კონფლიქტების მართვის თეორია

აშშ-ს სპეცსამსახურების გადამდგარი თანამშრომლის ლექცია სოფიის უნივერსიტეტში.
სოფია 2001 წ. 


ნაწილი I.

შეგახსენებთ, რომ საქართველო, საბჭოთა დროს ერთერთი ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა სსრკ-ში, ასევე ძლიერ ესწრაფოდა რუსეთის გავლენიდან გამოსვლას, როგორც ბალტიის ქვეყნები, რომლებზეც უკვე ვთქვი. პირველმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გაატარა
პოლიტიკა, რომლის გაკოტრება თვალნათელი იყო თავიდანვე. მისი რუსებთან კავშირები ჩვენგან არ იყო საიდუმლო. საჭიროა ვთქვათ, რომ მაშინ ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიას ჩვენ ვიხილავდით როგორც რუსების გავლენის ერთადერთ ზონას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაწვრილებით აგიხსნათ თქვენ, ბატონებო, რა აზრს ვატანთ ჩვენ, ამერიკელები, გამონათქვამს «გავლენის სფერო». გავლენის სფერო ჩვენთვის – ეს არის უპირველეს ყოვლისა სტაბილიზაციის ზონა. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ესა თუ ის ქვეყანა არის ჩვენი გავლენის სფერო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვგეგმავთ იქ სამოქალაქო მშვიდობის დამყარებას უპირველეს ყოვლისა. სამოქალაქო მშვიდობაში მყოფ ქვეყანაზე გავლენის მოხდენა გაცილებით ადვილია. ამ ქვეყნის ხალხზე გავლენა ადვილია. შეიძლება ეს ცინიკურად ჟღერს, მაგრამ გეტყვით თქვენ – დიახ, ჩვენ ცინიკოსები ვართ. ჩვენ ცინიკოსები ვართ როცა საქმე ეხება იმას, რომ ხალხი ერთმანეთს უსასრულოდ არ ხოცავდეს. როცა საქმე ეხება იმას, რომ არ იხოცებოდნენ ბავშვები, დიახ ჩვენ მაშინ ცინიკოსები ვართ. ჩვენ წავალთ ნებისმიერ ცინიკურ ნაბიჯზე, რათა შევაჩეროთ ძალადობა. და რა თქმა უნდა, რათა ფული ვაკეთოთ! – ვხუმრობ!

ჩავარდნილი ფრანგული სპეცოპერაცია

ფრანგული სპეცოპერაცია სომალიში, რომელიც მიზნად ისახავდა 2009 წელს მძევლად აყვანილი ფრანგი ჯაშუშის გათავისუფლებას ფრანგების მარცხით დასრულდა. შეტაკება ფრანგ სპეცრაზმელებსა და აშ-შაბაბის დაჯგუფების მებრძოლებს შორის გაიმართა ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოდან სამხრეთით 110 კილომეტრში. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიერგავრცელებული ინფორმაციით ლიკვიდირებულ იქნა 17 ისლამისტი ტერორისტი. ამავე დროს, დანაკარგები აქვთ ფრანგულ მხარესაც: 1 გარდაცვლილი, 1 მძევლად აყვანილი. როგორც ფრანგული მხარე იტყობინება, ოპერაციის მიმდინარეობისას მძევლად აყვანილი ფრანგი ჯაშუში, რომელიც დენი ალეკსის ფსევდონიმს ატარებდა გარდაიცვალა, ამ ინფორმაციას აშ-შაბაბი არ ადასტურებს.
შეგახსენებთ ფრანგული სპეციალური ოპერაციების ძალები შაბათს 12 იანვარს შვეულმფრანებით ქალაქ ბულო-მარერში გადმოსხეს.
გთავაზობთ ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ფოტოებს, რომელზეც გარდაცვლილი ფრანგი ჯარისკაცია ასახული თავისი აღჭურვილობით.

დაღუპული სერჟანტი სამშობლოში ჩამოასვენეს

სერჟანტ გიორგი კიკაძის ცხედრის ჩამოსვენება 
ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო, სერჟანტი გიორგი კიკაძე 2013 წლის 2 იანვარს სამშობლოში აშშ-ს საჰაერო ძალების ბორტით ჩამოასვენეს. ჯარისკაცს აეროპორტში დახვდენენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

დაუყონებლივი პასუხი - 2009

გთავაზობთ სწავლება „დაუყონებლივი პასუხი -2009“-ის ამსახველ რამდენიმე სურათს.


2008...

გთავაზობთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსი ოკუპანტების ამსახველ რამოდენიმე სურათს.