|
„შენჩჟოუ-9-ს“ სტარტი |
ჩინურმა კოსმოსურმა ჰომალდმა „შენჩჟოუ-9-მ“, რომლის ბორტზეც სამი ასტრონავტი (მათ შორის ერთი ქალი) იმყოფება, წარმატებულად აიღო სტარტი. ამ რაკეტის გაშვებით ჩინეთმა აბიციური მიზნები დაისახა და ჩაერთო კოსმოსური სივრცის ათვისებაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინური წარმოშობის ქალი ასტრონავტი პირველად იმყოფება ჰომალდის ეკიპაჟში.
2012 წლის 16 ივნისის საღამოს, გობის უდაბნოს შორეულ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ცზიუციუანის კოსმოდრომიდან სტარტი აიღო რაკეტა მატარებელმა. აფრენიდან რვა წუთში, განრიგის მიხედვით კაფსულამ დატოვა ორბიტა და გაშალა მზის ელემენტების პანელები.