Showing posts with label Aero India. Show all posts
Showing posts with label Aero India. Show all posts

Aero India 2013 (მზადება)

როგორც მოგეხსენებათ, ყოველწლიურად ინდოეთში იმართება რამდენიმე საერთაშორისო სამხედრო გამოფენა, რომელსაც შედეგად გაფორმებული მსხვილი კონტრაქტები მოყვება ხოლმე. ერთერთი ასეთი გამოფენა გახლავთ Aero India. აღნიშნული ავიაკოსმოსური გამოფენა 1996 წელს კომპანია Farnborough International Ltd-ს და ინდოეთის სავაჭრო და სამრეწველო ფედერაციის (FICCI) თანამშრომლობით დაარსდა.

წელს Aero India 2013 უკვე მეცხრედ, ინდოეთის ქალაქ ბენგალორეში, საჰაერო ძალების ბაზა Yelahanka-ზე ჩატარდება. გამოფენა გაიხსნება 6 თებერვალს და 10 თებერვლამდე გასტანს. ექსპოზიციის განსათავსებლად გამოყოფილია 44 ათასი კვ. მეტრი ტერიტორია. ოფიციალური მონაცემებით, ავიაკოსმოსურ გამოფენა Aero India 2013-ში მონაწილეობას მიიღებს 400-მდე ორგანიზაცია 26 ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან, აშშ-დან, იტალიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა.

გთავაზობთ მოსამზადებელი პროცესებეის ამსახველ ფოტორეპორტაჟს.



საჰაერო ბაზა პერლ ჰარბორ-ჰიქამის საჰაერო ჰომალდების ტექნიკური მომსახურების მე-15 ესკადრილიის პერსონალი ამზადებს C-17 Globemaster III-ს ინდოეთში გასამართი საერთაშორისო ავიაკოსმოსური გამოფენა Aero India 2013-ისთვის.