სამხედროებისა და მაშველებისთვის ებრაულმა კომპანია Agilite Gear-მა დაჭრილთა გადასაყვანი სპეციალური ზურგჩანთა შექმნა. ამ ორიგნალური ზურგჩანთის შემქმნელმა კომპანიამ ქვეყნის იარაღებული ძალებისგან უკვე შეკვეთაც მიიღო.
არადა, ეს უბრალო ზურგჩანთა საკმაოდ მახვილგონივრული გადაწყვეტაა ისეთი რთული პრობლემისა, როგორიცაა ბრძოლის ველიდან დაჭრილი თანამებრძოლის გამოყვანა. მისი მეშვეობით ზურგზე მოკიდებული თანამებრძოლის ტრანსპორტირება ისე შეიძლება, რომ მლობელს ხელები თავისუფალი რჩება და შესაბამისად, იარაღის გამოყენებაც შეუძლია. აჭრილი თანამებრძოლის გადასაყვანი პერსონალური საშუალება სულ რაღაც 300 გრამს იწონის და დაკეცილი სიგრძით 25 სმ.-ს არ აღემატება.რაც მთავარია, ზურგჩანთა საიმედოდ აკავებს ზურგზე მოკიდებულ საჭრილს, მზიდავს კი მანევრირების საშუალებას აძლევს.
როგორც ჩანს, ზურგჩანთას არა მხოლოდ სამხედროები, მაშველები მეხანძრეები, მედიკოსები და სხვა სამოქალაქო სამსახურების წარმომადგენლებიც გამოიყენებენ. თანაც, ეს საკმაოდ მოსახერხებელი და მძიმე წუთებში გამოსაყენებელი საშუალება არცთუ ძვირი - $ 80 ღირს.
No comments:
Post a Comment
დაპოსტეთ თქვენი კომენტარი