Showing posts with label თავდაცვის სამინისტრო. Show all posts
Showing posts with label თავდაცვის სამინისტრო. Show all posts

ახალი ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი

10.04.2014 — დღეს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე (ვაშლიჯვარი) ქართული წარმოების ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების პრეზენტაცია-გამოცდა გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გერენარლ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. როგორც სააგენტო იპნ იტყობინება, სამხედრო ინსტრუქტორებმა ჯავშანჩაფხუტს და ჯავშანჟილეტს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებიდან (პისტოლეტებით: ТТ, Luger-Parabellum, Glock 21, ავტომატით АКМ და სნაიპერული შაშხანა СВД) ესროლეს და დაზიანების ხარისხი შეამოწმეს.
ჩაფხუტის წონა 1 200-1 500 გრამს შეადგენს. ჩაფხუტის შიდა აღჭურვილობა სრულად შეესაბამება თანამედროვე დამხმარე აღჭურვილობის მოთხოვნებს. ადვილია მისი თავზე მორგება-რეგულირება, ასევე უზრუნველყოფს დარტყმის ძალის შთანთქმას და ამორტიზებას.
ჯავშანჟილეტის წონა შეადგენს 3200 გრამს. დაცვის ფართი 42 დმ. კვადრატში ( საერთო წონა 2 ჯავშანფილით იცვლება და შეადგენს 5.5კგ-დან 10 კგ-მდე.)

შედარებისთვის: 
უახლესი რუსული ჩაფხუტის წონა 1 100 - 1 200 გრამს შეადგენს, ხოლო ჯავშანჟილეტი 6Б23 10,2 კგ იწონის




დამოუკიდებლობის დღე. ფიცის მიღება.

დღეს, 2013 წლის 26 მაისს, დამოუკიდებელობის დღესთან დაკავშირებით, წვრთნისა და განათლების სარდლობის ძირითადი საბრძოლო მომზადების (BCT) 72-მა კურსდამთავრებულმა საზეიმოდ დადო ფიცი. საზეიმო ცერემონიალი თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საპატიო ყარაულის მედროშეთა და საჩვენებელმა კოლოფებმა და სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საზეიმო მარშით რუსთაველის გამზირი ჩაიარა. საზეიმო სვლა ვარდების მოედანზე დასრულდა.
სერჟანტი ფიცის დადების ცერემონიალის მოლოდინში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს მიღებას...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იწვევს 18-დან-35 წლამდე მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმება შეუძლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირებს, ასევე, წვევამდელებს 18 წლის ასაკიდან. პირობები: მაღალი ანაზღაურება - 700 ლარი; 20-30%-იანი ზრდის პერსპექტივით; სამხედრო მოსამსახურის და მისი ოჯახის სოციალური და სამართლებრივი დაცვა; მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურება; გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტი; განათლება და პროფესიული ცოდნის ამაღლება; საერთაშორისო პროგრამებში და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა; თანამედროვე აღჭურვილობა; სრულფასოვანი კვება; საკონტრაქტო სამსახურისთვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში, მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად: ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, დაბეჭდილი) ფოტოსურათი 3X4 - 4 ცალი დაბადების მოწმობის ასლი განათლების მოწმობის ასლი; ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი პირადობის მოწმობის ასლი მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში) ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები ნარკოლოგიური ცენტრიდან ცნობა შ.ს. სამინისტროდან ცნობა (ნასამართლეობის) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (საპენსიო) განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) ფოტოსურათი 3X4 2 ცალი საბუთების მიღება წარმოებს ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ (გარდაბნის რ-ნი, სოფ კრწანისი) ასევე მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (ქ. ქუთაისი - ახალგაზრდობის გამზირი, პირველი შესახვევი) დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით განათლების სარდლობას 2 91 02 07; 5 77 19 95 68
Бук-М1

Гиацинт-Б