აშშ-ს სპეცსამსახურების გადამდგარი თანამშრომლის ლექცია სოფიის უნივერსიტეტში.
სოფია 2001 წ.
ნაწილი I.
შეგახსენებთ, რომ საქართველო, საბჭოთა დროს ერთერთი ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა სსრკ-ში, ასევე ძლიერ ესწრაფოდა რუსეთის გავლენიდან გამოსვლას, როგორც ბალტიის ქვეყნები, რომლებზეც უკვე ვთქვი. პირველმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გაატარა
პოლიტიკა, რომლის გაკოტრება თვალნათელი იყო თავიდანვე. მისი რუსებთან კავშირები ჩვენგან არ იყო საიდუმლო. საჭიროა ვთქვათ, რომ მაშინ ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიას ჩვენ ვიხილავდით როგორც რუსების გავლენის ერთადერთ ზონას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაწვრილებით აგიხსნათ თქვენ, ბატონებო, რა აზრს ვატანთ ჩვენ, ამერიკელები, გამონათქვამს «გავლენის სფერო». გავლენის სფერო ჩვენთვის – ეს არის უპირველეს ყოვლისა სტაბილიზაციის ზონა. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ესა თუ ის ქვეყანა არის ჩვენი გავლენის სფერო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვგეგმავთ იქ სამოქალაქო მშვიდობის დამყარებას უპირველეს ყოვლისა. სამოქალაქო მშვიდობაში მყოფ ქვეყანაზე გავლენის მოხდენა გაცილებით ადვილია. ამ ქვეყნის ხალხზე გავლენა ადვილია. შეიძლება ეს ცინიკურად ჟღერს, მაგრამ გეტყვით თქვენ – დიახ, ჩვენ ცინიკოსები ვართ. ჩვენ ცინიკოსები ვართ როცა საქმე ეხება იმას, რომ ხალხი ერთმანეთს უსასრულოდ არ ხოცავდეს. როცა საქმე ეხება იმას, რომ არ იხოცებოდნენ ბავშვები, დიახ ჩვენ მაშინ ცინიკოსები ვართ. ჩვენ წავალთ ნებისმიერ ცინიკურ ნაბიჯზე, რათა შევაჩეროთ ძალადობა. და რა თქმა უნდა, რათა ფული ვაკეთოთ! – ვხუმრობ!
ჩვენ, რა თქმა უნდა, უკვე მაშინ ვანიჭებდით ამ რეგიონს სტრატეგიულ მნიშვნელობას. მე ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიას. პრობლემა იმაშია, რომ ამ რეგიონის ცენტრალური ქვეყანა – საქართველო, გახლავთ არამხოლოდ მოსახერხებელი სატრანსპორტო კორიდორი. ნამდვილი პრობლემა – არის ის, რასაც ჩვენ დომინოს ეფექტს ვუწოდებთ. დესტაბილიზაცია საქართველოში იწვევს დესტაბილიზაციას ყველასთვის უკლებლივ, მისი მეზობლებისთვის. თურქეთისთვისაც კი. ამ შემთხვევაში მეზობელი ქვეყნები დაუყონებლივ დაიწყებენ საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვების მცდელობას. მაგალითად აზერბაიჯანისთვის ეს არის ერთადერთი გზა დასავლეთზე, რუსულის გარდა. რუსული გზა მისთვის ყოველთვის იქნება საფრთით აღსავსე, რადგან იმ პრობლემების გარდა რასაც მოაქვს მონოპოლიზმს, ყოველთვის არსებობს დაღესტანთან სასაზღვრო კონფლიქტის ჰიპოტეტიური შესაძლებლობა. სომხეთისთვის, რომელიც იმყოფება უსიამოვნო, მაგრამ უცილობელ მეზობლობაში აზერბაიჯანთან და თურქეთთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა დაამყაროს ნებისმიერი კორიდორი, რომელიც დააკავშირებს მას რომელიმე მესამე არამტერ ქვეყანასთან. მინდა შევნიშნო, რომ დღეს სომხეთი აწარმოებს აქტიურ ურთიერთობებს ირანთან, რომლებსაც ჩვენ არ მივესალმებით. ჩვენ ვიცით, რომ ენერგიის და საკვები საშუალებების სომხეთში მიწოდების სე გზა უეჭველად მოახდენს გავლენას რეგიონის სტაბილურობაზე, რადგან სომხეთი ამჟამად სრულად არის დამოკიდებული რუსულ აირზე. მაგრამ სრულ მაშტაბიან ეკონომიკურ თანამშრომლობამდე სომხეთსა და ირანს შორის ჯერ კიდევ ძალიან შორია, 1992 წელს კი თუ საქართველოში ქაოსი გაიმეფებდა, სომხეთი იძულებული გახდებოდა მოეძებნა და უზრუნველყო სასიცოცხლო გზა თავისთვის. რა თქმა უნდა, თურქეთი ამას შეეწინააღმდეგებოდა. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თურქეთს აქვს თავისი ინტერესები ამ რეგიონში. თურქეთს სჭირდება მეგობრული მეზობელი ჩრდილოეთში. ნებისმიერი სომხური კორიდორი ჩრდილოეთში ჭრის პოტენციურ თურქულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ გზებს აზერბაიჯანიდან თურქეთში. მაშინ აზერბაიჯანული ნავთობი წავა რუსეთში. სამხედრო დაპირისპირება თურქეთსა და სომხეთს შორის აურიდებელი იქნებიოდა ჩემს მიერ დასახელებული მიზეზების გამო. სავარაუდოთ სომხეთის მხარეს დაიჭერდა რუსეთი. რუსული ინტერესები რეგიონში ასევე დიდიდა, მაგრამ თუ ერთთათვის ეს ინტერესი არის გადარჩენის – მეორეთთათვის ეს არის უწინდელი საზღვრების აღდგენის ინტერესი. თვალნათელია, რომ თურქეთი არ დაუშვებს რომ მის კონტაქტებს აზერბაიჯანთან რომელიმე ქვეყანა აკონტროლებდეს. საქართველო თვითონ ამას არასოდეს არ იზავს. მას შეუძლია ბევრი სარგებელი მიიღოს ამ კონტაქტებიდან. რაც მეტია კონტაქტი, მით მეტია სარგებელი. მაგრამ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველო, ამას აუცილებლად გააკეთებდა.
ამგვარად, საქართველოს დესტაბილიზაციის შემთხვევაში ყალიბდება ორი ჯგუფი – აზერბაიჯანი და თურქეთი ერთისმხრივ. რუსეთი და სომხეთი მეორესმხრივ. ანუ შესაძლებელია სამხედრო კონფლიქტი, რომელშიც ერთ მხარეს იქნებიან რუსები, მეორე მხარეს – ნატოს წევრი ქვეყანა.
აღსანიშნავია, ის რომ თურქეთის მოკავშირეები ნატოდან რა თქმა უნდა გაგებით ეკიდებიან თურქულ ინტერესებს. მაგრამ ჩვენს მიერ განხილულ ვარიანტში ხომ არ არის საფრთხე თურქული ტერიტორიისთვის ან მისი საზღვრებისთვის.
ანუ ამ კონფლიქტში ალიანსის მონაწილეობა იქნებოდა საკამათო. ყოველ შემთხვევაში საბერძნეთის ნეგატიურ რეაქციაში ჩვენ ეჭვი არც გვეპარებოდა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთ-თურქეთ-საქართველოს საზღვრების სამკუთხედში ბევრი ეთნიკური ბერძენი ცხოვრობს. ანუ ალიანსის ერთიანობა დაირღვებოდა. თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობების მძიმე ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით კრიტიკულ გართულებებს მთელ ნატოში. შესაძლებელია თურქულ საზოგადოებას აეწია საკითხი ნატოდან გამოსვლის თაობაზე. იარესებებდა შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი რეალობა გამხდარიყო. მაგრამ თუ თურქეთი გამოდის ნატოდან, იმსხვრევა მცირე აზიის უსაფრთხოების მთელი სისტემა. თურქეთ-საბერძნეთის სამხედრო დაპირისპირება ხდება თითქმიოს აურიდებელი. არ ღირს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მოსკოვში ეს ბევრს აწყობს. ამის დაშვება აშშ-ს რასაკვირველია არ შეეძლო.
და მთელი ეს რეგიონალური აპოკალიფსი ხდება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ პატარა საქართველოს ტერიტორიაზე ქაოსის შედეგად ტვირთის და რესურსების ტრანსპორტირება შეუძლებელი გახდება. ამიტომ, როცა გამსახურდიამ რუსების ჩაწოდებით ოსური ავტონომიის ლიკვიდაციას შეეცადა, ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვაკვირდებოდით სიტუაციას რეგიონში. აქ ასევე უცნაური არის სხვა ქართველი პოლიტიკოსის, ედუარდ შევარნაძის ქცევა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ იგი იყო სსრკ-ის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. მას გააჩნია გარკვეული გამოცდილება.
მითუმეტეს უცნაურია, რომ მან მიიღო რუსების შემოთავაზება საქართველოს ხელმძღვანელობის თაობაზე. მან ხომ იცის ქართველების ხასიათი. თუ ინგლისელი მხარს უჭერს კონსერვატორებს იმიტომ, რომ კონსერვატორებს უჭერდნენ მხარს მისი პაპა, მამა და ბიძა, ამერიკელი იმიტომ აძლევს ხმას დემოკრატებს, რომ მოსწონს მათი პროგრამა, ქართველებმა მხარი დაუჭირეს გამსახურდიას იმიტომ, რომ იგი იყო პირველი დამოუკიდებელი პრეზიდენტი! ამაში არ არსებობდა არანაირი ლოგოკა! აბსოლუტურად ნათელი იყო გამსახურდიას დამანგრეველი პოლიტიკა, მაგრამ ბევრი ქართველი თავისი ემოციების ტყვე აღმოჩნდა. გამსახურდიასთვის თავიდან მხარდაჭერით, მათ არ შეეძლოთ უარი ეთქვათ გამსახურდიას მხარდაჭერაზე მაშინაც, როცა სიტუაცია უარესობისკენ წავიდა. შევარნაძემ იცოდა, გამსახურდიას ეყოლება მხარდამჭერები, რომლებიც მას ბოლომდე დაუჭერენ მხარს. ანუ მან იცოდა, რომ საქართველოში იქნებოდა სამოქალაქო ომი. და წავიდა ამ ნაბიჯზე. სწორედ ამ დროს შეგვექმნა ჩვენ შთაბეჭდილება იმაზე, რომ რუსეთს საერთოდაც არ სჭირდებათ საქართველოს სტაბილურობა. ოსურ ავტონომიაში კონფლიქტიც კი შედიოდა სტაბილიზაციის სურათში. რუსების დახმარებით ეს დაპირისპირება გაჩაღდა, და მათივე დახმარებით იგი შეჩერდა. მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი იყო მინიმალური პოსტსაბჭოთა სხვა კონფლიქტებთან შედარებით. ამ სიტუაციაში გამსახურდიასთვის თავისი ძალის ჩვენებით, რუსებს მეგობრობის ხელი უნდა გაეწოდათ. მათ შეეძლოთ მცირე ხანში საკმაოდ გაეძლიერებინათ გამსახურდიას ხელისუფლება. რუსები კი მიიღებდნენ საქართველოს პირდაპირ იმ ლიდერის ხელიდან, ვინც თავდაპირველად ანტირუსული რიტორიკით გამოირჩეოდა. ეს იქნებოდა პირველი კლასი!
მაგრამ მათ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის მხარდაჭერა არჩიეს. აი მაშინ კი ჩვენ საბოლოოდ დავრწმუნდით სტაბილურობაზე ჩვენი და რუსების შეხედულებების განსხვავებაში.
გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ, 1992 წელს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში შეიქმნა მდგომარეობა, რომლის დროს ერთი შეხედვით ქართული სამთავრობო ძალების მხრიდან აუცილებელი იყო ძალისმიერი ზომების მიღება. ახლა ამას «მაკედონიურ ვარიანტს» დაარქმევდნენ. თქვენ ეს კარგად უნდა ნახოთ მაკედონიაში ალბანელების მაგალითზე. ცენტრალრი მთავრობისთვის დაუმორჩილებელი ეთნიკურად განსხვავებული შეიარაღებული ადამიანები ავსებენ სოფლურ ტერიტორიას. მათ შეიძლება განსხვავებულად იმოქმედონ.მაკედონიაში ისინი დევნიდნენ და კლავდნენ პოლიციელებს. აფხაზეთში დაიწყეს მატარებლების გაჩერება და ძარცვა. ის რკინიგზა, რომელიც გადის რუსეთიდან საქართველოში, და ამარაგებს ასვე სომხეთსაც გადაჭრილი აღმოჩნდა. საქართველო და სომხეთი აღმოჩნდნენ ბლოკადაში. რუსეთმა და სომხეთმა შევარნაძეს მოსთხოვეს რკინიგზაზე კონტროლის აღდგენა. შევარნაძე დაუკავშირთა აფხაზთა ეთნიკურ ლიდერს, არძიმბას და მიიღო თანხმობა ცენტრალური ხელისუფლების საჯარისო შენაერთების შეყვანაზე. მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. აფხაზური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაშლის მცდელობამ გამოიწვია დაპირისპირება მთელ აფხაზურ მოსახლეობასთან. როგორც კი ეს არძიმბამ დაინახა, მან ითავა სეპარატისტების ხელმძღვანელობა და შევარნაძე აგრესორად გამოაცხადა. რატომ წამოეგო ასე ადვილად შევარნაძე პროვოკაციას, როცა იცოდა თავისი შენაერთების ხარისხის შესახებ, ეს ჩემთვის დღესაც აუხსნელია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აღარაფერს წყვეტდა. რუსული გეგმის თანახმად, თუ ქართველები დროულად არ შიყვანდნენ ჯარებს, მაშინ დაიწყებოდა ქართველი მოსახლეობის დარბევა-დაწიოკება. ამ შემთხვევაში ჯარების შეყვანა გარდაუვალი იქნებოდა.
ნაწილი II
როგორც ცნობილია კონფლიქტური რეგიონის ეთნიკურ სურათს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. უფრო მეტიც, თუ იცი რეგიონის ეთნიკური სურათი, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ურთიერთქმედების თავისებურებები, მთავრობას, სერიოზული სამხედრო შენაერთების უქონლობის პირობებშიც, შეუძლია მოახდინოს პრევენციული ქმედებები იქამდე, სანამ მდგომარეობა უმართავი გახდება. ამ შემთხვევაში პროპაგანდა არის საუკეთესო იარაღი. სხვა შემთხვევაა, როცა მართვადი კონფლიქტის გაჩაღებისას მთავრობას უწევს დაუპირისპირდეს მძლავრ კონტრპროპაგანდას.
მიუხედავად ამისა ნებისმიერ რთულ რეგიონში მთავრობა ვალდებულია იცნობდეს პოლიტიკურ ლიდერებს, ჰქონდეს მუდმივი კავშირი, საჭიროა მათი ჩართულობა რაიმე საზოგადოებრივ პროცესში. მეტიც, გარდა ოფიციალური ლიდერებისა საჭიროა კონტაქტების შენარჩუნება ხალხთან, რომლებიც სარგებლობენ მაღალი ავტორიტეტით თავის ეთნიკურ ჯგუფებში – მასწავლებლები, ექიმები, არტისტები, მეცნიერები. კონფლიქტის პროვოცირების შემთხვევაში, რჩება უკუკავშირის შესაძლებლობა. წინასწარ შერჩეულ უნდა იქნას არგუმენტების ნაკრები, სტერეოტიპული შემთხვევები, რომლებიც კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში მის შეჩერებას შეძლებს. თავისმხრივ, მოწინააღმდეგე იმდენად ცდილობს ყოველგვარი სამშვიდობო მოლაპარაკება აღკვეთოს, რომ როგორც წესი მიმართავს სისხლიან პროვოკაციებს, რომლის შემდეგ დიალოგი თითქმის შეუძლებელი ხდება. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში საუბარი არ მიდის იმის თაობაზე, თუ როგორ დავბლოკოთ კონფლიქტის დაწყება, არამედ თუნდაც როგორ შევამჩნიოთ მართვადობის ნიშნები. ასეთი ნიშნებია – ძალადობრივი დანაშაულებების რიცხვის ზრდა, რომლის მსხვერპლი როგორც წესი ერთსა და იმავე ეთნიკურ ჯგუფს ან რელიგიურ მიმდინარეობას მიეკუთვნება, დამნაშავეები კი ან ვერ მოიძებნა ან და მიეკუთვნებიან ანტაგონისტურ დაჯგუფებას. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს საშინელი მოვლენების შესახებ ჭორების გამოჩენას, რომელიც მოხდა წარსულში ან აწმყოში. ხელოვნურად აგორებული ჭორების დამახასიათებელი თავისებურება ის არის, რომ კონფლიქტის მომავალ მხარეებში ეს ამბები სარკისებურად მსგავსია. მაგალითად ჩნდება ჭორები მცირეწლოვანის მოკვლის ან შეურაწყოფის შესახებ. კონფლიქტის ორივე მხარეს ეს ჭორები დეტალებში განიხილება – განასხვავებენ მხოლოდ ბოროტმოქმედის და მსხვერპლის ჯგუფურ კუთვნილებას. მსხვერპლის რანგში განიხილავენ ან ბავშვებს ან ახალგაზრდა გოგონებს. ეს არ ტოვებს მცირე შესაძლებლობასაც კი, რომ პროვოცირებული ჯგუფის მამაკაცები დარჩებიან გულგრილნი. კიდევ ერთი საერთო ნიშანი არის საფლავების შეურაწყოფა, სხვადასხვა ჯგუფებისთვის შეურაწმყოფელი წარწერების გამოჩენა და ასე შემდეგ. მთავრობა მომავალი საშიშროების შესახებ უნდა გააფრთხილონ სპეცსამსახურებმა.
მაგრამ დავუბრუნდეთ აფხაზეთს. აფხაზეთის ეთნიკური შემადგენლობა ძალზედ არაერთგვაროვანი იყო. ომამდე ყველაზე დიდი თემი იყო ქართული, შემდეგ თითქმის თანაბარი პროპორციებით მოდიოდნენ აფხაზები და სომხები, ხოლო შემდეგ ბერძნები და რუსები. ყურადღებით შეხედეთ რუკას. აი აფხაზეთი. ახლა კი შეხედეთ – ქალაქ ახალქალაქის რაონი საქართველოს სამხრეთით დასახლებულია სომხებით და აი აქ აღმოსავლეთით ცხოვრობენ ბერძნები. ნათელი ხდება, თუ რატომ დაისახეს მიზნად კონფლიქტის დამდგმელებმა ქართველების წინააღმდეგ დაპირისპირებაში სომხების და ბერძნების ჩართვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული ძალები გაიმარჯვებდნენ აფხაზეთში, ამას მოყვებოდა სრულად გასაგები მაცხოვრებელი სომხების და ბერძნების უფლებების დროებითი შეზღუდვა. ეს დაუყონებლივ გამოიწვევდა საქართველოს სამხრეთში კონფლიქტის ახალი კერების გამოჩენას. თუმცა, ბერნული სათვისტომოს წარმომადგენლებმა შეინარჩუნეს კეთილგონიერება და არ ჩაერთნენ სისხლისღვრაში. მნიშვნელოვანი როლი ამაში რეგიონში აქტიურად მოქმედმა ბერძნულმა სპეცსამსახურებმა შეასრულეს. სომეხმა ლიდერებმა პირიქით – მიიღეს რა სოლიდური ფულადი ჯილდო, ჩაერთნენ კონფლიქტში აფხაზეთის მხარეს. უნდა ითქვას, რომ სომხური სათვისტომო იყო კარგად ორგანიზებული და აფხაზებს არსებითი დახმარება გაუწიეს.
კონფლიქტის სამხედრო მიმდინარეობა არ წარმოადგენს ინტერესის სფეროს. რუსებმა, რომლებსაც მრჩვევლები ორივე ბანაკში ჰყავდათ, განაიარაღეს და დემორალიზება გაუკეთეს ისედაც ძნელად სამართავ ქართულ შენაერთებს, და ამით ნება დართეს აფხაზებს რამდენჯერმე დაერღვიათ ზავი, რომლის გარანტორადაც თვითონ რუსები იყვნენ. მათი ავიაცია და ფლოტი საცეცხლე მხარდაჭერას უწევდა სეპარატისტებს. მოცემული კონფლიქტის უჩვეულო მიმდინარეობა იყო ის, თუ როგორ გამოიყენეს შედაქართული დაპირირსპირებები. აქ უნდა ვთქვა, რომ ვინც კონფლიქტს იწყებს ისვე ამთავრებს მას. ამასთან პოსტკონფლიქტური მდგომარეობა უნდა მისაღები იყოს ინიციატორისთვის. უნდა შეიქმნას გარემო კონფლიქტის შედეგების შესაძლო დიდი ხნით კონსერვაციისთვის მმართველი-ქვეყნის ინტერესების გატარებით. თქვენ ეცნობოდით საქართველოს და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონის სიტუაციას, თქვენ უნდა გაცნობოდით დამკვირვებლების მოხსენებებს. არის კი რაიმე ნიშნები რომლებიც რუსული პოზიციების გამტკიცებაზე მეტყველებენ? არა, და პირიქითაც. მიუხედავად ამისა, ასეთი გამტკიცება რეალური იყო, მაგრამ ჩვენთვის დიდი ხანი გაუგებარი იყო რასი მიღწევა სურდათ მათ. ამგვარად, მას შემდეგ რაც გამოაცხადეს მორიგი ზავი ქართულმა მთავრობამ გამოიყვანა ძალები სოხუმიდან ფოთში ზღვით, რადგან სახმელეთო კომუნიკაციები გადაჭრილი იყო სეპარატისტების მიერ. და პარალელურად ხდება ორი მოვლენა – აფხაზები არღვევენ ზავს და უტევენ სოხუმს, ხოლო გამსახურდიას ლოიალური ძალები თავს ესხმიან ფოთში განლაგებულ ქართულ ძალებს. ყველგან ქაოსია, წინააღმდეგობის არ არსებობა. აფხაზები მაშინვე მიდიან მდინარე ენგურამდე, მთელი დასავლეთი საქართველო კი ქაოსში იძირება. მხოლოდ მაშინ გახდა ნათელი კონფლიქტის ორგანიზატორთა მიზანი. შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ეს დაადასტურეს. შევარნაძე თვითონ მიმართავს მათ დახმარების თხოვნით – ფაქტიურად ეს იყო მისი კაპიტულაცია, მაგრამ ამით მან დიდ მსხვერპლს აარიდა თავი. რუსებმა სასწრაფოდ გადმოსხეს საზღვაო დესანტი, დაბლოკეს პორტები, განაიარაღეს სამთავრობო ძალები და თავისი მოკავშიეები, გამსახურდიას მომხრეები. დაამყარეს სრულ კონტროლი პორტებზე, რკინიგზაზე და სატრანსპორტო კომუნიკაციებზე. ეს ყველაფერი განხორციელდა მას შემდეგ, რაც შევარნაძე დათანხმდა რუსი სამხედროების პირობებზე – სამხედრო საზღვაო ბაზა ფოთში, სამხედრო ბაზა ზუგდიდში, გარნიზონის განლაგების შეთანხმება სამტრედიასა და სენაკის პუნქტებში. ახლა კი შევხედოთ რუკას. სამხედრო ბაზების ჯაჭვი საქართველოს ჩრდილოეთიდან სამხრეთით და შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით (გუდაუთა, ზუგდიდი, ფოთს პორტი – განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა სევასტოპოლის პორტის გაურკვეველი სტატუსის პირობებში, შემდეგ სამტრედია – კომუნიკაციური კვანძი, შემდეგ სამხრეთით ბათუმი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ახალქალაქი)
შესაძლებელს ხდიდა შეექმნათ კონტროლირებადი ტერიტორიის სარტყელი დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს კვეთდა ზღვისგან და თურქეთთან ურთიერთობისგან. მოკავშირე სომხეთმა პირდაპირი სატრანსპორტო კორიდორი მიიღო რუსეთთან. დასავლეთ საქართველოს რკინიგზა და საავტომობილო გზები მთლიანად რუსული სამხედრო მეთაურობის განკარგულებაშია, რადგან სხვა ხელმძღვანელობა იქ უბრალოდ არ არსებობდა. შემდგომი გეგმა ითვალისწინებდა დასავლეთ საქართველოს ნაწილის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაცემას ყოფილი პრეზიდენტისთვის, ზვიად გამსახურდიასთვის ან მისი მხარდამჭერებისთვის, სამხედრო ბაზირების რაიონებში ავტონომიების შექმნა, სამეგრელოს შემდგომი თვითგამორკვევით ცალკე მცირე-სახელმწიფოდ რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. ამგვარად, რუსები ღებულობდნენ მდგრად კონსტრუქციას – სრულად იზოლირებული აღმოსავლეთი საქართველო, და ავტონომიებზე დანაწევრებული რუსეთს დამორჩილებული დასავლეთი საქართველო. ამასთან, ყველაფერს ისინი იღებდნენ პირდაპირ თვითონ შევარნაძის ხელიდან. საერთაშორისო სამართლის გადმოსახედიდან სავსებით მისაღებია. ყურადღებას ვამახვილებ, რომ ასეთი პოლიტიკური კონსტრუქცია სავარაუდოთ მდგრადი უნდა ყოფილიყო, რაც რუსეთს საშუალებას მისცემდა დიდი ხნით გაემყარებინა თავი რეგიონში. მაგრამ შავიზღვისპირეთის მართვადი კონფლიქტის დასკვნითი ფაზა მიმდინარეობდა მოსკოვის უმართავი კონფლიქტის პარალელურად. ელცინის პარლამენტის ბარბაროსული დაბომბვის შემდეგ ელცინი საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას. ეს და სხვა მიზეზები, რომლებიც დღესაც აშშ-ის სახელმწიფო საიდუმლოებად რჩება, თავისი როლი ითამაშეს. რუსებმა დატოვეს დასავლეთი საქართველო.

No comments:
Post a Comment
დაპოსტეთ თქვენი კომენტარი