საფრანგეთმა ავღანეთში ოთხი ჯარისკაცი დაკარგა


საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთის აღმოსავლეთით მომხდარ შეტაკებას შეიარაღებული ძალების ოთხი სამხედრო ემსხვერპლა და ხუთი დაიჭრა. ამრიგად 2001 წლიდან მოყოლებული საფრანგეთმა ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში, 87 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, კაპისაში ფრანგული კონტინგენტი მოინახულა 
 აღნიშნულ ფაქტზე თალიბანმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კაპისას პროვინციაში ნატოს კოლონაზე თავდასხმა ფარანჯიანმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.



საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მწუხარება გამოთქვა ფრანგი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. პრეზიდენტმა მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაანონსა, რომ ფრანგული კონტინგენტი ავღანეთს 2012 წლის ბოლომდე დატოვებს, ნატოს ძირითადი ძალების გასვლამდე ორი წლით ადრე. ავღანეთში ამჟამად 130 000 უცხოელი სამხედრო მსახურობს, მათ შორის
3 300 ფრანგი სამხედროც.

No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი