Showing posts with label საფრანგეთი. Show all posts
Showing posts with label საფრანგეთი. Show all posts

ჩავარდნილი ფრანგული სპეცოპერაცია

ფრანგული სპეცოპერაცია სომალიში, რომელიც მიზნად ისახავდა 2009 წელს მძევლად აყვანილი ფრანგი ჯაშუშის გათავისუფლებას ფრანგების მარცხით დასრულდა. შეტაკება ფრანგ სპეცრაზმელებსა და აშ-შაბაბის დაჯგუფების მებრძოლებს შორის გაიმართა ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოდან სამხრეთით 110 კილომეტრში. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიერგავრცელებული ინფორმაციით ლიკვიდირებულ იქნა 17 ისლამისტი ტერორისტი. ამავე დროს, დანაკარგები აქვთ ფრანგულ მხარესაც: 1 გარდაცვლილი, 1 მძევლად აყვანილი. როგორც ფრანგული მხარე იტყობინება, ოპერაციის მიმდინარეობისას მძევლად აყვანილი ფრანგი ჯაშუში, რომელიც დენი ალეკსის ფსევდონიმს ატარებდა გარდაიცვალა, ამ ინფორმაციას აშ-შაბაბი არ ადასტურებს.
შეგახსენებთ ფრანგული სპეციალური ოპერაციების ძალები შაბათს 12 იანვარს შვეულმფრანებით ქალაქ ბულო-მარერში გადმოსხეს.
გთავაზობთ ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ფოტოებს, რომელზეც გარდაცვლილი ფრანგი ჯარისკაცია ასახული თავისი აღჭურვილობით.

Thales-მა რუსეთთან კონტრაქტი გააფორმა


Catherine XP

საერთაშორისო სამხედრო გამოფენა Eurosatory 2012-ის გახსნის დღეს, პარიზში, ფრანგულ კომპანია Thales-სა და რუსულ «Рособоронэкспорт»-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლეს თანახმადაც რუსეთის ტერიტორიაზე, ვოლგოგრადის  ოპტიკო-მექანიკურ ქარხანაში დაიწყება ფრანგული ფირმის სითბური ხედვის კამერების Catherine XP-ის ლიცენზიური წარმოება. 2007 წელს რუსეთმა Thales-ისგან 100 ერთეული Catherine XP-ის წინამორბედი, Catherine FC ტიპის სითბური ხედვის კამერა შეიძინა, რომლებიც შემდგომ T-90A-ტიპის ტანკებზე დამონტაჟდა. ახალი თაობის  Catherine XP-ის კამერებს გააჩნიათ მაღალი გარჩევადობა (768 х 576) და სამიზნის აღმოჩენის გაცილებით დიდი სიშორე. ამის გარდა მისი წონა წინამორბედისგან სიმსუბუქით(3 კგ.) და ენერგიის მოხმარების ეკონომიურობით გამოირჩევა.
Catherine FC
2011 წლისათვის, ფრანგულმა ფირმამ 600-მდე შეკვეთა მიიღო Catherine XP-ის მიწოდებაზე.
აღნიშნული ტიპის სითბური ხედვის კამერებს იყენებს: სადღეღამისო სამიზნეზე Sagem MOP-ი რომელიც ფრანგულ ჯტრ VBCI-ზეა დამონტაჟებული, ბელგიური ჯარის სადაზვერვო ჯავშანტრანსპორტიორი Pandur-ი, ასევე ის დამონტაჟებულია Saab UTTAS-ის მემიზნის სტაბილიზირებულ სამიზნე მოწყობილობაზე რომელიც გამოიყენება ჰოლანდიის კუთვნილ ქვეითთა აბრძოლო მანქანა CV9035NL Mk III-სა და დანიის შეიარაღებული ძალების ქსმ  CV9035DK-ზე

Eurosatory 2012 (ნაწილი მე-4)

გთავაზობთ Eurosatory 2012-დან ფოტორეპორტაჟის მე-4 ნაწილს.
Streit Group -ის MRAP -ის კლასის Jaguar -ი
Amarok M
Samson Junior-ი არალეტალური შეიარაღებით
აქტიური დაცვის სისტემა Trophy Light
БТР-4
Controp T-VIEW Guardium UGV -ზე
Controp M-STAMP Multi Sensor
Volkswagen Amarok M
Controp SPEED-V Payload

Eurosatory 2012 (ნაწილი მე-3)

გთავაზობთ Eurosatory 2012-დან ფოტორეპორტაჟის მე-3 ნაწილს.
Bright Arrow Soft, IMI
Tactical ATV
Oto Melara 76 მმ.
BMPT
T-90MS
Iveco-ს MPV VTMM 4x4
Marder-ი Oto-Melara-ს 105 მმ. ქვემეხითა და ახალი ჯავშნით
VAB Mk3
Rheinmetall Defence-ის  Amarok M-ი

Thales  F90
Thales Rapidfire

Telemos.

Eurosatory2012(ღია კარის დღე პრესისთვის)(ნაწილი 1-ლი)

9 ივნისს პარიზში, საერთაშორისო სამხედრო  გამოფენა Eurosatory 2012-ზე პრესისთვის ღია კარის დღე გაიმართა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს პარიზიდა.
ჯავშანმანქანა Bastion Acmat-ი და მსუბუქად შეჯავშნული ტაქტიკური მანქანა ALTV SC Acmat-ი

 122 მმ. თვითმავალი საარტილერიო დანადგარი WMA020
105 მმ. ტანკსაწინააღმდეგო მანქანა WMA301
81 მმ. თვითმავალი სწრაფმსროლელი ნაღმტყორცნი CS/SM1

300/3007 მმ. ზალპურიი ცეცხლის რეაქტიული სისტემა AR3ზალპურიი ცეცხლის რეაქტიული სისტემა SR5
Bastion Acmat-ი(მარცხნიდან) და M-ATV Oshkosh-ი(მარჯვნიდან)

Bastion Acmat-ი
M-ATV Oshkosh-ი
მოდულური ხიდგამდები მანქანა MLC 80 - CNIM
დაჯავშნული სატვირთო Kerax 8x8
მსუბუქი ჯავშანმანქანა Sherpa Renault(მარცხნიდან პირველი), Bastion Acmat-ი(შუაში), M-ATV Oshkosh-ი(მარჯვნიდან პირველი)





საფრანგეთმა ავღანეთში ოთხი ჯარისკაცი დაკარგა


საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთის აღმოსავლეთით მომხდარ შეტაკებას შეიარაღებული ძალების ოთხი სამხედრო ემსხვერპლა და ხუთი დაიჭრა. ამრიგად 2001 წლიდან მოყოლებული საფრანგეთმა ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში, 87 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, კაპისაში ფრანგული კონტინგენტი მოინახულა 
 აღნიშნულ ფაქტზე თალიბანმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კაპისას პროვინციაში ნატოს კოლონაზე თავდასხმა ფარანჯიანმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.



საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მწუხარება გამოთქვა ფრანგი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. პრეზიდენტმა მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაანონსა, რომ ფრანგული კონტინგენტი ავღანეთს 2012 წლის ბოლომდე დატოვებს, ნატოს ძირითადი ძალების გასვლამდე ორი წლით ადრე. ავღანეთში ამჟამად 130 000 უცხოელი სამხედრო მსახურობს, მათ შორის
3 300 ფრანგი სამხედროც.

ფრანგული „ლეკლერკის“ კოშკურა

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფრანგული ძირითადი საბრძოლო ტანკის, „ლეკლერკის“, კოშკურის საინტერესო სურათები. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.
სურათზე ჩანს კოშკურის ცენტრალური ნაწილი და მემიზნის სამიზნე მოწყობილობის ადგილი.
სურათიდან გამომდინარე, ჯავშანი ამ მიდამოებში შესამჩნევად თხელია.
კოშკურის ზემო ხედიდან ჩანს ამაღლება შუა ნაწილში, რაც ხელს უწყობს ქვემეხის დამონტაჟებასა და საჭირო ამაღლებისა და დაქანების კუთხეებს. მემიზნისა და მეთაურის განთავსების ადგილები შედარებით დადაბლებულია, ამით კონსტრუქტორებმა წონაში მოიგეს.

პანორამული ხედვის ბუდე და მემიზნის ხედვის სტატიკური მოწყობილობები
კოშკურის შიგნითა ხედი
კოშკურის შიგნითა ხედი