Т-72-ის უნგრული მოდერნიზაცია

უნგრულმა კომპანია CURRUS-მა ტანკ Т-72-ებს(კომპანია ეწევა БТР-80, БМП და Т-72-ების მოდერნიზაციას, ამავე კომპანიაში გაიარა მოდერნიზაცია ერაყულმა ტექნიკამ)  საინტერესო მოდერნიზაცია ჩაუტარა.

პირველ რიგში ყურადღებას იქცევს დამონტაჟებული დინამიური დაცვა. რა თქმა უნდა დინამიური დაცვა დიდი ხანია რაც თანამედროვე დაცვის საშუალებად აღარ ითვლება, მაგრამ არის რიგი ქვეყნებისა რომლებსაც აწყობთ(ფინასებიდან გამომდინარე) აღნიშნული სისტემა. უნგრულ ვარიანტზე გაუმჯობესებულია დინამიური დაცვის დამონტაჟების კუთხე, რაც აუცილებელია მისი ეფექტური მუშაობისთვის, ამით კი T-72A-თან და მითუმეტეს T-72-თან მას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. არანაკლები მუშაობა ტანკის შიგნითაც არის ჩატარებული და ბევრი სიახლეც არის დანერგილი.

ფრანგული „ლეკლერკის“ კოშკურა

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფრანგული ძირითადი საბრძოლო ტანკის, „ლეკლერკის“, კოშკურის საინტერესო სურათები. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.
სურათზე ჩანს კოშკურის ცენტრალური ნაწილი და მემიზნის სამიზნე მოწყობილობის ადგილი.
სურათიდან გამომდინარე, ჯავშანი ამ მიდამოებში შესამჩნევად თხელია.
კოშკურის ზემო ხედიდან ჩანს ამაღლება შუა ნაწილში, რაც ხელს უწყობს ქვემეხის დამონტაჟებასა და საჭირო ამაღლებისა და დაქანების კუთხეებს. მემიზნისა და მეთაურის განთავსების ადგილები შედარებით დადაბლებულია, ამით კონსტრუქტორებმა წონაში მოიგეს.

პანორამული ხედვის ბუდე და მემიზნის ხედვის სტატიკური მოწყობილობები
კოშკურის შიგნითა ხედი
კოშკურის შიგნითა ხედი

ჩინური ახალი MRAP-ი Inner Mongolia-სგან

პეკისნის მე-6 საერთაშორისო საპოლიციო აღჭურვილობის გამოფენაზე კომპანია Inner Mongolia First Machinery Group(ჩინეთის №617 სატანკო ქარხანა) წარმოადგინა MRAP-ის კლასის მანქანის საცდელი მოდელი. ექსპერტების მოსაზრებით აღნიშნული მანქანა არაფრით ჩამოუვარდება თავის დასავლელ მეგობრებს, შეესაბამება ნატოს ყველა სტანდარტსა და საუკეთესოა ჩინეთის მიერ წარმოებულ ჯავშანმანქანებს შორის.
მთავარი კონსტრუქტორის, ფენ იბოს, განცხადებით მანქანა იწონის 10500 კგ., გააჩნია 210 კვტ. სიმძლავრის ძრავა და ავითარებს 120 კმ/სთ. სიჩქარეს. სიჩქარის გადაცემათა კოლოფი მექანიკურია, აქვს ექვსი წინა და ერთი უკანა გადაცემა. მას შეუძლია გადაიყვანოს 8 ადამიანი(მძღოლის ჩათვლით) და დაიცვას მანქანის ქვეშ აფეთქებული 7 კგ. მასის ასაფეთქებლისგან და 10 კგ. ასაფეთქებელი მოწყობილობისგან, იმ შემთხვევაში თუ აფეთქდება უშუალოდ ბორბლის ქვეშ მოხდება. ჯავშანი ეკიპაჟს იცავს 30 მეტრიდან შაშხანიდან გახსნილი ცეცხლისგან.
მანქანას შეუძლია გადალახოს 400 მმ. სიმაღლის და 800 მმ სიღრმის ბარიერები, ასევე ავიდეს 60 გრადუსიან აღმართზე და იაროს გზის 30 გრადუსიანი დახრილობისას.


Kryptek- სამგანზომილებიანი შენიღბვა

Kryptek LEAF - კომპანია Kryptek-ის მიერ შექმნილი შენიღბვა(კომუფლაჟი), რომელიც 2011 წელს წარმოადგინეს როგორც სამხედროებისთვის და მონადირეებისთის უნივერსალური კომუფლაჟი. კომპანია Kryptek-ი სპეციალიზებულია, სპეციალური, სამხედრო და მონადირის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა შესაბამისი აქსესუარების წარმოებაზე. პირველად აღნიშნული შენიღბვა საზოგადოებას წარუდგინეს 17-20 იანვარს ლას-ვეგასში, ყოველწლიურ გამოფენაზე SHOT Show. ცნობილია, რომ კოპანია Krtptek-ი Kryptek LEAF-ის სერიულ წარმოებაში ჩაუშვებს კომუფლაჟის ერთ ნახატს, ექვსი სხვადასხვა შეფერილობით. Kryptek HighlanderTM-ი - უნივერსალური შენიღბვა შერეული ტიპის საფარისთვის, Kryptek MandrakeTM - ტყიანი საფარისთვის, Kryptek NomadTM - უდაბნოში გამოსაყენებლად, Kryptek YetiTM - ზამთრის შენიღბვა, Kryptek UrbanTM-ი — სპეციალური შენიღბვა ქალაქის ბრძოლებისთვის და Kryptek TyphonTM-ი ღამის ოპერაციებისთვის.
2012 წლის, თებერვალში დაიწყო პენტაგონის მიერ გამოცხადებული ახალი კომუფლაჟის შექმნის კონკურსის მეოთხე ეტაპი, სადაც მონაწილეობს დიზაინერთა ხუთი ბიურო: ADS-ი Hyperstealth Biotechnology-თან, Brookwood-თან, Crye Precision-თან, Kryptek-თან და შეერთებული შტატების არმიის აღჭურვილობის კვლევით ცენტრთან თანამშრობლობით. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გეგმით, ახლადშექმნილი შენიღბვა უახლოესი 5-10 წელი უნდა იქცეს არმიის და საზღვაო ქვეითთა კორპუსის მთავარ კომუფლაჟად. ჯერჯერობით შეუძლებელია დავადგინოთ თუ რომელი ფირმა გაიმარჯვებს, რადგან თითოეული მათგანი სამხედრო აღჭურვილობის სფეროში ცნობილია თავისი ხარისხიანი ნაწარმითა და ინოვაციებით. კომპანია რომელიც მიიღებს ამ ძვირადღირებულ კონტრაქტს შეიძლება აღმოჩნდეს არმიის აღჭურვილობის კვლევითი ცენტრი ან სულაც, შედარებით ახალგაზრდა, Kryptek-ი.


Kryptek LEAF


Kryptek LEAF






ავიაშოუ ენდრიუსის ბაზაზე

მაისის დასასრულს მერილენდის შტატში ავიაცია მეფობდა. ენდრიუსის ცნობილ საჰაერო ბაზაზე, სადაც „Air Force One“-ი ბაზირებს, 18-20 მაისს ჩატარდა ავიაშოუ Joint Service Open House & Air Show. ავიაშოუში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა აერობატიკის ჯგუფებმა, როგორებიც: „Geico Skytypers“-ი, Blue Angels-ი და „Golden Knights“-ი, არიან. ასევე შოუზე წარმოდგენა გამართეს შემდეგმა საფრენმა აპარატებმა:F-22 Raptor, B-2 Spirit Flyby, P-51 Mustang, AV-8B Harrier, F-16 Fighting Falcon, KC-135R Stratotanker, MV-22 Osprey, Curtiss SBC Helldiver, UH-1N Huey.
გთავაზობთ მცირე ვიდეო მასალას „ცხელი წერტილიდან“

დაჭრილთა ზურგჩანთა

სამხედროებისა და მაშველებისთვის ებრაულმა კომპანია Agilite Gear-მა დაჭრილთა გადასაყვანი სპეციალური ზურგჩანთა შექმნა. ამ ორიგნალური ზურგჩანთის შემქმნელმა კომპანიამ ქვეყნის იარაღებული ძალებისგან უკვე შეკვეთაც მიიღო.             
არადა, ეს უბრალო ზურგჩანთა საკმაოდ მახვილგონივრული გადაწყვეტაა ისეთი რთული პრობლემისა, როგორიცაა ბრძოლის ველიდან დაჭრილი თანამებრძოლის გამოყვანა. მისი მეშვეობით ზურგზე მოკიდებული თანამებრძოლის ტრანსპორტირება ისე შეიძლება, რომ მლობელს ხელები თავისუფალი რჩება და შესაბამისად, იარაღის გამოყენებაც შეუძლია. აჭრილი თანამებრძოლის გადასაყვანი პერსონალური საშუალება სულ რაღაც 300 გრამს იწონის და დაკეცილი სიგრძით 25 სმ.-ს არ აღემატება.რაც მთავარია, ზურგჩანთა საიმედოდ აკავებს ზურგზე მოკიდებულ საჭრილს, მზიდავს კი მანევრირების საშუალებას აძლევს.
როგორც ჩანს, ზურგჩანთას არა მხოლოდ სამხედროები, მაშველები მეხანძრეები, მედიკოსები და სხვა სამოქალაქო სამსახურების წარმომადგენლებიც გამოიყენებენ. თანაც, ეს საკმაოდ მოსახერხებელი და მძიმე წუთებში გამოსაყენებელი საშუალება არცთუ ძვირი - $ 80 ღირს.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მიღებას

ლიცეუმში მიიღებიან:

ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების 17 წლამდე ასაკის  მოსწავლეები-ვაჟები, რომლებიც 2011-2012 სასწავლო წელს წარმატებით დაამთავრებენ საბაზო საფეხურს (ცხრა კლასი).

სწავლის პირობები:
-სწავლა წარიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით;
-სწავლა 3 წლიანია;
-სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები მიიღებენ სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერთიფიკატს;
-კადეტები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, საცხოვრებელი ადგილით (ყაზარმა), სამედიცინო მომსახურებით, სამხედრო და სასპორტო ფორმებით და სრული სასწავლო აღჭურვილობით.
წარსადგენი საბუთები:
-მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება კადეტის მიღების შესახებ;
-პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;  
-დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;
-ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);
-ცნობა საჯარო  სკოლიდან ზოგადი განათლების საბაზისო საფეხურის (9 კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ, თანდართული შეფასების ფურცლით;
- დახასიათება სკოლიდან;
-ავტობიოგრაფია;
-სურათი 3X4-ზე (2 ცალი).
მისაღები ტესტები:
- ზოგადი უნარების ტესტი (შესაბამისი საფეხური). 
- ფიზიკური ტესტი;
- სამედიცინო შემოწმება. 
ლიცეუმში ჩაირიცხება სამედიცინო კომისიის მიერ ჯანმრთელად ცნობილი და კონკურსში მაღალი რეიტინგის მაჩვენებლის მქონე 100 მოსწავლე. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის შეფასების ქულას.
საბუთების მიღება იწარმოებს 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: 
ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის #51
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

აშშ-ს ჯარების „შოპინგი“

2012 წლის 17-დან 25 მაისამდე შეერთებული შტატების ჯარები ფორტ-ბლისის სამხედრო ბაზასა და პოლიგონ უაიტ-სანდსზე პროექტ GCV-ის ფარგლებში ხუთ ქვეითთა საბრძოლო მანქანას ცდიდა. საცდელ მანქანებს შორის იყვნენ ებრაული მძიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა «Namer»-ი, შვედური «BAE Systems Hagglunds CV9035», General Dynamics-ის  «Stryker Double-V Hull - SDVH» V-ს მაგვარი ორმაგი ძირით და BAE Systems-ის ორი ქსმ-ი, მოდიფიცირებული «M2A3 Bradley» და Bradley-ის ბაზაზე აწყობილი უკოშურო ჯავშანტრანსპორტიორი «Turretless Bradley».კონკურსზე ასევე განიხილებოდა გერმანული «Krauss-Maffei Wegmann/Rheinmetall Puma», მაგრამ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, რადგან აღნიშნული მანქანი მოდელი არ იყო წარმოდგენილი საველე გამოცდებზე.
პროექტი GCV-ი ითვალისწინებს აშშ-ს ჯარების შეიარაღებაზე პერსპექტიული, ახალი, მაღალი დაცულობის მქონე ქვეთთა საბრძოლო მანქანის მიღებას, რომელიც სავარაუდოდ 2017 წლისთვის უნდა იქნეს მოწოდებული შეიარაღებულ ძალებში.

Namer
Stryker Double-V Hull - SDVH
M2A3 Bradley და Turretless Bradley
BAE Systems Hagglunds CV9035

კოლუმბიური „მონადირის“ მეორე ვერსია

 კოლუმბიურმა კომპანია «Armor International»-მა ჯავშანმანქაბა TR-12 «Hunter»-ის  მეორე, საცდელი, ვარიანტი შეიმუშავა.
Hunter TR-12
აღნიშნული ჯავშანმანქანა, უმთავრესად, შეიარაღებული ძალებისთვის იქმნებოდა, მაგრამ ბოლო დროს მის მიმართ დაინტერესება კერძო დაცვის ორგანიზაციებმაც გამოთქვეს.  TR-12 «Hunter»-ი არის მრავალდანიშნულების სატრანსპორტო საშუალება. ამ მოდელს საერთო ჯამში გააჩნია ათი საქარე და გვერდითი ფანჯარა, ხუთი კარი, გადაყავს 10 მედესანტე + 2 ეკიპაჟის წევრი და უზრუნველყოფს მეექვსე დონის დაცულობას.
TR-12 «Hunter»-ის წინამორბედი კარგად იქნა ათვისებული და იმყოფება კოლუმბიის შეიარაღებული ძალების, პოლიციისა და უსაფრთოების სამსახურების შეიარაღებაზე.

აზერბაიჯანმა რუსეთს ჯავშანმანქანები შეუვეთა

 აზერბაიჯანის ძალოვანი უწყებები, რუსთთან ჯავშანტრანსპორტიორ «Скорпион ЛША Б»-ს  და ჯავშანმანქანა «Скорпион ЛША»-ს მოწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ დახურული სააქციო საზოგადოება «Корпорация Защита»-ს გენერალურმა დირექტორმა, ალექსეი კაგარლიცკიმ განაცხადა. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კონტრაქტის შესრულება სწორედ აღნიშნულ ქარხანას დაევალება.
ჯავშანტრანსპორტიორ «Скорпион ЛША Б»-ს ეკიპაჟი 8 კაცისგან შედგება(შემკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ეკიპაჟის რაოდენობის გაზრდა). მანქანა 100 კმ.-ზე 14-16 ლიტრ დიზელის საწვავს მოიხმარს.
«Скорпион ЛША Б»-ს ერთეულის ღირებულება: $ 106329,06
«Скорпион ЛША»-ს ერთეულის ღირებულება: $ 45569,60
Скорпион ЛША ანუ Скорпион-2М

Скорпион ЛША Б

ინგლისში ისტორიული ტანკმშენებელი ქარხანა იხურიბა




BAE Systems-ის გადაწყვეტილებით ნიუკასლში მდებარე ვიქერს- არმსთრონგის ქარხანა იხურება. ამის მიზეზად, კომპანიის ხელმძღვანელობამ, ინგლისში ჯავშანსატანკო მრეწველობის უპერსპექტივობა დაასახელა. ქარხანა რომელიც 1847 წლიდან შედის თავდაცვითი მრეწველობის შემადგენლობაში, მომავალ წელს გაუქმდება, მას შემდეგ რაც სრულად შეასრულებს გამნაღმვითი ჯავშანმანქანა „ტერიერის“ მიწოდებაზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ  კონტრაქტს.
სრულ სტატიას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
1928 წელი, ვიქერს-არმსთრონგის ქარხანა