უანალოგო „არმატა“ უანალოგო ძრავის გარეშე დარჩა
ჩელიაბინსკის სატრაქტორო ქარხნა წყვეტს არმატასთვის, და სხვა შალგიანი და ბორბლებიანი ტექნიკისთვის გარკვეული მაღალბრუნვიანი დიზელის ძრავზე (ცნობილია როგორც პროექტი „ჩაიკა“) მუშაობას. 2019 წელს შესრულებული სამუშაოებიდან ნათელი გახდა, რომ შემუშავებული ძრავის სერიულ კონვეირზე დაყენება არამიზანშეწონილია მისი შემუშავების ნაკლოვანებებისა და ტექნიკურად მიუღწევადი პარამეტრების გამო. ამის შესახებ ჩელიაბინკის სატრაქტორო ქარხნის „ურალტრაკის“ გენ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი კოსტიუცენკომ განაცხადა. მისი თქმით, „ჩაიკას“ შემუშავებისას მიღებულ ტექნიკურ გამოცდილებას და ცოდნას სხვა პარესპექტიულ პროექტებში გამოიყენებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გათვლებით, შემუსავებული დიზელის ძრავი „ჩაიკა“ უნდა გამხდარიყო პერსპექტიული ჯავშანსატანკო ტექნიკის საბაზო ძრავი. კერძოდ „ჩაიკა“ უნდა მიეღოთ უნიფიცირებულ პლატფორმას „არმატას“, რომელშიც შედის ძირითადი საბრძოლო ტანკი Т-14, ქსმ Т-15 და არემონტო-საევაკუაციო მანქანა Т-16, ასევე უნდა მიეღო პლატფორმა „კურგანეც-25“-ს, რომელშიც შედიან ქსმ Б-11 და ჯავშანტრანსპორტიორი Б-10.
პირობითი ტაქტიკური ნიშნები
ამ სტატიაში გაგაცნობთ ნატოს მიერ გამოყენებულ პირობით ტაქტიკურ ნიშნებს, რომლითაც საქართველოს შ/ძ-იც სარგებლობს. მაშ ასე...
ყველა სახის შენაერთისთვის ჩამოყალიბებულია ერთიანი, გარკვეული გეომეტრიული ფორმის და ფერის ნიშანი
ნიშანს აქვს შავი ფერის ჩარჩო. გეომეტრიული ფორმა მიუთითებს შენაერთის ამა თუ იმ მხარის კუთვნილებაზე. საკუთარი და მოკავშირე ჯარები აღინიშნება მართკუთხედით, მოწინააღმდეგის ჯარები 45 გრადუსით შეტრიალებული კვადრატით (რომბით), ნეიტრალური ქვეყნების ჯარებისთვის გამოყოფილია უბრალოდ კვადრატი.
ფიგურის ფერი ასევე განსაზღვრავს ჯარების კუთვნილებას. იმ დოკუმენტებში სადაც ფერის დატანება შეუძლებელია, ფიგურის შიგთავსი რჩება თეთრად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსულ და ნატოს სტადარტებს შორის არსებობს გარკვეული სხვაობები, ასე მაგალითად: ნატოს ტაქტიკურ ნიშნებში საკუთარი ჯარები აღინიშნება ლურჯი ფერით, მოწინააღმდეგე კი წითლით. რუსულ დოკუმენტებში კი პირიქითაა — მოწინააღმდეგე ლურჯით, ხოლო საკუთარი ჯარები წითლით.
შენაერთის დონეს განსაზღვრავს ჩარჩოს თავზე დატანილი ნიშანი. ეს ნიშნები განსაზღვრავენ შემდეგს:

ლეგენდა:

- ეკიპაჟი (crew), ჯგუფი (team)
- რაზმი, ათეული (squad)
- ჯგუფეული, ათეული (section)
- ოცეული (platoon)
- ასეული (company)
- ბატალიონი (battalion)
- პოლკი/რეგიმენტი (regiment) ან ჯგუფი/დაჯგუფება (group)
- ბრიგადა (brigade)
- დივიზია (division)]
- კორპუსი (corps)
- არმია (army)
- საარმიო დაჯგუფება (army group)
- რეგიონი (region)
- სარდლობა, სამხედრო შენაერთი, სამხედრო ნაწილი, სამხედრო ოლქი (command)
ზოგი ტიპის შენაერთებისთვის ძირითადი ნიშნის თავზე სიმბოლური ნიშნები არ დაიტანება. ასეთი შენაერთებია ორკესტრები, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებები, საველე ფოსტა და ა.შ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ფორმირებებისთვის არ არსებობს არც ქვემდებარე არც ზემდებარე ანალოგიური შენაერთები. მაგალითად ორკესტრი არის ორკესტრი როგორც ერთიანი დანაყოფი და არ აქვს მნიშვნელობა ეს სადივიზიო ორკესტრია თუ საკორპუსო. არ არსებობს საორკესტრო ასეული, რომელიც შედგება რამდენიმე საორკესტრო ოცეულისგან.
ჩარჩოს შიდა სივრცეში („A“ ველი) შეიტანება პირობითი და სიმბოლური ნიშნები, რომლებიც აღნიშნავენ მოცემული შენაერთის სახეობას.
ჩარჩოს შიდა სივრცეში („A“ ველი) შეიტანება პირობითი და სიმბოლური ნიშნები, რომლებიც აღნიშნავენ მოცემული შენაერთის სახეობას.
ახალი ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი
10.04.2014 — დღეს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე (ვაშლიჯვარი) ქართული წარმოების ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების პრეზენტაცია-გამოცდა გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გერენარლ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. როგორც სააგენტო იპნ იტყობინება, სამხედრო ინსტრუქტორებმა ჯავშანჩაფხუტს და ჯავშანჟილეტს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებიდან (პისტოლეტებით: ТТ, Luger-Parabellum, Glock 21, ავტომატით АКМ და სნაიპერული შაშხანა СВД) ესროლეს და დაზიანების ხარისხი შეამოწმეს.
ჩაფხუტის წონა 1 200-1 500 გრამს შეადგენს. ჩაფხუტის შიდა აღჭურვილობა სრულად შეესაბამება თანამედროვე დამხმარე აღჭურვილობის მოთხოვნებს. ადვილია მისი თავზე მორგება-რეგულირება, ასევე უზრუნველყოფს დარტყმის ძალის შთანთქმას და ამორტიზებას.
ჯავშანჟილეტის წონა შეადგენს 3200 გრამს. დაცვის ფართი 42 დმ. კვადრატში ( საერთო წონა 2 ჯავშანფილით იცვლება და შეადგენს 5.5კგ-დან 10 კგ-მდე.)
შედარებისთვის:
უახლესი რუსული ჩაფხუტის წონა 1 100 - 1 200 გრამს შეადგენს, ხოლო ჯავშანჟილეტი 6Б23 10,2 კგ იწონის

მთის მგელი IV და II ( Mountain Wolf IV & II)
ფოტოები ოპერაციიდან მთის მგელი IV.
გადაღების თარიღი: 8 აგვისტო, 2013 წელი
გადაღების თარიღი: 8 აგვისტო, 2013 წელი
![]() |
| U.S. Marines with Georgian Liaison Team 9 and Georgian soldiers with the 33rd Light Infantry Battalion investigate a compound during a patrol in Charibaya, Helmand province, Afghanistan, Aug. 8, 2013. Coalition forces conducted the patrol to meet with locals and investigate the terrain. (U.S. Marine Corps Photo by Sgt. Tammy K. Hineline / Released) წყარო: DVIDSHUB |
X-47-ის ჩინური ანალოგი Sharp Sword (ბასრი ხმალი) ბილიკზე
ახალი ჩინური უსა, ვიზუალურად Northrop Grumman X-47 Pegasus-ის ერთგვარი ანალოგი.
ამჯერად გავრცელდა „ბასრი ხმალის“ (Sharp Sword) მიერ ბილიკზე შესრულებული გარბენის ამსახველი ვიდეო...
ამჯერად გავრცელდა „ბასრი ხმალის“ (Sharp Sword) მიერ ბილიკზე შესრულებული გარბენის ამსახველი ვიდეო...
დამოუკიდებლობის დღე. ფიცის მიღება.
დღეს, 2013 წლის 26 მაისს, დამოუკიდებელობის დღესთან დაკავშირებით, წვრთნისა და განათლების სარდლობის ძირითადი საბრძოლო მომზადების (BCT) 72-მა კურსდამთავრებულმა საზეიმოდ დადო ფიცი. საზეიმო ცერემონიალი თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საპატიო ყარაულის მედროშეთა და საჩვენებელმა კოლოფებმა და სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საზეიმო მარშით რუსთაველის გამზირი ჩაიარა. საზეიმო სვლა ვარდების მოედანზე დასრულდა.
![]() |
| სერჟანტი ფიცის დადების ცერემონიალის მოლოდინში |
გამანადგურებელ-ბომბდამშენი „სიან“ JH-7: „ფანტომი“ ჩინურად... (to be continued)
![]() |
| JH-7 |
XXI საუკუნეში
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედო ავიაციამ, საკუთარი რიცხოვნობით და საბრძოლო სიმძლავრეების
ერთობლიობით საპატიო მე-3 ადგილი დაიკავა. 2011-2012 წლების მიჯნაზე, ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი
არმია (რომელიც აერთიანებს ჩინეთის ყველა სახეობის ჯარებს, მათ შორის საჰაერო ძლები
და საზღვაო ძალები), ითვლისდა2600 თვითმფრინავს და შვეულმფრენს (შედარებისთვის
13000 აშშ, 3700 რუსეთი). ამასთან, ჩინეთის
შეირაღებაზე იდგა 1450 თვითმფრინავი (შედარებისთვის 2800 აშშ, 1500 რუსეთი). ამ პარკის
10%-ზე მეტს შეადგენდნენ მძიმე ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენები „სიან“ JH-7. ამ
ტიპის თვითმფრინავის წარმოება შეადგენდა ჩინეთის სამამულო წარმოების ავიაკომპლექსების
25% (მათ შორის, J-8, J-10, Q-5). თვითმფრინავების დანარჩენი 75%, რომელიც საჰაერო
ძალების და საზღვაო ძალების შეიარაღებაზე იდგა იყო ან მთლიანად რუსული ან რული თვითმფრინავების
ბაზაზე აწყობილი ჩინური პროტოტიპები (J-7, Су-27, J-11, J-11B, J-15,
H-6).
თუ გამანადგურებელი Q-5,
რომელიც არის МиГ-19-ის ღრმა მოდერნიზაციას, შეიძლება ითქვას იყო პირველი ჩინური „თითქმისჩინური“
საბრძოლო თვითმფრინავი, მაშინ მეოთხედი საუკუნის შემდეგ შექმნილი JH-7 (თავდაპირველად
გამანადგურებელ-ბომბდამშენის კლასს მიეკუთვნებოდა) ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე არის
სუფთა ჩინური წარმოების (ძალური დანადგარის გარეშე). ამდენად გამანადგურებელი JH-7
გახლავთ უფრო მეტად „ჩინური“ მანქანა, ვიდრე რამდენიმე წლის შემდეგ შეიარაღებაზე მიღებული
მრავალფუნქციური გამანადგურებელი J-10, რომელსაც გააჩნდა უცხოურიო პროტოტიპი, დაპროექტდა
უცხოურ საკონსტუქტორო ბიუროში უცხოური დახმარებით და აღჭურვილია უცხოური წარმოების
ძრავით.
ისევე როგორც Q-5, რომელიც
შეიქმნა ჩინეთ-ტაივანის 1955 წლის კონფლიქტის დროს სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის
მოქმედებების აწონ-დაწონის და ანალიზის შედეგად, JH-7-ის შექმნასაც კონფლიქტი მოსდევდა
წინ. 1974 წლის 19 იანვარს ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა დესანტირება მოახდინეს სამხრეთ-ჩინეთის
ზღვაში მდებარე პარასელის კუნძულებზე. იმ დროს პარასელი კუნძულები „სამხრეთ-ვიეტნამის
მარიონეტული მთავრობას“ ემორჩილებოდა. რამდენიმესაათიანი ოპერაციის შედეგად საიგონური
ჯარების წინააღმდეგობა დაიძლია და ტერიტორია მთლიანად ჩსრ-ის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა)
კონტროლს დაექვემდებარა. ამერიკის შეერთებული შტატები იმ დროისთვის უკვე გამოსული იყო
ვიეტნამიდან, შორიდან ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს და ჩარევისგან თავი შეიკავა.
მიუხედავად დიდი წარმატების, ამ ბრძოლამ გამოავლინა ჩსრ-ის ჯარების სუსტი წერტილებიც.
პირველ რიგში ეს ეხებოდა ავიაციას. საკამათო ტერიტორიებთან ახლომდებარე აეროდრომებზე
განლაგებული იყო საერთო ჯამში ჩინეთის საჰაერო ძლების და საზღვაო ავიაციის 115 საფრენი
აპარატი. ოპერაციის მიმდინარეობისას მათ შეასრულე 400-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა, მაგრამ
ამისადა მიუხედავად არც ერთი წითელვარსკვლავიანი არ გამოჩნდა ბრძოლის ველზე, რომელიც
ჩინეთის ნაპირიდან სულ რაღაც 230 კმ-ში მდებარეობდა (კუნ-ლი ხაინანი).
იმ დროისთვის ჩინეთის
არმიის შეიარაღებაზე მყოფ გამანადგურებელ-ბომდამშენს Q-5 და გამანადგურებელ J-6 უბრალოდ
არ ჰქონდათ საკმარისი საბრძოლო რადიუსი, რომელიც საჭირო იყო ბრძოლის ველამდე მისაღწევად,
ხოლო მოძველებული ბომდამშენების, H-5-ის (Ил-დამშენების წინააღ28) გამოყენება არ გადაწყდა,
რადგან მოსალოდნელი იყო დიდი დანაკარგები. აღსანიშნავი, ამ მოძველებული ბომბდამშენის
წინააღმდეგ საიგონს შეიარაღებაზე ჰქონდა იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი უთანამედროვესი ზებგერითი
გამანადგურებლები F-5E. ავიაციის ბრძოლაში ჩართვას ასევე ართულებდა საბორტო სანავიგაციო-დამიზნებითი
სისტემების არასრულფასსოვნება (ან საერთოდ უქონლობა), კავშირგაბმულობის, მართვის და
რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების მოძველებულობა. შედეგად, ჩინეთის საზღვაო ფლოტი
იძულებული გახდა ემოქმედა ავიაფრთის დახმარების გარეშე, ხოლო პირველი თვითმფრინავი
კუნძულების თავზე შეტაკებების ამოწურვის შემდეგ, რამდენიმე საათში გამოჩნდა.
სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში
მიმდინარე მოვლენების აჯამვიდან მალევე საჰაერო ძალებმა და საზღვაო ფლოტმა თავდაცვის
სამინისტროს წარუდგინეს თავიანთი გეგმები ახალი დამრტყმელი თვითმფრინავების შესაქმნელად,
გაზრდილი საბრძოლო რადიუსით, რომელი განკუთვნილი იქნებოდა როგორც საზვაო, ასევე სახმელეთო საბრძოლო
მოქმედების თეატრისთვის. ხანგრძლივი შესაწვლი შესწავლის შემდეგ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო
მივიდა დასკვნამდე, რომ იმ დროისთვის ჩინეთის არც ავიასამრეწველო სიმძლავრეები და არც
ეკონომიკა არ იყო მზად ემუშავა ერთდროულად ორ სხვადასხვა დამოუკიდებელ პროექტზე, ამიტომ,
თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაიწყო ერთიანი თვითმფრინავის შემუშავება როგორც
ფლოტისთვის ასევე საჰაერო ძლებისთვის. 1976 წლის ივლისში პეკინში შეიკრიბნენ ავიამრეწველობის
წარმომადგენლები (მათ შორის ქვეყნის წამყვანი ავიასამშენებლო ქარხნების ხელმძღვანელობა),
რათა შემკვეთებთან განეხილათ მომავლის პერსპექტიული შერეული ტიპის სახეობათშორისი საავიაციო
კომპლექსის შექმნის საკითხები. თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ ჩინეთის საჰაერო ძალებს
და სამხედრო ფლოტს ესაჭიროებოდა ნებისმიერ მეტეპირობებში მოქმედი, ზებგერითი დამრტყმელი
თვითმფრინავი, საფრენოსნო მაღალი მახასიათებლებით (მოწინააღმდეგეს სახმელეთო და საზღვაო
ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების (ჰსთ) მოქმედების პირობებში გადარჩენისთვის). თვითმფრინავს
უნდა შესძლებოდა ემოქმედა როგორც ტაქტიკურ ასევე ოპერატიულ სიღრმეებში. თვითმფრინავზე
მსჯელობის დროს საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების აზრი ორად გაიყო. საზღვაო ძალები
ითხოვდა ორადგილიან, ორძრავიან თვითმრინავს (ნიმუშის სახით აღებულ იქნა გამანადგურებელ-ბომბდამშენი
„ტორნადო“, რომლის პირველი გაფრენა 1974 წელს განხორციელდა), მაშინ, როცა საჰაერო ძალები
ითხოვდა გამარტივებულ ერთადგილიან, ერთ ან ორძრავიან, გაუმჯობესებული აფრენა-დაფრენის
მახასიათებლების მქონე თვითმფრინავს. როგორც საზღვაო ისე სახმელეთო ბაზირების თვითმფრინავის
შეიარაღებაში უნდა შესულიყო მართვადი და უმართავის საშუალებები (რაც არ იყო მოიერიშე
Q-5-ში). ბუნებრივია განიხილებოდა ასევე ტაქტიკური ბირთული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაც.
ჩსრ-ის სამხედრო უწყების მხრიდან ავიასამრეწველო დაწესებულებებში შეკვეთა პირველად
1976 წლის შემოდგომაში შევიდა. ახალი თვითმფრინავი პირველ რიგში შეცვლიდა საჰაერო ძალების
და ფლოტის საკუთრებაში არსებულ H-5 ბომბდამშენებს. მალევე, ჩინეთის წამყვანმა საკონსტრუქტორო
ბიუროებმა (შენიანის, ნანჩანის და სიანის) წარმოადგინეს თავისი ვარიანტები. პირველი
ამ ბიუროებს შორის აღმოჩნდა შენიანის საკონსტრუქტორო ბიურო. მათ მიერ შემოთავაზებული
გამანადგურებელ-ბომბდამშენი JH-8 (FB-8), შეიძლება ითქვა წარმოადგენდა გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი
J-8II-ის (F-8II) დამრტყმელ ვარიანტს. კონსტრუქტორების აზრით თვითმფრინავების პარკის
უნიფიკაცია გააიოლებდა მათ მომსახურებას და საგრძნობლად გააიაფებდა „გამანადგურებელი“
და „დამრტყმელი“ საავიაციო კომპლექსების წარმოებას. სწორედ საკითხისადმი ასეთმა მიდგომამ
ითამაშა მთავარ ფაქტორად, რომ თავდაცვის უწყების სიმპატია JH-8-მ დაიმსახურა. მაგრამ
იმ დროისთვის გამანადგურებელი J-8II ჯერ კიდევ შორს იყო საბოლოო სახისგან (პროტოტიპის
პირველი გაფრენა 1984 წლის 12 ივნისს განხორციელდა) და ბევრი პისიმისტურად იყო განწყობილი
ამ თვითმგფრინავის მიმართ, რადგან ერთობ წარმოუდგენელი იყო როგორ შეითავსებდა ერთი
საფრენი აპარატი მისდამი წაყენებულ კარდინალურად განსხვავებულ მოთხოვნებს. შედეგად,
შემკვეთის დაინტერესება „უნივერსალური“ თვითმფრინავისადმი გაქრა, შენიანის გაერთიანების
ყურადღება კი მთლიანად გამანადგურებელ-გზაგადამჭრელ J-8II-ზე მიიმართა.
(to be continued)
(to be continued)
Aero India 2013 (მზადება)
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს მიღებას...
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იწვევს 18-დან-35 წლამდე მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმება შეუძლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირებს, ასევე, წვევამდელებს 18 წლის ასაკიდან.
პირობები:
მაღალი ანაზღაურება - 700 ლარი; 20-30%-იანი ზრდის პერსპექტივით;
სამხედრო მოსამსახურის და მისი ოჯახის სოციალური და სამართლებრივი დაცვა;
მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურება;
გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტი;
განათლება და პროფესიული ცოდნის ამაღლება;
საერთაშორისო პროგრამებში და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
თანამედროვე აღჭურვილობა;
სრულფასოვანი კვება;
საკონტრაქტო სამსახურისთვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში, მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად:
ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, დაბეჭდილი)
ფოტოსურათი 3X4 - 4 ცალი
დაბადების მოწმობის ასლი
განათლების მოწმობის ასლი;
ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი
პირადობის მოწმობის ასლი
მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი
შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები
ნარკოლოგიური ცენტრიდან ცნობა
შ.ს. სამინისტროდან ცნობა (ნასამართლეობის)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (საპენსიო)
განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:
მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი)
ფოტოსურათი 3X4 2 ცალი
საბუთების მიღება წარმოებს ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ (გარდაბნის რ-ნი, სოფ კრწანისი) ასევე მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (ქ. ქუთაისი - ახალგაზრდობის გამზირი, პირველი შესახვევი)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით განათლების სარდლობას 2 91 02 07; 5 77 19 95 68
![]() |
| Бук-М1 |
![]() |
| Гиацинт-Б |
კონფლიქტების მართვის თეორია
აშშ-ს სპეცსამსახურების გადამდგარი თანამშრომლის ლექცია სოფიის უნივერსიტეტში.
სოფია 2001 წ.
ნაწილი I.
შეგახსენებთ, რომ საქართველო, საბჭოთა დროს ერთერთი ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა სსრკ-ში, ასევე ძლიერ ესწრაფოდა რუსეთის გავლენიდან გამოსვლას, როგორც ბალტიის ქვეყნები, რომლებზეც უკვე ვთქვი. პირველმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გაატარა
პოლიტიკა, რომლის გაკოტრება თვალნათელი იყო თავიდანვე. მისი რუსებთან კავშირები ჩვენგან არ იყო საიდუმლო. საჭიროა ვთქვათ, რომ მაშინ ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიას ჩვენ ვიხილავდით როგორც რუსების გავლენის ერთადერთ ზონას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაწვრილებით აგიხსნათ თქვენ, ბატონებო, რა აზრს ვატანთ ჩვენ, ამერიკელები, გამონათქვამს «გავლენის სფერო». გავლენის სფერო ჩვენთვის – ეს არის უპირველეს ყოვლისა სტაბილიზაციის ზონა. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ესა თუ ის ქვეყანა არის ჩვენი გავლენის სფერო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვგეგმავთ იქ სამოქალაქო მშვიდობის დამყარებას უპირველეს ყოვლისა. სამოქალაქო მშვიდობაში მყოფ ქვეყანაზე გავლენის მოხდენა გაცილებით ადვილია. ამ ქვეყნის ხალხზე გავლენა ადვილია. შეიძლება ეს ცინიკურად ჟღერს, მაგრამ გეტყვით თქვენ – დიახ, ჩვენ ცინიკოსები ვართ. ჩვენ ცინიკოსები ვართ როცა საქმე ეხება იმას, რომ ხალხი ერთმანეთს უსასრულოდ არ ხოცავდეს. როცა საქმე ეხება იმას, რომ არ იხოცებოდნენ ბავშვები, დიახ ჩვენ მაშინ ცინიკოსები ვართ. ჩვენ წავალთ ნებისმიერ ცინიკურ ნაბიჯზე, რათა შევაჩეროთ ძალადობა. და რა თქმა უნდა, რათა ფული ვაკეთოთ! – ვხუმრობ!

ჩავარდნილი ფრანგული სპეცოპერაცია
ფრანგული სპეცოპერაცია სომალიში, რომელიც მიზნად ისახავდა 2009 წელს მძევლად აყვანილი ფრანგი ჯაშუშის გათავისუფლებას ფრანგების მარცხით დასრულდა. შეტაკება ფრანგ სპეცრაზმელებსა და აშ-შაბაბის დაჯგუფების მებრძოლებს შორის გაიმართა ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოდან სამხრეთით 110 კილომეტრში. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიერგავრცელებული ინფორმაციით ლიკვიდირებულ იქნა 17 ისლამისტი ტერორისტი. ამავე დროს, დანაკარგები აქვთ ფრანგულ მხარესაც: 1 გარდაცვლილი, 1 მძევლად აყვანილი. როგორც ფრანგული მხარე იტყობინება, ოპერაციის მიმდინარეობისას მძევლად აყვანილი ფრანგი ჯაშუში, რომელიც დენი ალეკსის ფსევდონიმს ატარებდა გარდაიცვალა, ამ ინფორმაციას აშ-შაბაბი არ ადასტურებს.
შეგახსენებთ ფრანგული სპეციალური ოპერაციების ძალები შაბათს 12 იანვარს შვეულმფრანებით ქალაქ ბულო-მარერში გადმოსხეს.
გთავაზობთ ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ფოტოებს, რომელზეც გარდაცვლილი ფრანგი ჯარისკაცია ასახული თავისი აღჭურვილობით.

დაღუპული სერჟანტი სამშობლოში ჩამოასვენეს
![]() |
| სერჟანტ გიორგი კიკაძის ცხედრის ჩამოსვენება |
საქართველომ კიდევ ერთი ჯარისკაცი დაკარგა!
დღეს, 2012 წლის 29 დეკემბერს, საღამოს 10 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება 19 დეკემბერს ავღანეთში დაკარგული ქართველი ჯარისკაცის, სერჟანტ გიორგი კიკაძის, ცხედრის აღმპოჩენის შესახებ.
გთავაზობთ მინისტრის ბრიფინგის ვიდეოჩანაწერს:
გთავაზობთ მინისტრის ბრიფინგის ვიდეოჩანაწერს:
Subscribe to:
Comments (Atom)