ჩავარდნილი ფრანგული სპეცოპერაცია

ფრანგული სპეცოპერაცია სომალიში, რომელიც მიზნად ისახავდა 2009 წელს მძევლად აყვანილი ფრანგი ჯაშუშის გათავისუფლებას ფრანგების მარცხით დასრულდა. შეტაკება ფრანგ სპეცრაზმელებსა და აშ-შაბაბის დაჯგუფების მებრძოლებს შორის გაიმართა ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოდან სამხრეთით 110 კილომეტრში. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიერგავრცელებული ინფორმაციით ლიკვიდირებულ იქნა 17 ისლამისტი ტერორისტი. ამავე დროს, დანაკარგები აქვთ ფრანგულ მხარესაც: 1 გარდაცვლილი, 1 მძევლად აყვანილი. როგორც ფრანგული მხარე იტყობინება, ოპერაციის მიმდინარეობისას მძევლად აყვანილი ფრანგი ჯაშუში, რომელიც დენი ალეკსის ფსევდონიმს ატარებდა გარდაიცვალა, ამ ინფორმაციას აშ-შაბაბი არ ადასტურებს.
შეგახსენებთ ფრანგული სპეციალური ოპერაციების ძალები შაბათს 12 იანვარს შვეულმფრანებით ქალაქ ბულო-მარერში გადმოსხეს.
გთავაზობთ ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ფოტოებს, რომელზეც გარდაცვლილი ფრანგი ჯარისკაცია ასახული თავისი აღჭურვილობით.




















No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი