BM1000 «Monika» (Bombenmine 1000 «Monika»)სტატიების ამ სერიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე გერმანულ საზღვაო ნაღმს.
1955 წლის 29 ოქტომბერს 1 საათსა და 30 წუთზე სავასტოპოლის პორტში აფექების ხმა გაისმა. აფეთქების
შედეგად რეიდზე მდგომი შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სახაზო გემ „ნოვოროსიისკის“(ყოფილი „ჯუზეპე ჩეზარე“) ცხვირა ნაწილში 150 კვ.მ ფართობის ნაპრალი გაჩნდა, რომელიც გადიოდა ფსკერიდან ზემოთ, ყველა გემბანის გავლით. 4 საათსა და 15 წუთზე კორპუსი მთლიანად წყლით აივსო, სახაზო გემი გადაბრუნდა და ჩაიძირა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აფეთქება იყო გარეგანი და ორმაგი, ანუ ორი მუხტი წამის მეასედების ინტერვალში აფეთქდა გემის არა კორპუსში, არამედ გარეთ - ფსკერის ცხვირა ნაწილში, 31-ე და 50-ე შპანგოუტებს შორის, კილიდან მარჯვნივ. დასკვნის იმ ნაწილმა სადაც უნდა გამოკვეთილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი,
გამომძიებლებში განხეთქილება გამოიწვია. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ აფეთქება გამოიწვია წყვილად შეკრულმა გერმანულმა BM 1000 ტიპის ავიანაღმმა, რომელიც იქ მე-2 მს. ომის შემდეგ აღმოჩნდა, ხოლო მეორენი საერთოდ გამორიცხავდნენ ნაღმის ფაქტორს და შემთქხვევას სსრკ-ს მიმართ ნატოს ქვეყნების მხრიდან აგრესიის
კვალიფიკაციას აძლევდნენ – საბოტაჟი.
დავუბრუნდეთ BM 1000 -ს და გავიგოთ თუ რას წარმოადგენს აღნიშნული გერმანული ნაღმი.
გერმანული ფსკერული უკონტაქტო ნაღმები ორ ჯგუფად იყოფოდნენ - ფლოტის (Mine der Marine), რომელიც
საზღვაო ფლოტის შეკვეთით იწარმოებოდა, შესაბამისად გემებიდან დასამონტაჟებლად იყო განკუთვნილი, და ავიაციური (Mine der Luftwaffe) – იწარმოებოდა საჰაერო ძალების დაკვეთით და განკუთვნილი იყო თვითმფრინავიდან დასამომონტაჟებლად. საკუთრივ ამ ორ ჯგუფს შორის კონსტრუქციულად დიდი განსხვავება არ იყო, განსხვავება მხოლოდ მიზნამდე ტრანსპორტირების ხერხებშია. ავიაციური ნაღმი აღჭურვილია სამაგრებით თვითმფრინავზე დასაკიდებლად, სტაბილიზირების ან სამუხრუჭე პარაშუტებით. ანალოგიურად ნაღმების აფეთქშიც არ არ არის მნიშვნელოვანი განსხვავება.
გერმანული უკონტაქტო საზღვაო ნაღმების ამფეთქების მიზნის აღმოჩენის სენსორები იყოფა სამ ძირითად
ტიპად :
- მაგნიტური (Magnetik). რეაგირებენ დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებაზე, მოცემულ წერტილში, რასაც გამავალი გემი იწვევს;
- აკუსტიკური (Akustik). რეაგირებენ სანავე ხრახნით გამოწვეულ ხმაურზე;
- ჰიდროდინამიკული (Druck/UnterDruck). რეაგირებენ წყლის წნევის უმნიშვნელო ცვლილებაზე.
კომბინაციია:
- მაგნიტურ-აკუსტიკური (Magnetik/Akustik );
- ჰიდროდინამიკულ-მაგნიტური (Druck/Magnetik );
- აკუსტიკურ-ჰიდროდინამიკული (Akustik/Druck );
- ჰიდროდინამიკულ-აკუსტიკური (Druck/Akustik );
არსებობენ შემდეგი დამატებითი სენსორებიც, რომელებიც მხოლოდ ძირითადი სენსორებიდან ერთ-ერთან კომბინაციაში გამოიყენებოდა:
- დაბალსიხშირული (Tiefton). რეაგირებს დაბალ ბგერულ სიხშირეებზე. გერმანელი სპეციალისტების მიერ მზადდებოდა მაგრამ წარმოების სხვადასხვა ეტაპზე შეჩერდა დამოუკიდებელი ან კომბინირებულად გამოსაყენებელი შემდეგი ამფეთქები:
- ინფრაბგერული (Seismik). რეაგირებს ინფრაბგერული სიხშირის რყევებზე (5-7 ჰერცი);
- ინდუქციური (J). რეაგირებს მეტალიკური მასების ახლო გადაადგილებაზე.
შემუშავებისა და ცდის პროცესში იყო აკუსტიკურ-ინდუქციურ-ჰიდროდინამიკული სენსორით აღჭურვილი ამფეთქი (AJD 101), მაგრამ ასეთი სისტემით აღჭურვილი ნაღმის გამოყენების შესახებ არაფრია ცნობილი. 1940-1944 წლების გერმანიაში შეიქმნა და შემუშავების პროცესში იყო ფსკერული უკონტაქტო ნაღმის თხუთმეტი ნიმუში, ისინი განკუთვნილი იყვნენ თვითმფრინავიდან დასამონტაჟებლად და საერთო აღნიშვნის ქვეშ ერთიანდებოდნენ – BM(Bombenminen). ყველა მათგანის კონსტრუქციაში გამოყენებული იყი ფუგასური ავიამბომბის კონსტრუქციის პრინციპი.
ცნობილია ამ სერიის ნაღმების შემდეგი აღნიშვნები:
- BM 1000 I;
- BM 1000 II;
- BM 1000 C;
- BM 1000 F;
- BM 1000 H;
- BM 1000 J-I;
- BM 1000 J-II;
- BM 1000 J-III;
- BM 1000 L;
- BM 1000 M;
- BM 1000 T;
- BM 500;
- BM 250;
- Winterballoon;
- Wasserballoon.
ძირითადად BM 1000 ტიპის ნაღმებს ერთნაირი აგებულება აქვთ, თუ არ ჩავთვლით კვანძების, სამაგრისა და ლუქების ზომებს.
BM 1000 სერიის ნაღმების მასურ-გაბარიტული მახასიათებლები:
- სიგრძე (კორპუსი) - 162,6 სმ.;
- დიამეტრი - 166,1 სმ,;
- საერთო წონა - 870,9 კგ.;
- მუხტის წონა - 680,4 კგ.;
- ასაფეთქებელი ნივთიერების ტიპი - ჰექსოგენისა და ტროტილის ნარევი შეფარდებით 50/50
- T-ს მაგვარი (2) სამაგრი, ნაღმის თვითმფრინავზე დასაკიდებლად;
- ამფეთქი (3) Rheinmetall Zuender 157/3 (RZ 157/3);
- ასაფეთქებელი მოწყობილობის დამცავი გარსაცმი. თვითონ ასფეთქებელი მოწყობილობაგანთავსებულია ამ გარსაცმის ქვეშ.
- თვითმფრინავიდან განცალკევების მომენტში ააფეთქოს ორი პიროვაზნა, რომლის დახმარებით ცხვირა კონუსი (თუ არის ასეთით აღჭურვილი) ნაღმს ეშორება.
- ნაღმის აფეთქება იმ შემთხვევაში, თუ ის ნულოვან სიმაღლეზე მყარ ნიადაგს შეეჯახება.
- ძირითადი ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამრთველის წრედის შეკვრა იმ შემთხვევაში, თუ შენელება, ნაღმის მიერ ნულოვანი სიმაღლის მიღწევისას, არის 20-200 გრ. ფარგლებში.
ასაფეთქებელი მოწყობილობის დამცავი გარსაცმის ფორმა და ზომები დამოკიდებულია შიგნით ჩამონტაჟებული ასფეთქებელ მოწყობილობაზე და ნაღმის კომპლექტაციაზე. ცნობილია გარსაცმის 10 ვარიანტი, რომლებიც აღინიშნებიან: SH 1, SH 2, SH 3, SH 4, SH 5, SH 6, SH 7, SH 8, SH 9, SH 11.
გადავხედოთ ნაღმის კომპლექტაციის ვარიანტებს , რომლებზეც ჩამოგდების რეჟიმებია დამოკიდებული.
- პირველი კომპლექტაცია
- მეორე კომპლექტაცია
- მესამე კომპლექტაცია
ცხვირა კონუსის დანიშნულება თვითმფრინავით გადატანისას ნაღმის ჰაერის მიმართ წინააღმდეგობის შემცირება იყო. ის წარმოადგენდა ალუმინის ექვს სეგმენტს, რომლებიც ერთმანეთთან დალაგების შემთხვევაში ჰქმნიდნენ ოჟივალური (კონუსური) ფორმის გუმბათს. სეგმენტების წინა ნაწილი ერთმანეთთან ნაღმის წინა ნაწილში ჩახრახნილ მეტალის ღერძზე დამაგრებული ალუმინის კონუსითა და პატარა დისკოთი იკავებოდა. სეგმენტების უკანა ნაწილები სამუხრუჭე დისკოზე წამოცმული ალუმინის რკალით ერთიანდებოდა. ღერძს ბოლოში ორი პიროვაზნა ჰქონდა. თვითმფრინავიდან ნაღმის მოშორების მომენტში პიროვაზნები ფეთქდებოდნენ და ღერძი წყდებოდა. ეს მთლიანი კონსტრუქცია (ღერძი კონუსითა და პატარა დისკოთი, სეგმენტები, ალუმინის რკალი) ჰაერში იფანტებოდა, ნაღმი ვარდნისას სამუხრუჭე დისკით ნელდებოდა. სტაბილიზატორი ნაღმს ვერტიკალურ მდგომარეობას უნარჩუნებდა. არსებობდა ორი სახის ცხვირა კონუსი. ცხვირა კონუს BV 2-ის პიროვაზნები ფეთქდებოდა მუხტის გამჭოლ სადენში გამავალი RZ 157/3 ამფეთქიდან ღერძის დამაგრები ადგილისკენ წამოსული ელექტროისმპულსით. კონუს BV 3-ის პიროვაზნები მექანიკურად ფეთქდებოდნენ. ამისთვის, ვაზნებიდან იჭიმებოდა ორი წელვადი მავთული, რომლებიც ერთ-ერთ სეგმენტში არსებული ნახვრეტის გავლით თვითმფრინავს ემაგრებოდა. კუდის ფრთასხმულობა იყო ნაღმის კუდზე წამოცმული და ბოლტებით დამაგრებული კონუსი. ამ კონუსს ჰქონდა რვა ფრთა-სტაბილიზატორი და ფრთების უკანა ნაწილზე წამოცმული რკალები. კუდის ფრთასხმულობა მზადდებოდა ფისით გაჟღენთილი დაპრესილი მუყაოსგან. არსებობდა ფრთასხმულობის თორმეტი სახეობა: LW 1, LW 2, LW 4, LW 5, LW 6, LW 8, LW 9, LW 11, LW 12, LW 14, LW 15, LW 17. ერთმანეთისგან ისინი განსხვავდებოდნენ სიგრძით, ფორმით, ფრთების რაოდენობითა და მიმაგრების მეთოდით. LW 1, LW 2, LW 4, LW 5, LW 6, LW 8, LW 9, LW 11და LW 12-ის ტიპის ფრთები ემაგრებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამცავ გარსაცმებს, ხოლო 14, LW 15, LW 17 უშუალოდ ნაღმის კიჩოს.
ქვედა ნაღმი, BM 1000 M-ი, აღჭურვილია, კიჩოში SH 5 დამცავი გარსაცმის ქვეშ დამონტაჟებული მაგნიტურ- აკუსტიკური ამფეთქით, MA 101. პიროვაზნებისკენ (11) RZ 157/3 ამფეთქიდან მიემართება სადენი (10).
ორივე ნაღმს აქვს სამაგრები (8) თვითმფრინავზე დასაკიდებლად.
ამ კომპლექტაციაში ჩამოგდებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ანალოგიურია მეორე კომპლექტაციასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა. მაგრამ, განსხვავება თვითმფრინავის სიჩქარეშია; მისი სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 459 კმ/სთ.
- მეოთხე კომპლექტაცია
შეზღუდვები ამ კომპლექტაციაში ისეთივე იყო როგორც მესამეში, მაგრამ ამ უკანასკნელს გააჩნდა უპირატესობა მეორე კომპლექტაციასთან პარაშუტის პატარა ზომების ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ ფისით გაჟღენთილი დაპრესილი მუყაოსგან დამზადებული კუდის ფრთასხმულობა წყალთან შეხებისას იშლებოდა. შესაბამისად, მეოთხე კომპლექტაციის პარაშუტი, ნაღმის წყალთან შეხების შემდეგ, შეიძლება ნაღმისგან შორს აღმოჩენილიყო, რაც შეუძლებელი იყო მეორე კომპლექტაციაში.
BM 1000 I -ის ტიპის ნაღმების გამოყენება შეუძლებელი იყო პირველი და მეორე კომპლექტაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის არასაკმარისი სიმტკიცის გამო. მესამე კომპლექტაციით ეს ნაღმი უნდა გამოყენებულ ყოფილიყო ცხვირა კონუს BV 3-ით, რადგან ნაღმის შიგნით არ არსებობდა პიროვაზნებისა და ამფეთქის შემაერთებელი სადენი. ყველაზე ხშირად ამ ტიპის ნაღმი გამოიყენებოდა მეოთხე კომპლექტაციით. BM 1000 II ტიპის ნაღმის გამოყენება შესაძლებელი იყო ოთხივე კომპლექტაციით. მესამე კომპლექტაციაში ეს ნაღმი უნდა გამოყენებულ ყოფილიყო ცხვირა კონუსით BV 3, რადგან ნაღმის შიგნით არ არსებობდა პიროვაზნებისა და აფეთქის შემაერთებელი სადენი.
BM 1000 H ტიპის ნაღმი 1940 წელს შეიქმნა MA 101და MA102 ტიპის ასფეთქებელი მოწყობილობისთვის, რადგან ამ ტიპის მოწყობილობას ესაჭიროებოდა გაცილებით დიდი დიამეტრის მქონე ფიუზელაჟი, ვიდრე ეს BM 1000 I- ს და BM 1000 II-ს ჰქონდათ. ასაფეთქებელი მოწყობილობის დამჭერი და დამცავი ხუფი მოწყობილია განსხვავებულად, ნაღმის ფიუზელაჟი, კი, ოდნავ, სიგრძეში განსხვავდება. ამ ნაღმით, აშეიძლებოდა გამოეყენათ, BV 3 ცხვირა კონუსი.
BM 1000 M ტიპის ნაღმი ფაქტიურად არის BM 1000 H-ის იდენტური, იმ განსხვავებით, რომ BM 1000 M-ში
BM 1000 M-ი იყო უკანასკნელი BM 1000-ის სერიაში რომელიც სერიულად იწარმოებოდა და იმყოფებოდა შეიარაღებაზე.
რაც შეეხება ამ ნაღმების გადამზიდავ თვითმფრინავებს; BM 1000 სერიის ერთი ნაღმის წაღება Ju 87B, Ju 87 R, Ju 87C, Ju 87D, Me Bf 110, He 111 და Me Bf 210 ტიპის თვითმფრინავებს შეეძლოთ. ამავე სერიის ორი ნაღმის წაღება Ju 88, FW 200C, Do 217E, Do 217K ტიპის თვითფრინავებს. BM 1000-ის 4 ნაღმის გადატანა მხოლოდ Ju 88B-ს შეეძლო.
ნაღმების რაოდენობა რომელთა გადატანა ამა თუ იმ თვითმფრინავს შეეძლო დამოკიდებული იყო არა მხოლოდ მის ტვირთამწეობაზე, არამედ პილონების რაოდენობაზეც.
ნაღმის სიგრძე – 101,14 სმ.;
დიამეტრი – 38,1 სმ.;
მუხტის წონა – 39,9 კგ. ჰექსონიტი.
LS 3 ტიპის პარაშუტით Wasserpalloon-ის ჩამოგდება 99-990 მეტრი სიმაღლიდან შეიძლება 1,5-დან – 15-მდე წყლის სიღრმის დროს, თვითმფრინავის სიჩქარე 644 კმ/სთ-მდე. სურათზე გამოსახული ბომბი არის Flam C 250, რადგან Wasserpalloon-ის ამსახველი სურათი ვერ მოიძებნა.
milrev.blogspot.com
2012.
No comments:
Post a Comment
დაპოსტეთ თქვენი კომენტარი