რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ИТАР-ТАСС“-მა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ შვედური უპილოტო შვეულმფრენის, Skeldar V-200-ის, შესყიდვის თაობაზე. შეთანხმება რუსეთსა და კომპანია Saab-ს შორის პარიზში, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა Eurosatory 2012-ზე, მოხდა.შვეულმფრენის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი Skeldar-ი შეიქმნა შვედური კომპანია CybAero-ს APID 55-ის ბაზაზე. მასზე მუშაობა 2004 წლიდან, ხოლო საფრენოსნო გამოცდები 2008 წლიდან მიმდინარეობს.
|
Saab Skeldar V-200 |
უპილოტო მზვერავი აღჭურვილია ამერიკული კომპანია FLIR Systems-ის შვილობილის, შვედური PolyTech-ის ოპტიკურ-ელექტრონული სისტემა Ultraforce 275-ით.
Saab Skeldar V-200-ის ტტმ:
|
Ultraforce 275 |
მზიდი ხრახნის დიამეტრი | 4.7 მ |
სიგრძე | 4.0 მ |
სიმაღლე | 1.3 მ |
სიგანე | 1.2 მ |
მაქსიმალური ასაწევი მასა | 200 კგ |
სასარგებლო დატვირთვა | 40 კგ |
საწვავის მაქსიმალური წონა | 55 კგ |
ფრენის მაქსიმალური სიმაღლე | 2,400 მ |
პრაქტიკული ჭერი | 4,500 მ |
ფრენის დრო | 5 სთ |
მოქმედების რადიუსი | 150 კმ |
ძრავის სიმძლავრე | 55 ცხ.ძ. |
მაქსიმალური ჭერი | 130 კმ/სთ |
ასაფრენად მოსამზადებელი დრო | < 15 წთ |
|
Skeldar V-200 |
ამჟამად უცნობია აღნიშნული შვეულმფრენის მიმართ სხვა დაინტერესებული მხარეების შესახებ, გარდა რუსეთისა და სავარაუდოდ ეს უკანასკნელი იქნება Skeldar V-200-ის პირველი მყიდველი.
No comments:
Post a Comment
დაპოსტეთ თქვენი კომენტარი