ნავსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა YJ-62 (C-602)

YJ-62 (სახმელეთო ბაზირება)
შორი მოქმედების ნავსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა YJ-62 (სრული:Yingji-62; საექსპორტო აღნიშვნა: C-602) განკუთვნილია ნებისმიერი კლასის და ტიპის წყალზედა ჰომალდების გასანადგურებლად, რადიოელექტრონული ბრძოლის  და მოწინააღმდეგის ცეცხლის პირობებში. რაკეტის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ პლატფორმაზე, მისი გამოყენება დღისა და ღამის ნებისმიერ მეტეროლოგიურ პირობებშია შესაძლებელი, როგორც ერთეული გასროლით,  ასევე ზალპით, მათ შორის სახმელეთო სამიზნეების მიმართულებით.

ბლინდაჟი

ბლინდაჟი არის მუდმივი ან დროებითი საპორტიფიკაციო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს სასანგრო სისტემის ერთ-ერთ ელემენტს. ბლინდაჟი განკუთვნილია საარტილერიო, სანაღმტყორცნო და ტყვიამფრქვევის ცეცხლისგან, ნაპალმისგან და მასიური განადგურების იარაღისგან თავის დასაცავად, ასევე პირადი შემადგენლობის მოსასვენებლად. მაგრამ ბლინდაჟს აქვს თავისი უარყოფითი თვისებებიც. მაგალითად, ბლინდაჟიდან ცეცხლის გახსნა შეუძლებელია, რადგან ის მთლიანად მიწაშია ჩამარხული და შესაბამისად არ გააჩნია ფანჯრები ან ამბრაზურები. ბლინდაჟი შიდა ფართითაც არ გამოირჩევა; როგორც წესი ჭერის სიმაღლე 1,8 მეტრია, სიგრძე 2,5მ, სიგანე კი 1, 2მ.

32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მოსამზადებელი წვრთნა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გამგზავრების წინა მოსამზადებელ წვრთნებს გერმანიის ქალაქ ჰოენფელსში გადიან. გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს გერმანიიდან.


დარტყმა წყლიდან: – გერმანული ჩუმი საფრთხე (I)

მიუხედავად თავისი მნიშვნელობისა და ეფექტურობისა სახმელეთო ნაღმები ჯერ კიდევ არ გამოსულა მეორეხარისხოვანი დამხმარე ტაქტიკური იარაღის კატეგორიიდან , ეს მან თავისი დიდების ხანაშიც კი ვერ მოახერხა - მეორე მსოფლიო ომის დროს. წყალში ვითარება კარდინალურად განსხვავებულად განვითარდა. ახლადგამოჩენილმა საზღვაო ნაღმებმა განდევნეს არტილერია, დაუყონებლივ მიიღეს სტრატეგიული დანიშნულების იარაღის კატეგორია და არაერთი სხვა საზღვაო იარაღიც მეორეხარისხოვნად აქციეს.
სტატიების ამ სერიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე გერმანულ საზღვაო ნაღმს.