ბაქო T-155 Firtina-ს ყიდულობს

T-155 Firtina
ბაქო ანკარისგან 36 ცალ თვითმავალ ჰაუბიცა T-155 Firtina-ს (ქართ. "ქარიშხალი") ყიდულობს, რის შემდეგაც აზერბაიჯანის არმიას სამხრეთ კავკასიაში ყველაზე შორსმსროლელი და ამასთანავე, ზუსტი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები ექნება.
 თურქული T-155 Firtina თავის მხრივ სამხრეთკორეული თვითმავალი ჰაუბიცა K9 Thunder-ის ლიცენზირებულ ვარიანტს წარმოადგენს, რომლის აწყობა თურქეთმა 11 წლის წინ დაიწყო და დღემდე 150-ზე მეტი ასეთი დანადგარი დაამზადა.
სულ თურქეთს 350-მდე "ქარიშხლის" აწყობა აქვს დაგეგმილი, რომელთა ნაწილს სტრატეგიულ პარტნიორს - აზერბაიჯანს მიჰყიდის.
პირველი პარტიის - 36 "ქარიშხალის" ყიდვა აზერბაიჯანის ბიუჯეტს 200 მლნ დოლარამდე უჯდება, რაც არც ისე დიდი თანხაა.
წესით, თურქული "ქარიშხლები" აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ თურქულ "ქარიშხლებს" 1000 ცხ.ძ-ის გერმანული წარმოების დიზელის ძრავები აქვს და ბუნდესტაგმა ეს კონტრაქტი დროებით დაბლოკა.
გერმანელების კატეგორიული უარის  შემდეგ თურქეთმა მოძებნა ძრავების მწარმოებელი სხვა ქვეყანა (სავარაუდოდ, უკრაინა), რომელიც საკუთარ დიზელის ძრავებს ბაქოს არ დაამადლის.
თურქულ T-155 Firtina-ს შეუძლია 155მმ კალიბრის ჭურვების სროლის მაღალი ტემპით დააზიანოს 40 კმ-ის მანძილზე არსებული სამიზნე. სროლის მაღალ სიზუსტეს (მიზნისთვის აცილების მანძილი 17,5 მ-ს არ აღემატება) განაპირობებს ის თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურა, რომელიც ამ თვითმავალ ჰაუბიცაზეა დამონტაჟებული.
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: კვირის პალიტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსსკ) Mini-Spike


პარიზში გასამართი შეიარარების გამოფენაზე Eurosatory 2012 ებრაული კომპანია Rafael Advanced Defense Systems-ი სხვა მრავალ ქმნილებასთან ერთად, გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსით, Mini-Spike-ით, წარსდგება. აღნიშნული კომპლექსი განკუთვნილია ყველა სახის ჯავშანტექნიკის, საცეცხლე წერტილების, საფარების და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დასაზიანებლად/გასანადგურებლად.
Mini-Spike-ი შეიქმნა ისრაელის თავდაცვის ჯარების დაკვეთით. მის შესახებ 2009 წელს გახდა ცნობილი და ამავე წლიდან მიმდინარეობს მისი შეიარაღებაზე მიღებაც.
გამშვები დანადგარის სრული მასაა 12 კგ, აქვე შედის 4 კილოგრამიანი რაკეტაც.
რაკეტის სიგრძე 70 სმ., კალიბრი 75 მმ., სროლის მინიმალური მანძილი 200 მ., ხოლო მაქსიმალური 1500 მეტრს შეადგენს.
დამიზნების სისტემა ინფრაწითელი IIR და დამატებითი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. შესაძლებელი გამოყენებულ იქნას როგორც ოპერატორის მართვით, ასევე „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპით.
გათვლაში შედის ორი ჯარისკაცი: ერთი ჯარისკაცი გამშვები დანადგარითა და ორი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით და მეორე ჯარისკაცი, ოთხი ამავე ტიპის რაკეტით.