აშშ-ს საზღვაო ფლოტის კრეისერი “Philippine Sea“ საქართველოშია

დახვედრის საზეიმო ცერემონიალი ბათუმის  ნავსადგურში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, პირველი რანგის კაპიტან ბესიკ შენგელიას მონაწილეობით გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობისა და ხომალდის მეთაურების შეხვედრაა დაგეგმილი. ამასთან, წრთვნების დაგეგმვის მიზნით ამერიკული გემის ეკიპაჟი და სანაპირო დაცვის ოფიცრები საერთო შეხვედრას გამართავენ. 18 ოქტომბერს კი აშშ-ის ხომალდი "PHILIPPINE SEA" და სანაპირო დაცვის კატარღები P-101 და P-102 ზღვაში ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
„ტიკონდეროგას“ კლასის გემები იყვნენ პირველები აშშ-ს საზღვაო ძალების შემადგენლობაში რომლებიც აღიჭურვნენ საბრძოლო ინფორმაციისა და მართვის სისტემა „იჯისით“, რო­მე­ლიც ხო­მალდს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, 190 კმ-ს რა­დი­უს­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად უთვალთვალოს და მიიტანოს იერიში საჰაერო, მიწისზედა, წყალზედა და წყალქვეშა სამიზნეებზე.  სისტემის მთავარი ელემენტი არის მისი უნივერსალური რადიოლოკაციური სადგური AN/SPY-1 A, B ან D, 5 მვტ სიმძლავრის ოთხი ბრტყელი ფაზირებული საანტენო საფარი, რომელიც ასრულებს დაკვირვებას 360°-ზე.
„იჯისს“ შესწევს ძალა ავტომატურ რეჟიმში აწარმოოს 250-დან 300-დე მიზნის ძებნა, აღმოჩენა, თვალთვალი და ყველაზე სახიფათო სამიზნეებს დაუმიზნოს 18-მდე  SM-2 (RIM-66 Standard missile) ან SM-3 (RIM-161 Standard Missile 3) ტიპის მართვადი საზენითო რაკეტა.
  • სისტემის მოქმედება ვრცელდება გემიდან 190 კმ-ზე  360°-ით.
  •   საჰაერო-კოსმოსური სამიზნეების აღმოჩენის სიშორე 320 კმ-თ შემოიფარგლება.

 r
"USS Philippine Sea (CG-58)"-ი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 20 ოქტომბერს დატოვებს.











No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი