„შენჩჟოუ-9-ს“ სტარტი |
2012 წლის 16 ივნისის საღამოს, გობის უდაბნოს შორეულ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ცზიუციუანის კოსმოდრომიდან სტარტი აიღო რაკეტა მატარებელმა. აფრენიდან რვა წუთში, განრიგის მიხედვით კაფსულამ დატოვა ორბიტა და გაშალა მზის ელემენტების პანელები.
33 წლის ლიუ იანგი |
ლიუ იანი ჩინეთის სახალხო არმიაში 1997 მსახურობს, ხოლო 2010 წლიდან აქტიურ მომზადებას გადიოდა მომავალი ასტრონავტობისთვის.
ორმოცდაექვსი წლის, ვეტერან კოსმონავტ ცზინ ჰაიპენისთვის ეს მეორე კოსმოსური ოდისეაა და ამჯერად ის მისიის კაპიტანია. პირველად მან 2008 წელს რაკეტა „შენჩჟოუ-7 -ით“ გაფრინდა კოსმოსში.
ჰომალდის მესამე წევრი არის, ახალბედა ასტრონავტი, ორმოცდაორი წლის ლიუ ვანი. მან 14 წელი იმსახურა ჩინეთი არმიაში მფრინავ-გამანადგურებლად და ერთერთ ყველაზე გამოცდილ და პროფესიონალ მფრინავად ითვლება სამშობლოში.
ორშაბათს, თბილისის დროით 11:00-ზე „შენჩჟოუ-9“ შეუერთდება კოსმოსურ მოდულ „ტაიგონგ-1-ს“, რომელიც დედამიწიდან 213 მილით არის დაშორებული. მოდულთან კონტაქტის შემდეგ ეკიპაჟის წევრები დაიწყებენ ექსპერიმენტთა 10 დღიან სერიას. სულ ჰომალდი კოსმოსში 13 დღეს დაჰყოფს. მისიის შესრულებისას ეკიპაჟის ორი წევრი მოდულში იქნება განლაგებული, ხოლო მესამე წევრი კაფსულაში.
No comments:
Post a Comment
დაპოსტეთ თქვენი კომენტარი