უანალოგო „არმატა“ უანალოგო ძრავის გარეშე დარჩა


ჩელიაბინსკის სატრაქტორო ქარხნა წყვეტს არმატასთვის, და სხვა შალგიანი და ბორბლებიანი ტექნიკისთვის გარკვეული მაღალბრუნვიანი დიზელის ძრავზე (ცნობილია როგორც პროექტი „ჩაიკა“) მუშაობას. 2019 წელს შესრულებული სამუშაოებიდან ნათელი გახდა, რომ  შემუშავებული ძრავის სერიულ კონვეირზე დაყენება არამიზანშეწონილია მისი შემუშავების ნაკლოვანებებისა და ტექნიკურად მიუღწევადი პარამეტრების გამო. ამის შესახებ ჩელიაბინკის სატრაქტორო ქარხნის „ურალტრაკის“ გენ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი კოსტიუცენკომ განაცხადა. მისი თქმით, „ჩაიკას“ შემუშავებისას მიღებულ ტექნიკურ გამოცდილებას და ცოდნას სხვა პარესპექტიულ პროექტებში გამოიყენებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გათვლებით, შემუსავებული დიზელის ძრავი „ჩაიკა“ უნდა გამხდარიყო პერსპექტიული ჯავშანსატანკო ტექნიკის საბაზო ძრავი. კერძოდ „ჩაიკა“ უნდა მიეღოთ უნიფიცირებულ პლატფორმას „არმატას“, რომელშიც შედის ძირითადი საბრძოლო ტანკი Т-14, ქსმ Т-15 და არემონტო-საევაკუაციო მანქანა Т-16, ასევე უნდა მიეღო პლატფორმა „კურგანეც-25“-ს, რომელშიც შედიან ქსმ Б-11 და ჯავშანტრანსპორტიორი Б-10.