სინამდვილეში, 7 ივნისს, თბილისის დროით 21:39 წუთზე ასტრახანიდან, სარაკეტო ჯარების პოლიგონ კაპუსტინ-იარიდან მოხდა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის 15Ж65-ს (РС-12М "Тополь") გაშვება ყაზახეთში ბალხაშის ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სარი-შაგანის პოლიგონის მიმართულებით.
მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების პოლკოვნიკმა, ვადიმ კოვალმა, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გაშვებულმა რაკეტამ წარმატებით გაანადგურა პირობითი სამიზნე. მისისვე თქმით რაკეტის გაშვების მიზანი იყო ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში აღნიშნული კომპლექსის საფრენოსნო მახასიათებლების, ბრძოლისუნარიანობის და სიზუსტის შემოწმება.
რაც შეეხება ნათებას;
ბალისტიკური რაკეტა აღჭურვილია სამ საფეხურიანი ძრავით რაც მას სწრაფ სტარტში ეხმარება. ვერტიკალურად ზევით აღმართული გამშვები დანადგარიდან, ნატოს კვალიფიკაციით 46 ტონიანი რაკეტა РС-12М2-ი, წნევის დენთური აკუმულატორების ზეწოლით რამოდენიმე მეტრის სიმაღლეზე გამოიტყორცნება და ამ დროს ირთვება პირველი საფეხურის ძრავა. 20-30 კმ. სიმაღლეზე პირველი საფეხურის ძრავა შორდება რაკეტას და ირთვება მე-2 საფეხურის ზრავა. მე-3 საფეხურის ძრავა ირთვება 80-90 კმ. სიმაღლეზე და წინამორბედების მსგავსად შორდება რაკეტას 200 კმ. სიმაღლეზე 5 გრადუსიანი კუთხით. საბოლოოდ რაკეტა ტრაექტორიის აპოგეიას 350 კმ. სიმაღლეზე აღწევს და იწყებს ბალისტიკურ ფრენას 8 800 კმ რადიუსით.
სბრ-ის ფრენის ეტაპები |
სბრ Тополь-М-ის ტტმ-ი
სროლის მაქსიმალური მანძილი | 10 000 კმ |
რაკეტის სიგრძე | 21.5 მეტრი |
სასტარტო მასა | 45 ტონა |
ქობინი | 1 ტონა. მონობლოკური. |
ქობინის სიმძლავრე | 0.55 კილოტონა. |
ძრავი | მყარსაწვავიანი, 3 საფეხურიანი. |
რაკეტის პირველი საფეხურის მასა. | 27.8 ტონა |
პირველი საფეხურის სიგრძე | 8.1 მეტრი |
მეორე საფეხურის სიგრძე | 4.6 მეტრი |
მესამე საფეხურის სიგრძე | 3.9 მეტრი |
ქობინის სიგრძე | 2.1 მეტრი |
კორპუსის დიამეტრი (პირველი საფეხურის) | 1.8 მეტრი |
კორპუსის დიამეტრი (მეორე საფეხურის) | 1.55 მეტრი |
კორპუსის დიამეტრი (მესამე საფეხურის) | 1.34 მეტრი |
სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერის დიამეტრი | 2 მეტრი |
დამიზნების სისტემა | ინერციული |
საბრძოლო პატრულირების ფართობი | 125 000 კმ2 |
შასი | МАЗ-7917 |
ბაქო
ერევანი
თბილისი
რუსეთი
Тополь-М-ის სტარტი