SABR AESA

AESA SABR-ი F-16-ზე
კორპორაცია Northrop Grumman Electronic Systems (NGES)-მა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მათ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეიარაღებით ვაჭრობის კონტროლის განყოფილებიდან (US Department of State Office of Defense Trade Controls) (ODTC) პროგრამა SABR-ისთვის განკუთვნილი ფორმა DSP-5 მიიღეს. ფორმა DSP-5 არის საექსპორტო ლიცენზია, რომელის მიღებაც აუცილებელია საგარეო პოტენციურ მყიდველებთან ტექნიკური მოლაპარაკებების დასაწყებად.
«რადარი AESA SABR-ი წარმოადგენს სივრცის აქტიური ელექტრონული სკანირების  დღე-ღამის ნებისმიე მონაკვეთში და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში მოქმედ საშუალებას, რომელიც გათვალისწინებულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი F-16 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლები იყვნენ აღჭურვილნი ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევით და გააჩნდეთ სრული რადიოლოკაციური უპირატესობა მოწინააღმდეგესთან» – განაცხადა F-16-ის პროგრამის  ბიზნესგანვითარების მენეჯერმა დეივ სილვამ.



Northrop Grumman Electronic Systems-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარი თქვა კონკრეტული დაიტერესებული ქვეყნების გამჟღავნებისგან, მაგრამ აქვე აღნიშნა, რომ კორპორაცია რამოდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. არაოფიციალური ინფორმაციით SABR-ის რადარით ყველაზე მეტად სინგაპური და სამხრეთი კორეაა დაინტერესებული.
Northrop Grumman-ის გათვლებით მსოფლიო მაშტაბით ახალი რადარის შესაძლო მატარებელი შეიძლება გახდეს 1500-2000-მდე F-16.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისა და ნაციონალური გვარდიის თვითმფრინავებს, ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობით და როდისთვის იქნებიან ისინი მზად AESA SABR-ზე ან მის კონკურენტ Raytheon-ზე გადაიარაღებისთვის.

No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი