22 მაისს აშშ-ში, ფლორიდას შტატში მორიგი სამხედრო კონფერენცია გაიმართა. პროტოკოლით, ის სხვა მსგავსი შეხვედრებისგან არაფრით უნდა გამორჩეულიყო, რომ არა ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის სენსაციური განცხადება. შესაძლებელია, ამ ამბავს აჟიოტაჟი საერთოდ არ მოყოლოდა, ინფორმაცია პრესაში რომ არ მოხვედრილიყო. 28 მაისს, მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა ის საჯარო გახადეს.
მაღალჩინოსანი ამერიკელი სამხედრო, სამხრეთ კორეაში დისლოცირებული აშშ-ის სპეც-დანიშნულების ჯარების უშუალო სარდალი, ბრიგადის გენერალი ნილ ტოლი გახლავთ. თავად განცხადება კი, რომელმაც ნახევარი მსოფლიო საგონებელში ჩააგდო, შემდეგში მდგომარეობდა.
გენერლის თქმით, ჩრდილო კორეის ტერიტორიაზე აშშ-სა და სამხრეთ კორეელი სამხედროების ერთობლივი დესანტი გადასხეს. ოპერაციის მიზანი, ჩრდილო კორეის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა ობიექტების აღმოჩენა-დაზვერვაში მდგომარეობდა. ტოლის განცხადების თანახმად, მედესანტეების მობილურობის გასაზრდელად, მათი გადასხმა აღჭურვილობის მინიმალური კომპლექტაციით მოხდა. მზვერავებმა, ჩრდილო კორეის დემილიტარიზებულ ზონაში აშენებული, აქამდე უცნობი ოთხი გვირაბი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ამერიკელებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო 20 უცნობი აეროდრომის აღმოჩენაც.
გენერლის საკმაოდ თამამი განცხადება პრესამ მაშინვე აიტაცა და მალე ის მთელ მსოფლიოს მოედო. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ ბუნდოვანია. უპირველეს ყოვლისა, გენერალ ტოლის თანამდებობა არ იძლევა მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლებას. მეორეც - მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაშიც კი, ეს ყოველივე სამხედრო საიდუმლოებაა.
არის კიდევ რამდენიმე ნიუანსი. მათ შორის, 20 ახლად აღმოჩენილი სამხედრო აეროდრომი. ჩრდილო კორეა არც ისე მდიდარია, რომ აეროდრომები ასეთი ტემპებითა და რაოდენობით აშენოს. თანაც მათი აღმოჩენა თანამგზავრებით შეიძლება და საამისოდ მზვერავების გაშვება სულაც არ იყო საჭირო.
ასეა თუ ისე, გენერლის განცხადებამ პენტაგონი საგონებელში ჩააგდო. სამხრეთ კორეაში განლაგებული აშშ-ის ჯარების პრეს-სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ჯონათან უიტუნგტონმა, ყოველივე კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი გენერლის გამონათქვამი არასწორად იყო ინტერპრეტირებული.
მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. 5 ივნისს გენერალმა ტოლიმ საკუთარი თანამდებობა დატოვა. მის ადგილას შემცვლელი უკვე დაინიშნა. თავად გადაყენებული გენერლის ახალი თანამდებობა კი ჯერჯერობით უცნობი რჩება. არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო სამსახრიდან საერთოდ დაითხოვონ.
წყარო: ambebi.ge
Тополь-ის გამოცდა ხალხმა ღვთიურ მოვლენად აღიქვა
2012 წლის 7 ივნისს თბილისის დროით დაახლოებით 21:40 -ზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელისა და რუსეთის მოსახლეობამ ზეცაში „უცხო“ ნათება შეამჩნია. აღნიშნული ნათება გრძელდებოდა რამოდენიმე წუთს, შემდგომ იგი დაიწყო სპირალისებური მოძრაობა და გალაქტიკის ფორმა მიიღო. ხალხმა ეს მოვლენა სხვადასხვაგვარად აღიქვა, გთავაზობთ ხალხის მიერ წარმოთქმულ რამოდენიმე „ეპიკურ“ მოსაზრებას: „ეს ღვთის ნიშანი“, ეს სასჯელია ღმერთისგან, „უცხოპლანეტელები გვიტევენ“, „ცაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტია“. ზოგმა ასტრონომმა ეს მოვლენა მეტეორიტის ჩამოვრდნას დაუკავშირა.
სინამდვილეში, 7 ივნისს, თბილისის დროით 21:39 წუთზე ასტრახანიდან, სარაკეტო ჯარების პოლიგონ კაპუსტინ-იარიდან მოხდა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის 15Ж65-ს (РС-12М "Тополь") გაშვება ყაზახეთში ბალხაშის ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სარი-შაგანის პოლიგონის მიმართულებით.
მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების პოლკოვნიკმა, ვადიმ კოვალმა, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გაშვებულმა რაკეტამ წარმატებით გაანადგურა პირობითი სამიზნე. მისისვე თქმით რაკეტის გაშვების მიზანი იყო ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში აღნიშნული კომპლექსის საფრენოსნო მახასიათებლების, ბრძოლისუნარიანობის და სიზუსტის შემოწმება.
რაც შეეხება ნათებას;
ბალისტიკური რაკეტა აღჭურვილია სამ საფეხურიანი ძრავით რაც მას სწრაფ სტარტში ეხმარება. ვერტიკალურად ზევით აღმართული გამშვები დანადგარიდან, ნატოს კვალიფიკაციით 46 ტონიანი რაკეტა РС-12М2-ი, წნევის დენთური აკუმულატორების ზეწოლით რამოდენიმე მეტრის სიმაღლეზე გამოიტყორცნება და ამ დროს ირთვება პირველი საფეხურის ძრავა. 20-30 კმ. სიმაღლეზე პირველი საფეხურის ძრავა შორდება რაკეტას და ირთვება მე-2 საფეხურის ზრავა. მე-3 საფეხურის ძრავა ირთვება 80-90 კმ. სიმაღლეზე და წინამორბედების მსგავსად შორდება რაკეტას 200 კმ. სიმაღლეზე 5 გრადუსიანი კუთხით. საბოლოოდ რაკეტა ტრაექტორიის აპოგეიას 350 კმ. სიმაღლეზე აღწევს და იწყებს ბალისტიკურ ფრენას 8 800 კმ რადიუსით.
სავარაუდოდ, სწორედ მე-3 საფეხურის ძრავის მოცილების თვითმხილველი გახდა მოსახლეობა. ძრავა მოცილების შემდეგ იწყებს სპირალისებურ მოძრაობას და რადგან სროლის სიშორე ამ შემთხვევაში არ შეადგენდა მაქსიმუმს, ძრავაში მოცილებისას საწვავი უნდა ყოფილიყო და სპირალისებური ნათებაც ამ საწვავის წვამ გამოიწვია...
ბაქო
ერევანი
თბილისი
რუსეთი
Тополь-М-ის სტარტი
სინამდვილეში, 7 ივნისს, თბილისის დროით 21:39 წუთზე ასტრახანიდან, სარაკეტო ჯარების პოლიგონ კაპუსტინ-იარიდან მოხდა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის 15Ж65-ს (РС-12М "Тополь") გაშვება ყაზახეთში ბალხაშის ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სარი-შაგანის პოლიგონის მიმართულებით.
მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების პოლკოვნიკმა, ვადიმ კოვალმა, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გაშვებულმა რაკეტამ წარმატებით გაანადგურა პირობითი სამიზნე. მისისვე თქმით რაკეტის გაშვების მიზანი იყო ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში აღნიშნული კომპლექსის საფრენოსნო მახასიათებლების, ბრძოლისუნარიანობის და სიზუსტის შემოწმება.
რაც შეეხება ნათებას;
ბალისტიკური რაკეტა აღჭურვილია სამ საფეხურიანი ძრავით რაც მას სწრაფ სტარტში ეხმარება. ვერტიკალურად ზევით აღმართული გამშვები დანადგარიდან, ნატოს კვალიფიკაციით 46 ტონიანი რაკეტა РС-12М2-ი, წნევის დენთური აკუმულატორების ზეწოლით რამოდენიმე მეტრის სიმაღლეზე გამოიტყორცნება და ამ დროს ირთვება პირველი საფეხურის ძრავა. 20-30 კმ. სიმაღლეზე პირველი საფეხურის ძრავა შორდება რაკეტას და ირთვება მე-2 საფეხურის ზრავა. მე-3 საფეხურის ძრავა ირთვება 80-90 კმ. სიმაღლეზე და წინამორბედების მსგავსად შორდება რაკეტას 200 კმ. სიმაღლეზე 5 გრადუსიანი კუთხით. საბოლოოდ რაკეტა ტრაექტორიის აპოგეიას 350 კმ. სიმაღლეზე აღწევს და იწყებს ბალისტიკურ ფრენას 8 800 კმ რადიუსით.
სბრ-ის ფრენის ეტაპები |
სბრ Тополь-М-ის ტტმ-ი
სროლის მაქსიმალური მანძილი | 10 000 კმ |
რაკეტის სიგრძე | 21.5 მეტრი |
სასტარტო მასა | 45 ტონა |
ქობინი | 1 ტონა. მონობლოკური. |
ქობინის სიმძლავრე | 0.55 კილოტონა. |
ძრავი | მყარსაწვავიანი, 3 საფეხურიანი. |
რაკეტის პირველი საფეხურის მასა. | 27.8 ტონა |
პირველი საფეხურის სიგრძე | 8.1 მეტრი |
მეორე საფეხურის სიგრძე | 4.6 მეტრი |
მესამე საფეხურის სიგრძე | 3.9 მეტრი |
ქობინის სიგრძე | 2.1 მეტრი |
კორპუსის დიამეტრი (პირველი საფეხურის) | 1.8 მეტრი |
კორპუსის დიამეტრი (მეორე საფეხურის) | 1.55 მეტრი |
კორპუსის დიამეტრი (მესამე საფეხურის) | 1.34 მეტრი |
სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერის დიამეტრი | 2 მეტრი |
დამიზნების სისტემა | ინერციული |
საბრძოლო პატრულირების ფართობი | 125 000 კმ2 |
შასი | МАЗ-7917 |
ბაქო
ერევანი
თბილისი
რუსეთი
Тополь-М-ის სტარტი
ბაქო T-155 Firtina-ს ყიდულობს
T-155 Firtina |
თურქული T-155 Firtina თავის მხრივ სამხრეთკორეული თვითმავალი ჰაუბიცა K9 Thunder-ის ლიცენზირებულ ვარიანტს წარმოადგენს, რომლის აწყობა თურქეთმა 11 წლის წინ დაიწყო და დღემდე 150-ზე მეტი ასეთი დანადგარი დაამზადა.
სულ თურქეთს 350-მდე "ქარიშხლის" აწყობა აქვს დაგეგმილი, რომელთა ნაწილს სტრატეგიულ პარტნიორს - აზერბაიჯანს მიჰყიდის.
პირველი პარტიის - 36 "ქარიშხალის" ყიდვა აზერბაიჯანის ბიუჯეტს 200 მლნ დოლარამდე უჯდება, რაც არც ისე დიდი თანხაა.
წესით, თურქული "ქარიშხლები" აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ თურქულ "ქარიშხლებს" 1000 ცხ.ძ-ის გერმანული წარმოების დიზელის ძრავები აქვს და ბუნდესტაგმა ეს კონტრაქტი დროებით დაბლოკა.
გერმანელების კატეგორიული უარის შემდეგ თურქეთმა მოძებნა ძრავების მწარმოებელი სხვა ქვეყანა (სავარაუდოდ, უკრაინა), რომელიც საკუთარ დიზელის ძრავებს ბაქოს არ დაამადლის.
თურქულ T-155 Firtina-ს შეუძლია 155მმ კალიბრის ჭურვების სროლის მაღალი ტემპით დააზიანოს 40 კმ-ის მანძილზე არსებული სამიზნე. სროლის მაღალ სიზუსტეს (მიზნისთვის აცილების მანძილი 17,5 მ-ს არ აღემატება) განაპირობებს ის თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურა, რომელიც ამ თვითმავალ ჰაუბიცაზეა დამონტაჟებული.
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: კვირის პალიტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსსკ) Mini-Spike
პარიზში გასამართი შეიარარების გამოფენაზე Eurosatory 2012 ებრაული კომპანია Rafael Advanced Defense Systems-ი სხვა მრავალ ქმნილებასთან ერთად, გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსით, Mini-Spike-ით, წარსდგება. აღნიშნული კომპლექსი განკუთვნილია ყველა სახის ჯავშანტექნიკის, საცეცხლე წერტილების, საფარების და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დასაზიანებლად/გასანადგურებლად.
Mini-Spike-ი შეიქმნა ისრაელის თავდაცვის ჯარების დაკვეთით. მის შესახებ 2009 წელს გახდა ცნობილი და ამავე წლიდან მიმდინარეობს მისი შეიარაღებაზე მიღებაც.
გამშვები დანადგარის სრული მასაა 12 კგ, აქვე შედის 4 კილოგრამიანი რაკეტაც.
რაკეტის სიგრძე 70 სმ., კალიბრი 75 მმ., სროლის მინიმალური მანძილი 200 მ., ხოლო მაქსიმალური 1500 მეტრს შეადგენს.
დამიზნების სისტემა ინფრაწითელი IIR და დამატებითი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. შესაძლებელი გამოყენებულ იქნას როგორც ოპერატორის მართვით, ასევე „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპით.
გათვლაში შედის ორი ჯარისკაცი: ერთი ჯარისკაცი გამშვები დანადგარითა და ორი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით და მეორე ჯარისკაცი, ოთხი ამავე ტიპის რაკეტით.
სირიელი მეამბოხეების შედევრი
სირიელი მეამბოხეების იმპროვიზირებული დაჯავშნული საბრძოლო მანქანა. 2012 წლის მაისი, ქ.ჰომსი. |
სირიელმა მეამბოხეებმა საბრძოლო მანქანის აი ასეთი შედევრი შექმნეს. როგორც მეამბოხეთა საიტი zaman-alwsl.net იტყობინება, მანქანა წყობილია SUZUKI-ის შასიზე ქალაქ ჰომსში. „საბრძოლო მანქანა“ შედგება რამოდენიმე ფენა რკინისგან,ცხვირი სპეციალურად ბარიკადების გარღვევისთვის არის განკუთვნილი და შეიარაღებულია მანქანის კუდში დაყენებული 12,7 მმ დეგტიარევ-შპაგინის მსხვილკალიბრული ტყვიამფრქვევით(ДШК). ოპოზიციური საიტის ცნობით, მას მიანიჭეს აღნიშვნა T-HOMS75 და უკვე რამოდენიმე ერთეული არის დამზადებული.
Т-72-ის უნგრული მოდერნიზაცია
უნგრულმა კომპანია CURRUS-მა ტანკ Т-72-ებს(კომპანია ეწევა БТР-80, БМП და Т-72-ების მოდერნიზაციას, ამავე კომპანიაში გაიარა მოდერნიზაცია ერაყულმა ტექნიკამ) საინტერესო მოდერნიზაცია ჩაუტარა.
პირველ რიგში ყურადღებას იქცევს დამონტაჟებული დინამიური დაცვა. რა თქმა უნდა დინამიური დაცვა დიდი ხანია რაც თანამედროვე დაცვის საშუალებად აღარ ითვლება, მაგრამ არის რიგი ქვეყნებისა რომლებსაც აწყობთ(ფინასებიდან გამომდინარე) აღნიშნული სისტემა. უნგრულ ვარიანტზე გაუმჯობესებულია დინამიური დაცვის დამონტაჟების კუთხე, რაც აუცილებელია მისი ეფექტური მუშაობისთვის, ამით კი T-72A-თან და მითუმეტეს T-72-თან მას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. არანაკლები მუშაობა ტანკის შიგნითაც არის ჩატარებული და ბევრი სიახლეც არის დანერგილი.

ფრანგული „ლეკლერკის“ კოშკურა
სურათზე ჩანს კოშკურის ცენტრალური ნაწილი და მემიზნის სამიზნე მოწყობილობის ადგილი. სურათიდან გამომდინარე, ჯავშანი ამ მიდამოებში შესამჩნევად თხელია. |
პანორამული ხედვის ბუდე და მემიზნის ხედვის სტატიკური მოწყობილობები |
კოშკურის შიგნითა ხედი |
კოშკურის შიგნითა ხედი |
ჩინური ახალი MRAP-ი Inner Mongolia-სგან
პეკისნის მე-6 საერთაშორისო საპოლიციო აღჭურვილობის გამოფენაზე კომპანია Inner Mongolia First Machinery Group(ჩინეთის №617 სატანკო ქარხანა) წარმოადგინა MRAP-ის კლასის მანქანის საცდელი მოდელი. ექსპერტების მოსაზრებით აღნიშნული მანქანა არაფრით ჩამოუვარდება თავის დასავლელ მეგობრებს, შეესაბამება ნატოს ყველა სტანდარტსა და საუკეთესოა ჩინეთის მიერ წარმოებულ ჯავშანმანქანებს შორის.
მთავარი კონსტრუქტორის, ფენ იბოს, განცხადებით მანქანა იწონის 10500 კგ., გააჩნია 210 კვტ. სიმძლავრის ძრავა და ავითარებს 120 კმ/სთ. სიჩქარეს. სიჩქარის გადაცემათა კოლოფი მექანიკურია, აქვს ექვსი წინა და ერთი უკანა გადაცემა. მას შეუძლია გადაიყვანოს 8 ადამიანი(მძღოლის ჩათვლით) და დაიცვას მანქანის ქვეშ აფეთქებული 7 კგ. მასის ასაფეთქებლისგან და 10 კგ. ასაფეთქებელი მოწყობილობისგან, იმ შემთხვევაში თუ აფეთქდება უშუალოდ ბორბლის ქვეშ მოხდება. ჯავშანი ეკიპაჟს იცავს 30 მეტრიდან შაშხანიდან გახსნილი ცეცხლისგან.
მანქანას შეუძლია გადალახოს 400 მმ. სიმაღლის და 800 მმ სიღრმის ბარიერები, ასევე ავიდეს 60 გრადუსიან აღმართზე და იაროს გზის 30 გრადუსიანი დახრილობისას.

Kryptek- სამგანზომილებიანი შენიღბვა
Kryptek LEAF - კომპანია Kryptek-ის მიერ შექმნილი შენიღბვა(კომუფლაჟი), რომელიც 2011 წელს წარმოადგინეს როგორც სამხედროებისთვის და მონადირეებისთის უნივერსალური კომუფლაჟი. კომპანია Kryptek-ი სპეციალიზებულია, სპეციალური, სამხედრო და მონადირის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა შესაბამისი აქსესუარების წარმოებაზე.
პირველად აღნიშნული შენიღბვა საზოგადოებას წარუდგინეს 17-20 იანვარს ლას-ვეგასში, ყოველწლიურ გამოფენაზე SHOT Show. ცნობილია, რომ კოპანია Krtptek-ი Kryptek LEAF-ის სერიულ წარმოებაში ჩაუშვებს კომუფლაჟის ერთ ნახატს, ექვსი სხვადასხვა შეფერილობით.
Kryptek HighlanderTM-ი - უნივერსალური შენიღბვა შერეული ტიპის საფარისთვის, Kryptek MandrakeTM - ტყიანი საფარისთვის, Kryptek NomadTM - უდაბნოში გამოსაყენებლად, Kryptek YetiTM - ზამთრის შენიღბვა, Kryptek UrbanTM-ი — სპეციალური შენიღბვა ქალაქის ბრძოლებისთვის და Kryptek TyphonTM-ი ღამის ოპერაციებისთვის.
2012 წლის, თებერვალში დაიწყო პენტაგონის მიერ გამოცხადებული ახალი კომუფლაჟის შექმნის კონკურსის მეოთხე ეტაპი, სადაც მონაწილეობს დიზაინერთა ხუთი ბიურო: ADS-ი Hyperstealth Biotechnology-თან, Brookwood-თან, Crye Precision-თან, Kryptek-თან და შეერთებული შტატების არმიის აღჭურვილობის კვლევით ცენტრთან თანამშრობლობით. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გეგმით, ახლადშექმნილი შენიღბვა უახლოესი 5-10 წელი უნდა იქცეს არმიის და საზღვაო ქვეითთა კორპუსის მთავარ კომუფლაჟად. ჯერჯერობით შეუძლებელია დავადგინოთ თუ რომელი ფირმა გაიმარჯვებს, რადგან თითოეული მათგანი სამხედრო აღჭურვილობის სფეროში ცნობილია თავისი ხარისხიანი ნაწარმითა და ინოვაციებით. კომპანია რომელიც მიიღებს ამ ძვირადღირებულ კონტრაქტს შეიძლება აღმოჩნდეს არმიის აღჭურვილობის კვლევითი ცენტრი ან სულაც, შედარებით ახალგაზრდა, Kryptek-ი.

Kryptek LEAF |
Kryptek LEAF |
ავიაშოუ ენდრიუსის ბაზაზე
მაისის დასასრულს მერილენდის შტატში ავიაცია მეფობდა. ენდრიუსის ცნობილ საჰაერო ბაზაზე, სადაც „Air Force One“-ი ბაზირებს, 18-20 მაისს ჩატარდა ავიაშოუ Joint Service Open House & Air Show. ავიაშოუში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა აერობატიკის ჯგუფებმა, როგორებიც: „Geico Skytypers“-ი, Blue Angels-ი და „Golden Knights“-ი, არიან.
ასევე შოუზე წარმოდგენა გამართეს შემდეგმა საფრენმა აპარატებმა:F-22 Raptor, B-2 Spirit Flyby, P-51 Mustang, AV-8B Harrier, F-16 Fighting Falcon, KC-135R Stratotanker, MV-22 Osprey, Curtiss SBC Helldiver, UH-1N Huey.
გთავაზობთ მცირე ვიდეო მასალას „ცხელი წერტილიდან“
გთავაზობთ მცირე ვიდეო მასალას „ცხელი წერტილიდან“
დაჭრილთა ზურგჩანთა
სამხედროებისა და მაშველებისთვის ებრაულმა კომპანია Agilite Gear-მა დაჭრილთა გადასაყვანი სპეციალური ზურგჩანთა შექმნა. ამ ორიგნალური ზურგჩანთის შემქმნელმა კომპანიამ ქვეყნის იარაღებული ძალებისგან უკვე შეკვეთაც მიიღო.
არადა, ეს უბრალო ზურგჩანთა საკმაოდ მახვილგონივრული გადაწყვეტაა ისეთი რთული პრობლემისა, როგორიცაა ბრძოლის ველიდან დაჭრილი თანამებრძოლის გამოყვანა. მისი მეშვეობით ზურგზე მოკიდებული თანამებრძოლის ტრანსპორტირება ისე შეიძლება, რომ მლობელს ხელები თავისუფალი რჩება და შესაბამისად, იარაღის გამოყენებაც შეუძლია. აჭრილი თანამებრძოლის გადასაყვანი პერსონალური საშუალება სულ რაღაც 300 გრამს იწონის და დაკეცილი სიგრძით 25 სმ.-ს არ აღემატება.რაც მთავარია, ზურგჩანთა საიმედოდ აკავებს ზურგზე მოკიდებულ საჭრილს, მზიდავს კი მანევრირების საშუალებას აძლევს.
როგორც ჩანს, ზურგჩანთას არა მხოლოდ სამხედროები, მაშველები მეხანძრეები, მედიკოსები და სხვა სამოქალაქო სამსახურების წარმომადგენლებიც გამოიყენებენ. თანაც, ეს საკმაოდ მოსახერხებელი და მძიმე წუთებში გამოსაყენებელი საშუალება არცთუ ძვირი - $ 80 ღირს.

Subscribe to:
Posts (Atom)