БМП-1-ის ჩეხური მოდერნიზაცია

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საბჭოთა БМП-1-ის ტიპის ქსმ-ი ძნელად უზრუნველყოფს ეკიპაჟსა და დესანტს ტყვიებისგან, ფუგასებისგან და მითუმეტეს კუმულატიური ჭურვებისგან. მისი დაუცველობა მსგავსი იარაღებისგან ავღანეთში საბჭოთა ჯარებმა საკუთარ „ტყავზე“ გამოსცადეს. გარდა დაუცველობისა БМП-1-ს აქვს კიდევ ერთი ნაკლი, - მისი 72 მმ. ქვემეხის, 2А28 «Гром»-ის, ამაღლების კუთხე 300 შეადგენს, რაც არ არის საკმარისი მთაგორიან რელიეფზე და ურბანულ პირობებში გამაგრებული მოწინააღმდეგის გასანადგურებლად.

ამიტომ „ავღანური გაკვეთილების“ შემდეგ, საბჭოელმა კონსტრუქტორებმა მანქანაში რიგი ცვლილება განახორციელეს, რამაც მანქანა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. კერძოდ, ფოლადის ეკრანების გამოყენებამ БМП-1-ის კორპუსის ნებისმიერი სიშორიდან ნასროლი 12,7მმ. ჯავშანგამტანი ტყვიებით გახვრეტა თითქმის ნულამდე მიიყვანა. მოდერნიზაციის შედეგად მანქანის ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობაც გააუმჯობესდა: ქსმ-ის წინა საყრდენი გორგოლაჭები 2,5 კგ მასის ასაფეთქებელს უძლებს, ხოლო წინა ნაწილის ფსკერი 1,2 კგ-ს. მაგრამ უახლოეს ათეულ წელიწადში მომხდარმა არაერთმა სამხედრო დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ БМП-1 სრულიად უსუსურია РПГ-ს და ფუგასების წინააღმდეგ.
2011 წელს ჩეხური ფირმა “EXCALIBUR ARMY spol. s r.o.“-მა გამოფენა IDEB2011-ზე წარმოადგინა БМП-1-ის მოდერნიზაციის ახალი ვარიანტი MGC-1, ადაპტირებული თანამედროვე, მცირე ინტენსივობის, საომარი მოქმედებების თეატრისთვის.

ჩეხურ БМП-1-ში ყურადღება ძირითადად ეკიპაჟისა და დესანტის უსაფრთხოებას ეთმობა. მისი გვერდები STANAG-4569-ის მე-4 დონის დაცვას უზრუნველყოფენ, რაც 200მ სიშორიდან 911 მ/წმ სიჩქარით მოძრავი 14,5x114მმ. ტყვიის მოხვედრისგან ან  155მმ საარტილერიო ჭურვის min 30 მეტრში აფეთქებისგან იცავს. ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობა კი STANAG-4569-ის მე-2 დონეს შეესაბამება(ტანკსაწინააღმდეგო ფუგასური ნაღმი - 10 კგ; 4a-ნაღმის მუხლუხოს ქვეშ აფეთქება; 4b- ნაღმის ფსკერის ქვეშ აფეთქება). დესანტი განთავსებულია სპეციალურ, ჭერზე დამაგრებულ სავარძლებზე.
შეიარაღებულია MGC-1 კოშკურაში ჩამონტაჟებული 14,5მმ КПВТ და 7,62მმ ტყვიამფრქვევებით. კოშკურა და კიჩო გაძლიერებულია დაცვის დამატებითი ბლოკებითა და NERA-ს ნახევრადაქტიური ჯავშნით. სამწუხაროდ, ჩეხმა სპეციალისტებმა აღნიშნული მოდერნიზაციის პროცესში არ გაითვალისწინეს БМП-1-ის უმნიშვნელოვანესი ნაკლი — მისი შეიარაღების ამაღლების კუთხე ისევ 30 გრადუსს  შეადგენს.





გამოფენა IDEB2012-ზე ჩეხეთმა წარმოადგინა БМП-1-ის შემდგომი მოდერნიზაცია - БМП-M2 CZ. მას საბჭოთა БМП-1-გან განსხვავებით სლოვაკური ფირმა EVPU-ის ოპტიკურ-ტელევიზორული დამიზნების(სითბური ხედვის არხით) დისტანციური საბრძოლო მოდული TURRA-30 უყენია, რომელიც აღჭურვილია 2A42 ქვემეხის ჩეხური ანალოგით 30მმ CZ-30-ით და 7,62მმ ტყვიამფრქვევით. მოდულზე ასევე დაყენებულია ტსსკ(ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი) «Конкурс»-ის ორი რაკეტით. მოდულის სრული წონა 1200 კგ შეადგენს, შეიარაღების ამაღლების კუთხე -10 გრადუსიდან   — +60 გრადუსამდე.
БМП-M2 CZ






  БМП-M1 CZ-ს გარდა ჩეხურმა ფირმამ წარმოადგინა БМП-1-ის უფრო ღრმა მოდრნიზაციაც — БМП-M2 CZ. აღნიშნულ ვარიანტში ქსმ-ის კორპუსი მძღოლ-მექანიკოსისა და მეთაურის ადგილას 300 სანტიმეტრით არის ამაღლებული, ხოლო სადესანტო ნაკვეთურში - 500 სანტიმეტრით. ბორტების შეჯავშნის მდგრადობა შეესაბამება STANAG-4569 სტანდარტის მე-3a დონეს. ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა შეესაბამება STANAG-4569 სტანდარტის მე-2 დონეს. შემკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია კორპუსის შეჯავშნის მე-4 დონემდე, ხოლო ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის მე-3a დონემდე აწევაც.
MGC-1


БМП-M2 CZ
MGC-1






MGC-1


No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი