Т-72-ის უნგრული მოდერნიზაცია

უნგრულმა კომპანია CURRUS-მა ტანკ Т-72-ებს(კომპანია ეწევა БТР-80, БМП და Т-72-ების მოდერნიზაციას, ამავე კომპანიაში გაიარა მოდერნიზაცია ერაყულმა ტექნიკამ)  საინტერესო მოდერნიზაცია ჩაუტარა.

პირველ რიგში ყურადღებას იქცევს დამონტაჟებული დინამიური დაცვა. რა თქმა უნდა დინამიური დაცვა დიდი ხანია რაც თანამედროვე დაცვის საშუალებად აღარ ითვლება, მაგრამ არის რიგი ქვეყნებისა რომლებსაც აწყობთ(ფინასებიდან გამომდინარე) აღნიშნული სისტემა. უნგრულ ვარიანტზე გაუმჯობესებულია დინამიური დაცვის დამონტაჟების კუთხე, რაც აუცილებელია მისი ეფექტური მუშაობისთვის, ამით კი T-72A-თან და მითუმეტეს T-72-თან მას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. არანაკლები მუშაობა ტანკის შიგნითაც არის ჩატარებული და ბევრი სიახლეც არის დანერგილი.

ფრანგული „ლეკლერკის“ კოშკურა

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფრანგული ძირითადი საბრძოლო ტანკის, „ლეკლერკის“, კოშკურის საინტერესო სურათები. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.
სურათზე ჩანს კოშკურის ცენტრალური ნაწილი და მემიზნის სამიზნე მოწყობილობის ადგილი.
სურათიდან გამომდინარე, ჯავშანი ამ მიდამოებში შესამჩნევად თხელია.
კოშკურის ზემო ხედიდან ჩანს ამაღლება შუა ნაწილში, რაც ხელს უწყობს ქვემეხის დამონტაჟებასა და საჭირო ამაღლებისა და დაქანების კუთხეებს. მემიზნისა და მეთაურის განთავსების ადგილები შედარებით დადაბლებულია, ამით კონსტრუქტორებმა წონაში მოიგეს.

პანორამული ხედვის ბუდე და მემიზნის ხედვის სტატიკური მოწყობილობები
კოშკურის შიგნითა ხედი
კოშკურის შიგნითა ხედი

ჩინური ახალი MRAP-ი Inner Mongolia-სგან

პეკისნის მე-6 საერთაშორისო საპოლიციო აღჭურვილობის გამოფენაზე კომპანია Inner Mongolia First Machinery Group(ჩინეთის №617 სატანკო ქარხანა) წარმოადგინა MRAP-ის კლასის მანქანის საცდელი მოდელი. ექსპერტების მოსაზრებით აღნიშნული მანქანა არაფრით ჩამოუვარდება თავის დასავლელ მეგობრებს, შეესაბამება ნატოს ყველა სტანდარტსა და საუკეთესოა ჩინეთის მიერ წარმოებულ ჯავშანმანქანებს შორის.
მთავარი კონსტრუქტორის, ფენ იბოს, განცხადებით მანქანა იწონის 10500 კგ., გააჩნია 210 კვტ. სიმძლავრის ძრავა და ავითარებს 120 კმ/სთ. სიჩქარეს. სიჩქარის გადაცემათა კოლოფი მექანიკურია, აქვს ექვსი წინა და ერთი უკანა გადაცემა. მას შეუძლია გადაიყვანოს 8 ადამიანი(მძღოლის ჩათვლით) და დაიცვას მანქანის ქვეშ აფეთქებული 7 კგ. მასის ასაფეთქებლისგან და 10 კგ. ასაფეთქებელი მოწყობილობისგან, იმ შემთხვევაში თუ აფეთქდება უშუალოდ ბორბლის ქვეშ მოხდება. ჯავშანი ეკიპაჟს იცავს 30 მეტრიდან შაშხანიდან გახსნილი ცეცხლისგან.
მანქანას შეუძლია გადალახოს 400 მმ. სიმაღლის და 800 მმ სიღრმის ბარიერები, ასევე ავიდეს 60 გრადუსიან აღმართზე და იაროს გზის 30 გრადუსიანი დახრილობისას.


Kryptek- სამგანზომილებიანი შენიღბვა

Kryptek LEAF - კომპანია Kryptek-ის მიერ შექმნილი შენიღბვა(კომუფლაჟი), რომელიც 2011 წელს წარმოადგინეს როგორც სამხედროებისთვის და მონადირეებისთის უნივერსალური კომუფლაჟი. კომპანია Kryptek-ი სპეციალიზებულია, სპეციალური, სამხედრო და მონადირის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა შესაბამისი აქსესუარების წარმოებაზე. პირველად აღნიშნული შენიღბვა საზოგადოებას წარუდგინეს 17-20 იანვარს ლას-ვეგასში, ყოველწლიურ გამოფენაზე SHOT Show. ცნობილია, რომ კოპანია Krtptek-ი Kryptek LEAF-ის სერიულ წარმოებაში ჩაუშვებს კომუფლაჟის ერთ ნახატს, ექვსი სხვადასხვა შეფერილობით. Kryptek HighlanderTM-ი - უნივერსალური შენიღბვა შერეული ტიპის საფარისთვის, Kryptek MandrakeTM - ტყიანი საფარისთვის, Kryptek NomadTM - უდაბნოში გამოსაყენებლად, Kryptek YetiTM - ზამთრის შენიღბვა, Kryptek UrbanTM-ი — სპეციალური შენიღბვა ქალაქის ბრძოლებისთვის და Kryptek TyphonTM-ი ღამის ოპერაციებისთვის.
2012 წლის, თებერვალში დაიწყო პენტაგონის მიერ გამოცხადებული ახალი კომუფლაჟის შექმნის კონკურსის მეოთხე ეტაპი, სადაც მონაწილეობს დიზაინერთა ხუთი ბიურო: ADS-ი Hyperstealth Biotechnology-თან, Brookwood-თან, Crye Precision-თან, Kryptek-თან და შეერთებული შტატების არმიის აღჭურვილობის კვლევით ცენტრთან თანამშრობლობით. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გეგმით, ახლადშექმნილი შენიღბვა უახლოესი 5-10 წელი უნდა იქცეს არმიის და საზღვაო ქვეითთა კორპუსის მთავარ კომუფლაჟად. ჯერჯერობით შეუძლებელია დავადგინოთ თუ რომელი ფირმა გაიმარჯვებს, რადგან თითოეული მათგანი სამხედრო აღჭურვილობის სფეროში ცნობილია თავისი ხარისხიანი ნაწარმითა და ინოვაციებით. კომპანია რომელიც მიიღებს ამ ძვირადღირებულ კონტრაქტს შეიძლება აღმოჩნდეს არმიის აღჭურვილობის კვლევითი ცენტრი ან სულაც, შედარებით ახალგაზრდა, Kryptek-ი.


Kryptek LEAF


Kryptek LEAF