ჩინეთმა კოსმოსში ასტრონავტები გააგზავნა

„შენჩჟოუ-9-ს“ სტარტი
ჩინურმა კოსმოსურმა ჰომალდმა „შენჩჟოუ-9-მ“, რომლის ბორტზეც სამი ასტრონავტი (მათ შორის ერთი ქალი) იმყოფება, წარმატებულად აიღო სტარტი. ამ რაკეტის გაშვებით ჩინეთმა აბიციური მიზნები დაისახა და ჩაერთო კოსმოსური სივრცის ათვისებაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინური წარმოშობის ქალი ასტრონავტი პირველად იმყოფება ჰომალდის ეკიპაჟში.
 2012 წლის 16 ივნისის საღამოს, გობის  უდაბნოს შორეულ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ცზიუციუანის კოსმოდრომიდან სტარტი აიღო რაკეტა მატარებელმა. აფრენიდან რვა წუთში, განრიგის მიხედვით კაფსულამ დატოვა ორბიტა და გაშალა მზის ელემენტების პანელები.

აშშ საქართველოს ჰსთ-ს შექმნაში დაეხმარება


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტს აჯამებს. სპეციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონი საქართველოს საჰაერო, სანაპირო დაზვერვის და თავდაცვის სისტემის განვითარებაში დაეხმარება. სახელმწიფო დეპარტამენტი არც სამხედროების წვრთნაში დახმარებას გამორიცხავს.

Saab Skeldar V-200 — რუსეთის მორიგი უცხოური შენაძენი

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ИТАР-ТАСС“-მა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ შვედური უპილოტო შვეულმფრენის, Skeldar V-200-ის, შესყიდვის თაობაზე. შეთანხმება რუსეთსა და კომპანია Saab-ს შორის პარიზში, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა Eurosatory 2012-ზე, მოხდა.შვეულმფრენის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი Skeldar-ი შეიქმნა შვედური კომპანია CybAero-ს APID 55-ის ბაზაზე. მასზე მუშაობა 2004 წლიდან, ხოლო საფრენოსნო გამოცდები 2008 წლიდან მიმდინარეობს.
Saab Skeldar V-200
უპილოტო მზვერავი აღჭურვილია ამერიკული კომპანია FLIR Systems-ის შვილობილის, შვედური PolyTech-ის ოპტიკურ-ელექტრონული სისტემა Ultraforce 275-ით.

                                                                Saab Skeldar V-200-ის ტტმ:
Ultraforce 275

მზიდი ხრახნის დიამეტრი4.7 მ
სიგრძე4.0 მ
სიმაღლე1.3 მ
სიგანე1.2 მ
მაქსიმალური ასაწევი მასა200 კგ
სასარგებლო დატვირთვა40 კგ
საწვავის მაქსიმალური წონა55 კგ
ფრენის მაქსიმალური სიმაღლე2,400 მ
პრაქტიკული ჭერი4,500 მ
ფრენის დრო 5 სთ
მოქმედების რადიუსი150 კმ
ძრავის სიმძლავრე55 ცხ.ძ.
მაქსიმალური ჭერი130 კმ/სთ
ასაფრენად მოსამზადებელი დრო< 15 წთ

Skeldar V-200

ამჟამად უცნობია აღნიშნული შვეულმფრენის მიმართ სხვა დაინტერესებული მხარეების შესახებ, გარდა რუსეთისა და სავარაუდოდ ეს უკანასკნელი იქნება Skeldar V-200-ის პირველი მყიდველი.