Pinhol MRAP 4X4 |
პორტუგალიურმა კომპანია Pinhol-მა, რომელიც კონცენტრირებული მეტალურგიასა და მანქანათმშენებლობაზე, ახალი MRAP-ის კლასის ჯავშანმანქანა წარმოადგინა. მანქანას თავისი აღნიშვნა არ გააჩნია და Pinhol MRAP 4x4-ად მოიხსენიება.
Pinhol-ი ჯერჯერობით უცნობი ბრაზილიური 4X4 მანქანის ბაზაზეა აწყობილი.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა აღჭურვილია 450 ცხ.ძ. ძრავითა და შვიდსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, საათში კი Pinhol-ს 120 კმ-ის განვითარება შეუძლია. საწვავის მარაგი 1500 კმ-ზეა გათვლილი. მისი სრული წონა 13 000 კგ შეადგენს და 11 კაცის გადაყვანა შეუძლია.
რაც შეეხება დაცვას:
Pinhol MRAP 4x4 გააჩნია ანტიფუგასური და ნაღმსაწინააღმდეგო გაძლიერებული დაცვა, კორპუსი შესრულებულია მოდულური პრინციპით, შვედური კომპანია SSAB-ის Armox 500T-ს ტიპის ფოლადის ჯავშნისგან, რომელიც მწარმოებლის მტკიცებით ზემტკიცეა მსოფლიოში. მანქანაზე შესაძლებელია დამატებითი დაცვის დაყენებაც.
კომპანია მომავალში 6X6 და 8X8 ჯავშანმანქანების გამოშვებასაც გეგმავს.
Pinhol MRAP 4X4 |
No comments:
Post a Comment
დაპოსტეთ თქვენი კომენტარი