Showing posts with label ისრაელი. Show all posts
Showing posts with label ისრაელი. Show all posts

Тополь-ის გამოცდა ხალხმა ღვთიურ მოვლენად აღიქვა

2012 წლის 7 ივნისს თბილისის დროით დაახლოებით 21:40 -ზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელისა და რუსეთის მოსახლეობამ ზეცაში „უცხო“ ნათება შეამჩნია. აღნიშნული ნათება გრძელდებოდა რამოდენიმე წუთს, შემდგომ იგი დაიწყო სპირალისებური მოძრაობა და გალაქტიკის ფორმა მიიღო. ხალხმა ეს მოვლენა სხვადასხვაგვარად აღიქვა, გთავაზობთ ხალხის მიერ წარმოთქმულ რამოდენიმე „ეპიკურ“ მოსაზრებას: „ეს ღვთის ნიშანი“, ეს სასჯელია ღმერთისგან, „უცხოპლანეტელები გვიტევენ“, „ცაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტია“. ზოგმა ასტრონომმა ეს მოვლენა მეტეორიტის ჩამოვრდნას დაუკავშირა.
სინამდვილეში, 7 ივნისს, თბილისის დროით 21:39 წუთზე ასტრახანიდან, სარაკეტო ჯარების პოლიგონ კაპუსტინ-იარიდან მოხდა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის 15Ж65-ს (РС-12М "Тополь") გაშვება ყაზახეთში ბალხაშის ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სარი-შაგანის პოლიგონის მიმართულებით.




მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების პოლკოვნიკმა, ვადიმ კოვალმა, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გაშვებულმა რაკეტამ წარმატებით გაანადგურა პირობითი სამიზნე. მისისვე თქმით რაკეტის გაშვების მიზანი იყო ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში აღნიშნული კომპლექსის საფრენოსნო მახასიათებლების, ბრძოლისუნარიანობის და სიზუსტის შემოწმება.
რაც შეეხება ნათებას;
ბალისტიკური რაკეტა აღჭურვილია სამ საფეხურიანი ძრავით რაც მას სწრაფ სტარტში ეხმარება. ვერტიკალურად ზევით აღმართული გამშვები დანადგარიდან, ნატოს კვალიფიკაციით 46 ტონიანი რაკეტა РС-12М2-ი, წნევის დენთური აკუმულატორების ზეწოლით რამოდენიმე მეტრის სიმაღლეზე გამოიტყორცნება და ამ დროს ირთვება პირველი საფეხურის ძრავა. 20-30 კმ. სიმაღლეზე პირველი საფეხურის ძრავა შორდება რაკეტას და ირთვება მე-2  საფეხურის ზრავა. მე-3 საფეხურის ძრავა ირთვება 80-90 კმ. სიმაღლეზე და წინამორბედების მსგავსად შორდება რაკეტას 200  კმ. სიმაღლეზე 5 გრადუსიანი კუთხით. საბოლოოდ რაკეტა ტრაექტორიის აპოგეიას 350 კმ. სიმაღლეზე აღწევს და იწყებს ბალისტიკურ ფრენას 8 800 კმ რადიუსით.
სბრ-ის ფრენის ეტაპები
სავარაუდოდ, სწორედ მე-3 საფეხურის ძრავის მოცილების თვითმხილველი გახდა მოსახლეობა. ძრავა მოცილების შემდეგ იწყებს სპირალისებურ მოძრაობას და რადგან სროლის სიშორე ამ შემთხვევაში არ შეადგენდა მაქსიმუმს, ძრავაში მოცილებისას საწვავი უნდა ყოფილიყო და სპირალისებური ნათებაც ამ საწვავის წვამ გამოიწვია...

სბრ Тополь-М-ის ტტმ-ი

სროლის მაქსიმალური მანძილი 10 000 კმ
რაკეტის სიგრძე 21.5 მეტრი
სასტარტო მასა 45 ტონა
ქობინი 1 ტონა. მონობლოკური.
ქობინის სიმძლავრე 0.55 კილოტონა.
ძრავი მყარსაწვავიანი, 3 საფეხურიანი.
რაკეტის პირველი საფეხურის მასა. 27.8 ტონა
პირველი საფეხურის სიგრძე 8.1 მეტრი
მეორე საფეხურის სიგრძე 4.6 მეტრი
მესამე საფეხურის სიგრძე 3.9 მეტრი
ქობინის სიგრძე 2.1 მეტრი
კორპუსის დიამეტრი (პირველი საფეხურის) 1.8 მეტრი
კორპუსის დიამეტრი (მეორე საფეხურის) 1.55 მეტრი
კორპუსის დიამეტრი (მესამე საფეხურის) 1.34 მეტრი
სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერის დიამეტრი 2 მეტრი
დამიზნების სისტემა ინერციული
საბრძოლო პატრულირების ფართობი 125 000 კმ2
შასი МАЗ-7917

ბაქო


ერევანი


თბილისი


რუსეთი


Тополь-М-ის სტარტი





დაჭრილთა ზურგჩანთა

სამხედროებისა და მაშველებისთვის ებრაულმა კომპანია Agilite Gear-მა დაჭრილთა გადასაყვანი სპეციალური ზურგჩანთა შექმნა. ამ ორიგნალური ზურგჩანთის შემქმნელმა კომპანიამ ქვეყნის იარაღებული ძალებისგან უკვე შეკვეთაც მიიღო.             
არადა, ეს უბრალო ზურგჩანთა საკმაოდ მახვილგონივრული გადაწყვეტაა ისეთი რთული პრობლემისა, როგორიცაა ბრძოლის ველიდან დაჭრილი თანამებრძოლის გამოყვანა. მისი მეშვეობით ზურგზე მოკიდებული თანამებრძოლის ტრანსპორტირება ისე შეიძლება, რომ მლობელს ხელები თავისუფალი რჩება და შესაბამისად, იარაღის გამოყენებაც შეუძლია. აჭრილი თანამებრძოლის გადასაყვანი პერსონალური საშუალება სულ რაღაც 300 გრამს იწონის და დაკეცილი სიგრძით 25 სმ.-ს არ აღემატება.რაც მთავარია, ზურგჩანთა საიმედოდ აკავებს ზურგზე მოკიდებულ საჭრილს, მზიდავს კი მანევრირების საშუალებას აძლევს.
როგორც ჩანს, ზურგჩანთას არა მხოლოდ სამხედროები, მაშველები მეხანძრეები, მედიკოსები და სხვა სამოქალაქო სამსახურების წარმომადგენლებიც გამოიყენებენ. თანაც, ეს საკმაოდ მოსახერხებელი და მძიმე წუთებში გამოსაყენებელი საშუალება არცთუ ძვირი - $ 80 ღირს.