სამრეწველო აღლუმი თბილისში

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე გაიმართა სამრეწველო აღლუმი(გამოფენა) სახელწოდებით „დამზადებულია საქართველოში“. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო და თავისი პროდუქცია წარმოადგინა 270-მდე ქართულმა კომპანიამ, მათ შორის ყველაზე პოპულარული სსიპ „დელტას“ სტენდი იყო.

სამრეწველო აღლუმზე თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტა", მის მიერ წარმოებული  მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საფრენი აპარატები წარმოადგინა.

•    ქსმ „ლაზიკა“

•    დიდგორი - (3 მოდელი)

•    უპილოტო საფრენი აპარატი

•    სამხიდიანი დაჯავშნული მანქანა

•    "Tam Jet" - (ოთხადგილიანი თვითმფრინავი)

•    "Elit Jet" - (შვიდადგილიანი თვითმფრინავი)

•    60 მმ-იანი ნაღმმტყორცნი

•    82 მმ-იანი ნაღმმტყორცნი

•    120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი

•    პისტოლეტი

•    "RPG-7" - ხელის ტანკსაწინააღმდეგო    ყუმბარმტყორცნი

•    ერთჯერადი ხელის ყუმბარმტყორცნი

•    მყუდრო - (უხმო ნაღმმტყორცნი)

•    "RD-7" - (ტანკსაწინააღმდეგო,  ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი)

•    ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი

•    M4-ის მაყუჩი

•    ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი "ГП-25"

•    ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი "AG-40"

 აღნიშნული სამხედრო ტექნიკა დამზადებულია საქართველოში.  მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს.  სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" დაქვემდებარებაში მყოფმა საწარმოებმა სამრეწველო აღლუმზე, აგრეთვე, წარმოადგინეს აირგამათბობლები - "კერა-3მ"; "კერა 8-მ"; "კერა 10"; სხვადასხვა ზომის წყალგაყვანილობის და აირგაყვანილობის მილები; სამხედრო ფეხსაცმელი და სამხედრო ფორმა.


No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი