Fajr-5

Fajr-5 სააღლუმო ვარჯიშზე
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Fadjr-5
დანიშნულება: განსაკუთრებული მნიშვნელობის სამიზნეების, საკომანდო და კავშირგაბმულობის პუნქტების, საარტილერიო საცეცხლე წერტილების და რაკეტების სასტარტო პოზიციების, რადიოლოკაციური საშუალებების და ჯარების თავმოყრის რაიონების, მოწინააღმდეგის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრების განადგურება.





ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები

საბრძოლო მანქანა Fajr-5

გაბარიტები სალაშქრო მდგომარეობაში, მმ
-  სიგრძე
-  სიგანე
-  სიმაღლე

10450
2540
3340
საბრძოლო მანქანის წონა, კგ
15000
საბრძოლო მანქანის ასფალტირებულ გზაზე გადაადგილების სიჩქარე, კმ/სთ
60
მიმართველების რაოდენობა
4
ამაღლების კუთხე, °
-       მინიმალური
-       მაქსიმალური

0
+57
ჰორიზონტალური სროლის კუთხე, °
-       შასის ღერძიდან მარჯვნივ
-       შასის ღერძიდან მარცხნივ

45
45
უმართავი ჭურვის ტტმ

კალიბრი, მმ
333
ჭურვის სიგრძე, მმ
6485
წონა, კგ
-       ჭურვის
-       მსხვრევად-ფუგასური ქობინის
-       ქობინის მუხტის

915
175
90
ჭურვის ფრენის მაქსიმალური სიშორე, კმ
75000
მაქსიმალურ მანძილზე სროლისას ჭურვის ტრაექტორიის მაქსიმალური სიმაღლე, კმ
30000

შემადგენლობა
Fajr-5-ის პირველი მოდელების საარტილერიო ნაწილები მონტაჟდებოდა Merсedes-Benz 2624 6×6 ტიპის სატვირთო მანქანის შასიზე, რომლის წინა ნაწილში ჰერმეტული კაბინა და ძრავი მდებარეობს. ამჟამად აღნიშნული ტიპის სისტემებისთვის და ასევე Fajr-3-სთვის გამოიყენება Mercedes-Benz 2631 ტიპის შასი.
Fajr-5-ის 4 მიმართველი
საარტილერიო ნაწილის შემადგენლობაში შედის ჰორიზონტალურად განლაგებული ოთხი მიმართველისგან შეკრული პაკეტი. კაბინის უკან განლაგებულია გათვლის კაბინა. ზალპისას კაბინის მინები იფარება ჟალუზებით.
უკან, მარცხენა მხარეს განლაგებულია პაკეტის მექანიკური დამიზნების ხელსაწყოები. ზალპისას საბრძოლო მანქანის მდგრადობისთვის გამოიყენება ოთხი გასაშლელი სადგარი.
Fajr-5-სთვის გამოიყენება 333 მმ-იანი უმართავი რეაქტიული ჭურვები, რომლებიც აღჭურვილია სტაბილიზაციის ნიჩბების ბლოკით და იშლება ჭურვის გაშვებისას. ფრენისას უმართავი ჭურვი სტაბილიზირდება გრძივი ღერძის მიმართ ბრუნვითი მოძრაობის შესრულების ხარჟზე. ჭურვების საბრძოლო ქობინად შეიძლება გამოიყენოს რამოდენიმე ტიპი: ფუგასური, მსხვრევად-ფუგასური, ცეცხლგამჩენი, საკვამლე ან კასეტური. ქობინის მასა შეადგენს 175 კგ. მსხვრევად ფუგასური ქობინი კომპლექტდება კონტაქტური ამფეთქით.
Fajr-5 გაშლილი სადგრებით
უმართავი ჭურვები ინახება და ტრანსპორტირდება ინდივიდუალური საფუთავით, რომლის წონა ჭურვთან ერთად 1210 კგ-ს აღწევს.
გასროლა შესაძლებელია როგორც ერთეული გასროლით, ასევე ზალპით. ჭურვების გასროლებს შორის ინტერვალი 4-8 წამია. გასროლის შემდეგ მანქანა გადაადგილდება ტექნიკურ პოზიციაზე, სადაც ამწის დახმარებით ხდება პაკეტის გადატენვა.
Fajr-5-ის ზალპი
მოდერნიზებულ Fajr-5-ზე გამოიყენება ცეცხლის მართვის ავტომატიზებული სისტემა (ცმს). ცმს-ის დახმარებით ხდება სროლისთვის საჭირო მონაცემების გამოთვლა, უმართავების დამიზნება და გაშვება მანქანის კაბინიდან ან 1000 მ-მდე განლაგებული დისტანციური პულტის მეშვეობით.
ცმს-ის მოდერნიზებულ ვარიანტებს დაემატა კავშირგაბმულობის ქსელური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლის ცენტრალიზებულ მართვას და რამოდენიმე ბატარეის საშტაბო-სამეთაურო მანქანებსა და Fajr-5-ის საბრძოლო მანქანებს შორის მონაცემთა გაცვლას 20 კმ სიშორეზე.
დაუდასტურებელი მონაცემებით Fajr-5-ის ცმს-ი შეიძლება აღიჭურვოს წყალზედა მიზნების აღმომჩენი საზღვაო რადიოლოკაციური სადგურით, რაც Fajr-5-ის ჰომალდსაწინააღმდეგო იარაღად გამოყენებას უზრუნველყოფს და ძალზედ ეფექტურად შეიძლება გამოიყენოს სანაპირო ზოლის დესანტსაწინააღმდეგო დაცვისას.

No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი