Showing posts with label ქსმ. Show all posts
Showing posts with label ქსმ. Show all posts

БМП-1-ის ჩეხური მოდერნიზაცია

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საბჭოთა БМП-1-ის ტიპის ქსმ-ი ძნელად უზრუნველყოფს ეკიპაჟსა და დესანტს ტყვიებისგან, ფუგასებისგან და მითუმეტეს კუმულატიური ჭურვებისგან. მისი დაუცველობა მსგავსი იარაღებისგან ავღანეთში საბჭოთა ჯარებმა საკუთარ „ტყავზე“ გამოსცადეს. გარდა დაუცველობისა БМП-1-ს აქვს კიდევ ერთი ნაკლი, - მისი 72 მმ. ქვემეხის, 2А28 «Гром»-ის, ამაღლების კუთხე 300 შეადგენს, რაც არ არის საკმარისი მთაგორიან რელიეფზე და ურბანულ პირობებში გამაგრებული მოწინააღმდეგის გასანადგურებლად.

"Технологии в машиностроении-2012"-ის ექსპოზიცია

27 ივნისიდან პირველ ივლისამდე ჟუკოვსკში იმართება მეორე საერთაშორისო ფორუმი "Технологии в машиностроении-2012" (ტექნოლოგიები მანქანათმშენებლობაში-2012). ღონისძიების ფარგლებში გაშლილია რუსეთში წარმოებული სახმელეთიო ტექნიკის ფართომაშტაბიანი გამოფენა/დემონსტრირება. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს გამოფენიდან ...




სირიელი მეამბოხეების შედევრი

სირიელი მეამბოხეების იმპროვიზირებული დაჯავშნული საბრძოლო მანქანა. 2012 წლის მაისი, ქ.ჰომსი.

სირიელმა მეამბოხეებმა საბრძოლო მანქანის აი ასეთი შედევრი შექმნეს. როგორც მეამბოხეთა საიტი zaman-alwsl.net იტყობინება, მანქანა წყობილია SUZUKI-ის შასიზე ქალაქ ჰომსში. „საბრძოლო მანქანა“ შედგება რამოდენიმე ფენა რკინისგან,ცხვირი სპეციალურად ბარიკადების გარღვევისთვის არის განკუთვნილი და შეიარაღებულია მანქანის კუდში დაყენებული 12,7 მმ დეგტიარევ-შპაგინის მსხვილკალიბრული ტყვიამფრქვევით(ДШК). ოპოზიციური საიტის ცნობით, მას მიანიჭეს აღნიშვნა T-HOMS75 და უკვე რამოდენიმე ერთეული არის დამზადებული.

ჩინური ახალი MRAP-ი Inner Mongolia-სგან

პეკისნის მე-6 საერთაშორისო საპოლიციო აღჭურვილობის გამოფენაზე კომპანია Inner Mongolia First Machinery Group(ჩინეთის №617 სატანკო ქარხანა) წარმოადგინა MRAP-ის კლასის მანქანის საცდელი მოდელი. ექსპერტების მოსაზრებით აღნიშნული მანქანა არაფრით ჩამოუვარდება თავის დასავლელ მეგობრებს, შეესაბამება ნატოს ყველა სტანდარტსა და საუკეთესოა ჩინეთის მიერ წარმოებულ ჯავშანმანქანებს შორის.
მთავარი კონსტრუქტორის, ფენ იბოს, განცხადებით მანქანა იწონის 10500 კგ., გააჩნია 210 კვტ. სიმძლავრის ძრავა და ავითარებს 120 კმ/სთ. სიჩქარეს. სიჩქარის გადაცემათა კოლოფი მექანიკურია, აქვს ექვსი წინა და ერთი უკანა გადაცემა. მას შეუძლია გადაიყვანოს 8 ადამიანი(მძღოლის ჩათვლით) და დაიცვას მანქანის ქვეშ აფეთქებული 7 კგ. მასის ასაფეთქებლისგან და 10 კგ. ასაფეთქებელი მოწყობილობისგან, იმ შემთხვევაში თუ აფეთქდება უშუალოდ ბორბლის ქვეშ მოხდება. ჯავშანი ეკიპაჟს იცავს 30 მეტრიდან შაშხანიდან გახსნილი ცეცხლისგან.
მანქანას შეუძლია გადალახოს 400 მმ. სიმაღლის და 800 მმ სიღრმის ბარიერები, ასევე ავიდეს 60 გრადუსიან აღმართზე და იაროს გზის 30 გრადუსიანი დახრილობისას.


აშშ-ს ჯარების „შოპინგი“

2012 წლის 17-დან 25 მაისამდე შეერთებული შტატების ჯარები ფორტ-ბლისის სამხედრო ბაზასა და პოლიგონ უაიტ-სანდსზე პროექტ GCV-ის ფარგლებში ხუთ ქვეითთა საბრძოლო მანქანას ცდიდა. საცდელ მანქანებს შორის იყვნენ ებრაული მძიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა «Namer»-ი, შვედური «BAE Systems Hagglunds CV9035», General Dynamics-ის  «Stryker Double-V Hull - SDVH» V-ს მაგვარი ორმაგი ძირით და BAE Systems-ის ორი ქსმ-ი, მოდიფიცირებული «M2A3 Bradley» და Bradley-ის ბაზაზე აწყობილი უკოშურო ჯავშანტრანსპორტიორი «Turretless Bradley».კონკურსზე ასევე განიხილებოდა გერმანული «Krauss-Maffei Wegmann/Rheinmetall Puma», მაგრამ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, რადგან აღნიშნული მანქანი მოდელი არ იყო წარმოდგენილი საველე გამოცდებზე.
პროექტი GCV-ი ითვალისწინებს აშშ-ს ჯარების შეიარაღებაზე პერსპექტიული, ახალი, მაღალი დაცულობის მქონე ქვეთთა საბრძოლო მანქანის მიღებას, რომელიც სავარაუდოდ 2017 წლისთვის უნდა იქნეს მოწოდებული შეიარაღებულ ძალებში.

Namer
Stryker Double-V Hull - SDVH
M2A3 Bradley და Turretless Bradley
BAE Systems Hagglunds CV9035