პირობითი ტაქტიკური ნიშნები

ამ სტატიაში გაგაცნობთ ნატოს მიერ გამოყენებულ პირობით ტაქტიკურ ნიშნებს, რომლითაც საქართველოს შ/ძ-იც სარგებლობს. მაშ ასე...
ყველა სახის შენაერთისთვის ჩამოყალიბებულია ერთიანი, გარკვეული გეომეტრიული ფორმის და ფერის ნიშანი

ნიშანს აქვს შავი ფერის ჩარჩო. გეომეტრიული ფორმა მიუთითებს შენაერთის ამა თუ იმ მხარის კუთვნილებაზე. საკუთარი და მოკავშირე ჯარები აღინიშნება მართკუთხედით, მოწინააღმდეგის ჯარები 45 გრადუსით შეტრიალებული კვადრატით (რომბით), ნეიტრალური ქვეყნების ჯარებისთვის გამოყოფილია უბრალოდ კვადრატი.
ფიგურის ფერი ასევე განსაზღვრავს ჯარების კუთვნილებას. იმ დოკუმენტებში სადაც ფერის დატანება შეუძლებელია, ფიგურის შიგთავსი რჩება თეთრად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსულ და ნატოს სტადარტებს შორის არსებობს გარკვეული სხვაობები, ასე მაგალითად: ნატოს ტაქტიკურ ნიშნებში საკუთარი ჯარები აღინიშნება ლურჯი ფერით, მოწინააღმდეგე კი წითლით. რუსულ დოკუმენტებში კი პირიქითაა — მოწინააღმდეგე ლურჯით, ხოლო საკუთარი ჯარები წითლით.
შენაერთის დონეს განსაზღვრავს ჩარჩოს თავზე დატანილი ნიშანი. ეს ნიშნები განსაზღვრავენ შემდეგს:









ლეგენდა:
  1. ეკიპაჟი (crew), ჯგუფი (team)
  2. რაზმი, ათეული (squad)
  3. ჯგუფეული, ათეული (section)
  4. ოცეული (platoon)
  5. ასეული (company)
  6. ბატალიონი (battalion)
  7. პოლკი/რეგიმენტი (regiment) ან ჯგუფი/დაჯგუფება (group)
  8. ბრიგადა (brigade)
  9. დივიზია (division)]
  10. კორპუსი (corps)
  11. არმია (army)
  12. საარმიო დაჯგუფება (army group)
  13. რეგიონი (region)
  14. სარდლობა, სამხედრო შენაერთი, სამხედრო ნაწილი, სამხედრო ოლქი (command)
ზოგი ტიპის შენაერთებისთვის ძირითადი ნიშნის თავზე სიმბოლური ნიშნები არ დაიტანება. ასეთი შენაერთებია ორკესტრები, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებები, საველე ფოსტა და ა.შ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ფორმირებებისთვის არ არსებობს არც ქვემდებარე არც ზემდებარე ანალოგიური შენაერთები.  მაგალითად ორკესტრი არის ორკესტრი როგორც ერთიანი დანაყოფი და არ აქვს მნიშვნელობა ეს სადივიზიო ორკესტრია თუ საკორპუსო. არ არსებობს საორკესტრო ასეული, რომელიც შედგება რამდენიმე საორკესტრო ოცეულისგან.
ჩარჩოს შიდა სივრცეში („A“ ველი) შეიტანება პირობითი და სიმბოლური ნიშნები, რომლებიც აღნიშნავენ მოცემული შენაერთის სახეობას.


ახალი ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი

10.04.2014 — დღეს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე (ვაშლიჯვარი) ქართული წარმოების ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების პრეზენტაცია-გამოცდა გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გერენარლ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. როგორც სააგენტო იპნ იტყობინება, სამხედრო ინსტრუქტორებმა ჯავშანჩაფხუტს და ჯავშანჟილეტს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებიდან (პისტოლეტებით: ТТ, Luger-Parabellum, Glock 21, ავტომატით АКМ და სნაიპერული შაშხანა СВД) ესროლეს და დაზიანების ხარისხი შეამოწმეს.
ჩაფხუტის წონა 1 200-1 500 გრამს შეადგენს. ჩაფხუტის შიდა აღჭურვილობა სრულად შეესაბამება თანამედროვე დამხმარე აღჭურვილობის მოთხოვნებს. ადვილია მისი თავზე მორგება-რეგულირება, ასევე უზრუნველყოფს დარტყმის ძალის შთანთქმას და ამორტიზებას.
ჯავშანჟილეტის წონა შეადგენს 3200 გრამს. დაცვის ფართი 42 დმ. კვადრატში ( საერთო წონა 2 ჯავშანფილით იცვლება და შეადგენს 5.5კგ-დან 10 კგ-მდე.)

შედარებისთვის: 
უახლესი რუსული ჩაფხუტის წონა 1 100 - 1 200 გრამს შეადგენს, ხოლო ჯავშანჟილეტი 6Б23 10,2 კგ იწონის