ნავსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა YJ-62 (C-602)

YJ-62 (სახმელეთო ბაზირება)
შორი მოქმედების ნავსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა YJ-62 (სრული:Yingji-62; საექსპორტო აღნიშვნა: C-602) განკუთვნილია ნებისმიერი კლასის და ტიპის წყალზედა ჰომალდების გასანადგურებლად, რადიოელექტრონული ბრძოლის  და მოწინააღმდეგის ცეცხლის პირობებში. რაკეტის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ პლატფორმაზე, მისი გამოყენება დღისა და ღამის ნებისმიერ მეტეროლოგიურ პირობებშია შესაძლებელი, როგორც ერთეული გასროლით,  ასევე ზალპით, მათ შორის სახმელეთო სამიზნეების მიმართულებით.
YJ-62 შექმნილია ჩინური კოორპორაცია „China Aerospace Science and Idustry Corporation“-ის მიერ. ჩინეთის ფლოტის შეიარაღებაზე YJ-62-ი 2004 წელს გამოჩნდა, მისი პირველი მატარებელი გახდა 052С პროექტის საესკადრო ნაღმოსანი „ლინჩჟოუ“, საბორტო ნომრით 170. საზღვაო ბაზირების რაკეტის გამოჩენიდან მალევე, საზოგადოებას წარედგინა YJ-62 ბაზაზე შექმნილი სანაპირო კომპლექსი, ამჟამად კი აქტიური მუშაობა საჰაერო ბაზირების ნავსაწინააღმდეგო რაკეტის შექმნაზე მიმდინარეობს, რომლითაც მომავალში პერსპექტიული ჩინური ბომბდამშენი H-6K Xian-ი შეიარაღდება. ვრცელდება ცნობები წყალქვეშა ნავებიდან გასაშვებ ვარიანტზე მუშაობის შესახებაც.
საესკადრო ნაღმოსანი „ლინჩჟოუ“
შემადგენლობა

რაკეტის ჰაერმომღები
YJ-62 შექმნილია თვითმფრინავული სქემით, აქვს ცილინდრული ფორმის კორპუსი ოჟივალური ცხვირა კონუსით, კეცვადი და კორპუსში მალვადი ფრთები (ცენტრალურ ნაწილში) და კეცვადი ჯვრისებრი სტაბილიზატორი (კუდა ნაწილში). რაკეტა აღჭურვილია WS-500 მცირეგაბარიტული ტურბოვენტილატორული ძრავით. ძრავი დაახლოებით 200 კგ. იწონის, წევა – 510 კგ.წმ.
რაკეტის ტრაპეციული ფორმის ჰაერმიმღები განთავსებულია კორპუსის ქვედა ნაწილში. საზღვაო და სახმელეთო ბაზირების რაკეტებზე, სამარშო ძრავთან ტანდემში, დაყენებულია ერთკამერიანი, მყარსაწვავიანი სასტარტო ძრავი.
YJ-62-ი კომპლექტდება განსხვავებული საბრძოლო ნაწილებით. ნავსაწიანააღმდეგო ვარიანტს გააჩნია 300 კგ-იანი ფუგასური ქობინი, შეღწევადი ტიპის ელექტრული ამფეთქით. YJ-62-ის მართვის სისტემა შედგება: თვითდამიზნების აქტური რადიოლოკაციური თავაკისგან, უპლატფორმო ინერციული სანავიგაციო სისტემისგან, რადიოალტიმეტრისგან და კვების ბლოკისგან. ტრაექტორიის სამარშო ნაწილზე რაკეტა მოძრაობს ინერციული სისტემის მართვით.YJ-62-ის ტიპის რაკეტის მართვის ინერციულ სიტემას ემატება რუსული ГЛОНАСС-ის (რუს.:Глобальная Навигационная Спутниковая Система) და ჩინური ნაციონალური თანამგზავრული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა Compass-ის მიმღებები, რაკეტის საექსპორტო ვარიანტი C-602 იყენებს GPS მიმღებებს. ამჟამად, Compass-ის სისტემა მხოლოდ აზიასა და წყნარი ოკეანეს ნაწილს ფარავს, მაგრამ მომავალ ხუთ წელიწადში იგეგმება სისტემის გლობალური გაშლა. ტრაექტორიის ბოლო ნაწილზე, დამიზნება ხდება მონოიმპულსური X-დიაპაზოპნური თვითდამიზნების აქტიური რადიოლოკაციური თავაკით. რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) პირობებში, ხარვეზების მიმართ მდგრადობის გასაუმჯობესებლად თვითდამიზნებადი თავაკი გამუდმებით  ცვლის გამოსხივების სიხშირეს. თვითდამიზნებადი აქტიური რადიოლოკაციური თავაკის მიერ მიზნის აღმოჩენის სიშორე 40კმ-ია, მიზანში ჩაჭერის და გაცილების სიშორე – 30კმ, დამზერის სექტორი – ± 40°. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ჩინელმა სპეციალისტებმა რაკეტის თვითდამიზნებადი თავაკი გადააკოპირეს იტალიური რადიოსალოკაციო სადგურ Grifo-7-დან, რომელიც გამოიყენებოდა პაკისტანის საჰაერო ძალების F-7PG-ის მოდერნიზაციის დროს. დაუდასტურებელი ინფორმაციით YJ-62 აღჭურვილია მონაცემების გადაცემის ხაზით, შეუძლია მიიღოს ინფორმაცია რადისალოკაციო მზვერავი თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან, ფრენის დროს შეიტანოს შესწორება კოორდინატებში და გადამისამართდეს სხვა მიზანზე.
რაკეტის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე აღემატება 0.9M-ს, მაგრამ არაერთგვაროვან რელიეფზე ფრენის დროს სიჩქარე საგრძნობლად მცირდება. ფრენის სიმაღლე:მიწიდან – 30მ, ზღვის დონიდან – 10მ-მდე,  სროლის სიშორე 400კმ. თვითდამიზნებადი თავაკის მოქმედების ზონაში რაკეტის ფრენის სიმაღლე მცირდება და არ აღემატება ზღვის დონიდან 7 მეტრს. YJ-62-ის მახასიათებლები იძლევა შესაძლებლობას, ის გამოენებულ იქნას 6 ბალიანი ზღვის ღელვის, ქარის 20მ/წმ სიჩქარის და გარემო ტემპერატურის -30°C-დან +60°C პირობებში. 
ამჟამად YJ-62 ტიპის რაკეტები გამოიყენება სანაპირო კომპლექსების შემადგენლობაში, ასევე დამონტაჟებლნი არიან წყალზედა ჰომალდებზე. 052C პროექტის საესკადრო ნაღმოსანზე, რაკეტები დამონტაჟებულია საგემბანო ტიპის ოთხკონტეინერიან გამშვებ დანადგარში, რომელიც გემის შუა ნაწილში მდებარეობს.

სროლის სიშორე40-400კმ (280კმ C-602-სთვის)
ფრენის სიჩქარე0.6 – 0.9 მახი
ფრენის სიმაღლე ზღვის დონიდან 7–10მ
ფრენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 
30მ

გაბარიტები:
            - სიგრძე (სასტარტო ამაჩქარებლის გარეშე)
            - სიგრძე (სასტარტო ამაჩქარებლით)
            - დიამეტრი
            - ფრთათშორისი განი


6.1მ
7.0მ
0.540მ
2.9მ
სასტარტო მასა1350კგ
სასტარტო ამაჩქარებლის მასა210კგ
საბრძოლო ნაწილის მასა300კგ
052C პროექტის გემ “შინჩჟოუს“ გამშვები დანადგარი

სანაპირო კომპლექსის გამშვები დანადგარი მონტაჟდება მაღალი გამავლობის 8X8 სატვირთო მანქანის მოდიფიცირებულ შასიზე, აღნიშნული მანქანის ტვირთამწეობა 22 ტონას შეადგენს. გამშვებ დანადგარზე ყენდება სამკონტეინერიანი YJ-62-ის პაკეტი.
YJ-62 პეკინში, სამხედრო აღლუმის მოსამზადებელ ვარჯიშზე
სანაპირო კომპლექსის ბატარეა მოიცავს: ოთხ გამშვებ დანადგარს, საკომანდო პუნქტს, სატრანსპორტო დამტენ მანქანებს და მომარაგების მანქანებს.

No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი