
ქობინის წონა, კგ 12
ჯავშანგამტანობა, მმ 900

No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი